პირველი გიმნაზია 1526 წელს ბავარიის ქ. ნიურნბერგში დააარსა ცნობილმა თეოლოგმა და პედაგოგმა ფილიპე მელანხტონმა. 1528 წელს გიმნაზია გაიხსნა საქსონიაში, ხოლო 1538 წელს — ქ. სტრას ბურგში. XVI–XVIII საუკუნეებში. გიმნაზიები აღმოცენდა გერმანიის მრავალ ქალაქში, ასევე რუსეთშიც (პეტერ ბურგში – 1725 წელს, მოსკოვში – 1755 წელს); XIX საკუნეში ავსტრიაუნგრეთში, ბულგარეთში, ჰოლანდიაში, საბერძნეთში, დანიაში, სერბეთსა და შვეიცარიის გერმ. კანტონებში. გიმნაზია ეწოდებოდა ვაჟებისათვის განკუთვნილ საშ. სკოლებს. XIX ს. შუა ხანებიდან ევროპის სხვა დასხვა ქვეყანაში დაარსდა რეალური სასწავლებლები, სადაც დაინერგა ბუნებისმეტყველებისა და მათემატიკის გაძლიერებული სწავლება. შეიქმნა საშ. სასწავლო დაწესებულებების ახალი, გარდამავალი ტიპი – რეალური გ., სადაც ბერძნ. ენა აღარ ისწავლე ბოდა. XIX–XX სს. მიჯნაზე კლასიკურ გებში ნაკლები ყურადღება ეთმობოდა ძვ. ენების სწავლებას, მაგრამ გის ეს ტიპი მაინც რჩებოდა ძირითად საშ. სასწავლო დაწესებულებად ევროპაში.
საქართველოში პირველი გიმნაზია — [[თბილისის პირველი გიმნაზია]] – გაიხსნა 1830 წელს. 1864 წლიდან რუსეთის იმპერიაში, შესაბამისად, საქართველოშიც, გატარდა საგანმანათ ლებლო რეფორმა. დაარსდა სამი ტიპის გ.გიმნაზია: ბერძნ.ბერძნული ენის გაძლიერებული სწავლებით, ლათინური ენის გაძ ლიერებული სწავლებითა და რეალური გიმნაზია – საბუნებისმეტყველო დისციპლინებისა და თანამედროვე ენების გაძლიერებული სწავლებით. გიმნაზიადამთავრებულებს ჰქონ დათ სწავლის გაგრძელების უფლე ბაუფლება. პირველი ორი ტიპის გისგიმნაზიის დამ თავრების შემდეგ ახალგაზრდებს უფლება ეძლეოდათ, განეგრძოთ სწავლა უნტებსაივერსიტეტებსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში, რეალური გგიმნაზიის დამთავრების შემდეგ კი – მხოლოდ უმაღლეს ტექ.ტექნიკურ სასწავლებლებში. XIX ს.საუკუნის 60-იან წლებში გაიხსნა ქალქალთა თა გგიმნაზიებიც. XIX ს.საუკუნის დასასრულსა და XX ს.საუკუნის დასაწყისში საქართველოში არსებობდა შემდეგი გგიმნაზიები: თბილის შითბილისში – [[თბილისის ქართული გიმნაზია]] (1879), [[სათავადაზნაურო გიმნაზია]] (1918–21 – ვაჟთა VII გ.), ვაჟთა II (1887–1921), ვაჟთა III (1894– 1921), თბილისის ვაჟთა ქართული (1900–21), ვაჟთა IV (1905–21), ვაჟ თა V (1908–21), ვაჟთა VI (1912– 20), ქალთა I (1872–1921), ქალთა II (1874–1921), ქალთა III (1884– 1921), ქალთა IV (1903–21), ქალთა V (1906–21), ქალთა VI (1910–21), ქალთა VII (1863–1919), ქალთა VIII (1892–1919) და ქალთა ქართული (1906–19) გებიგიმნაზიები. გგიმნაზიები გაიხსნა საქართველოს სხვა ქალაქებშიც: ქუთაისში – ვაჟთა (1850–1921), ქუთაისის სათავადაზნაურო ვაჟთა ქართული (1880–1921) და ქალთა (1903–21) გებიგიმნაზიები; ფოთში – ვაჟთა (1906–21), ქალთა (1902–21); ბათუმში – ქალთა (1900–21); გორში – ქალთა (1915–21); ხონში – ვაჟთა (1916–21); ხაშურში – ვაჟთა (1916– 21) გგიმნაზიები. სოხუმში გაიხსნა ქალთა პროგიმნაზიაც. გგიმნაზიების უმრავლესობა 1921 წლის შემდეგ გადაკეთდა სახ.სახელმწიფო განათლების სისტემის სასწავლო დაწესებულებებად. ამჟამად გ.გიმნაზია არსებობს მხოლოდ კერძო სექტორში.
==ლიტერატურა==
|