ზელიმხან იანდარბიევი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 21:
 
== ემიგრაცია ==
[[2000]] წლიდან იანდარბიევი ცხოვრობდა [[კატარი|კატარში]], სადაც ჩრი-ის პრეზიდენტის წარმომადგენლად ითვლებოდა. [[2001]] წლის [[9 ოქტომბერი|9 ოქტომბრიდან]] რუსეთის ძალისხმევით ბატონ იანდარბიევზე გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა. [[მოსკოვი|მოსკოვში]], დუბროვკას ქუჩაზე მდებარე კულტურის სახლში განვითარებული მოვლენებისას იანდარბიევმა გამოთქვა მზადყოფნა საშუამავლო მისია შეესრულებინა ჩეჩენ დივერსანტებსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის. ამის საპასუხოდ კრემლმა ქატარისგან დაუყოვნებლივ მოითხოვა ზ. იანდარბიევის გადაცემა, რაზეც ოფიციალურმა დოჰამ დიპლომატიური დუმილით უპასუხა. მოგვიანებით განვითარებული მოვლენები ცნობილია როგორც [[დუბროვკის ტერორისტული აქტი|ნორდ-ოსტის ტრაგედია]].
 
ზ. იანდარბიევი დაიღუპა მასზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად [[2004]] წლის [[13 თებერვალი|13 თებერვალს]], ქატარის საამიროს დედაქალაქ [[დოჰა|დოჰაში]]. ტერაქტის შედეგად მძიმედ დაიჭრა მისი 13 წლის ვაჟი. [[19 თებერვალი|19 თებერვალს]] ადგილობრივმა ხელისუფლებმა მოახერხეს ტერაქტის შემსრულებელთა დაკავება, რომლებიც, რფ-ის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს აგენტები აღმოჩნდნენ. [[26 თებერვალი|26 თებერვალს]] ქატარის გენერალურმა პროკურატურამ ოფიციალური ბრალდება წაუყენა ბოროტმოქმედებს. რუსეთის იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა კატეგორიულად მოითხოვა მათი განთავისუფლება. მისი უწყების თანახმად ქატარში დაკავებულნი სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ, რომლებიც საამიროში მივლინებით იმყოფებოდნენ.