გიმნაზია: განსხვავება გადახედვებს შორის
ახალი გვერდი: '''გიმნაზია''' (ბერძნ. gymnasion– სა ტანვარჯიშო მოედანი, შემდეგ – სახ... |
(განსხვავება არ არის)
|
06:48, 26 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
გიმნაზია (ბერძნ. gymnasion– სა ტანვარჯიშო მოედანი, შემდეგ – სახელმწიფო სასწავლოაღმზრ დელობითი დაწესებულება ძვ. საბერძნეთსა და ელინისტურ აღმოსავლეთში), საშუალო ზოგად საგანმანათლებლო სასწავლებე ლი, ჩვეულებრივ, მკვეთრად გამოხატული ჰუმანიტარულფილო ლოგიური განხრით. პირველი გ. 1526 ბავარიის ქ. ნიურნბერგში დააარსა ცნობილმა თეოლოგმა და პედაგოგმა ფილიპე მელანხტონმა (1497–1560). 1528 გ. გაიხსნა საქსონიაში, ხოლო 1538 – ქ. სტრას ბურგში. XVI–XVIII სს. გები აღმოცენდა გერმანიის მრავალ ქალაქში, ასევე რუსეთშიც (პეტერ ბურგში – 1725, მოსკოვში – 1755); XIX სში ავსტრიაუნგრეთში, ბულგარეთში, ჰოლანდიაში, საბერძნეთში, დანიაში, სერბეთსა და შვეიცარიის გერმ. კანტონებ ში. გ. ეწოდებოდა ვაჟებისათვის განკუთვნილ საშ. სკოლებს. XIX ს. შუა ხანებიდან ევროპის სხვა დასხვა ქვეყანაში დაარსდა რეალური სასწავლებლები, სადაც დაინერგა ბუნებისმეტყველებისა და მათემატიკის გაძლიერებული სწავლება. შეიქმნა საშ. სასწავლო დაწესებულებების ახალი, გარდამავალი ტიპი – რეალური გ., სადაც ბერძნ. ენა აღარ ისწავლე ბოდა. XIX–XX სს. მიჯნაზე კლასიკურ გებში ნაკლები ყურადღება ეთმობოდა ძვ. ენების სწავლებას, მაგრამ გის ეს ტიპი მაინც რჩებოდა ძირითად საშ. სასწავლო დაწესებულებად ევროპაში. ს ა ქართ ვ ე ლ ო შ ი პირველი გ. – თბილისის პირველი გიმნაზია – გაიხსნა 1830. 1864იდან რუსეთის იმპერიაში, შესაბამისად, საქართველოშიც, გატარდა საგანმანათ ლებლო რეფორმა. დაარსდა სამი ტიპის გ.: ბერძნ. ენის გაძლიერებული სწავლებით, ლათ. ენის გაძ ლიერებული სწავლებითა და რეალური გ. – საბუნებისმეტყველო დისციპლინებისა და თანამედროვე ენების გაძლიერებული სწავლებით. გიმნაზიადამთავრებულებს ჰქონ დათ სწავლის გაგრძელების უფლე ბა. პირველი ორი ტიპის გის დამ თავრების შემდეგ ახალგაზრდებს უფლება ეძლეოდათ, განეგრძოთ სწავლა უნტებსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში, რეალური გის დამთავრების შემდეგ კი – მხოლოდ უმაღლეს ტექ. სასწავლებლებში. XIX ს.60იან წლებში გაიხსნა ქალ თა გებიც. XIX ს. დასასრულსა და XX ს. დასაწყისში საქართველოში არსებობდა შემდეგი გები: თბილის ში – თბილისის ქართული გიმნაზია (1879), სათავადაზნაურო გიმნაზია (1918–21 – ვაჟთა VII გ.), ვაჟთა II (1887–1921), ვაჟთა III (1894– 1921), თბილისის ვაჟთა ქართული (1900–21), ვაჟთა IV (1905–21), ვაჟ თა V (1908–21), ვაჟთა VI (1912– 20), ქალთა I (1872–1921), ქალთა II (1874–1921), ქალთა III (1884– 1921), ქალთა IV (1903–21), ქალთა V (1906–21), ქალთა VI (1910–21), ქალთა VII (1863–1919), ქალთა VIII (1892–1919) და ქალთა ქართული (1906–19) გები. გები გაიხსნა საქართველოს სხვა ქალაქებშიც: ქუთაისში – ვაჟთა (1850–1921), ქუთაისის სათავადაზნაურო ვაჟთა ქართული (1880–1921) და ქალთა (1903–21) გები; ფოთში – ვაჟთა (1906–21), ქალთა (1902–21); ბათუმში – ქალთა (1900–21); გორში – ქალთა (1915–21); ხონში – ვაჟთა (1916–21); ხაშურში – ვაჟთა (1916– 21) გები. სოხუმში გაიხსნა ქალთა პროგიმნაზიაც. გების უმრავლესობა 1921 შემდეგ გადაკეთდა სახ. განათლების სისტემის სასწავლო დაწესებულებებად. ამჟამად გ. არსებობს მხოლოდ კერძო სექტორში.
ლიტერატურა
- მ. ბაქრაძე. დ. გურგენიძე., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.