გიორგი VII (საქართველოს მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 30:
[[File:Caucasus 1405 map de alt.svg|thumb|left|[[საქართველოს სამეფო]] გიორგი VII–ის მეფობის დასაწყისში]]
'''გიორგი VII''' — საქართველოს მეფე [[1393]]-[[1407]] წლებში, [[ბაგრატ V | ბაგრატ V-ისა]] და ელენე კომნენას ძე. მამამისის სიცოცხლეშივე განაგებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს და წყაროებშიც ამ დროიდან იხსენიება მეფედ. გიორგი VII-ის მეფობის დროს [[1394]]-[[1403]] წლებში [[თემურლენგი]] მრავალჯერ შემოესია საქართველოს. [[თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში|თემურლენგის საქართველოში ლაშქრობებისას]] მისმა ლაშქარმა სასტიკად ააოხრა ჰერეთ-კახეთი, [[თრიალეთი (მხარე)|თრიალეთი]], ქვემო და [[შიდა ქართლი]], [[იმერეთი]]. თემურლენგის მთავარი მიზანი ქვეყნის დაპყრობა და გამაჰმადიანება იყო. მიუხედავად დიდი სისასტიკისა, მან მაინც ვერ შეძლო ქართველი ხალხის წინააღმდეგობის დაძლევა და გიორგი მეფის ხელში ჩაგდება.
[[თემურლენგი]]ს შემდეგ [[საქართველოს სამეფო]]ს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრებს [[ყარა-ყოინლუ|შავბატკნიანი თურქმანთა]] ურდოები მოადგნენ. [[1407]] წელს, გიორგი VII დანგრეულ და დასუსტებულ ქვეყანაში ახალი მტრის შემოსვლის ასალაგმად [[სომხეთი|სომხეთში]] დაუხვდა თურქმანებს და მათთან ბრძოლაში დალია სული. დაკრძალეს [[სვეტიცხოველი|სვეტიცხოველში]].
|