გრიგოლ დადიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 9:
მიუხედავად გრიგოლ დადიანის დამსახურებისა სოლომონ II-ის წინაშე, მათ შორის ძალიან მალე ლეჩხუმის საკითხზე განხეთქილება ჩამოვარდა. [[ლეჩხუმის სამოურავო]] ამ დროს ცალკე ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა იმერეთის სამეფოში. მას განაგებდა [[სარდალ-მოურავი]], რომლებიც უმთავრესად [[გელოვანები |გელოვანთა საგვარეულოდან]] იყვნენ.
 
დადიანს ლეჩხუმი ოდიშის სამთავროს ნაწილად მიაჩნდა, სოლომონს კი, რომელიც მთელი დასავლეთ საქართველოს გაერთიანებას ცდილობდა, არ შეეძლო ოდიშის მთავრის ვიწრო ფეოდალური ინტერესების დაკმაყოფილება. მეფემ გრიგოლ დადიანს მისი ძმა [[მანუჩარ II დადიანი |მანუჩარი]] დაუპირისპირა, რომელსაც [[1792]] წელს გამთავრებაში დაეხმარა. გრიგოლმა დახმარებისათვის ჯერ ახალციხის ფაშას მიმართა, შემდეგ [[ერეკლე II]]-ს, რადგან გრიგოლის მეუღლე [[ნინო ბაგრატიონ-დადიანი|ნინო ბაგრატიონი]] ერეკლეს შვილიშვილი იყო. ერეკლემ იკისრა კიდეც შუამდგომლობა გრიგოლსა და სოლომონს შორის, მაგრამ იმერთის მეფე არ აპირებდა გრიგოლისთვის ტახტის დაბრუნებას. ამ ვითარებაში მანუჩარმა 7 წლის მანძილზე იმთავრა. ბოლოს, [[1799]] წელს, გრიგოლმა თავისი ბიძის [[გიორგი დადიანი]]სა და ლეჩხუმის სარდალ-მოურავის [[ქაიხოსრო გელოვანი]]ს დახმარებით შეძლო სამეგრელოში გადასვლა. ისინი [[ნოღას ციხე]]ში გამაგრდნენ, სოლომონმა და მანუჩარმა ალყა შემოარტყეს ნოღას ციხეს, მაგრამ ვერ აიღეს და იმერეთის მეფე იძულებული შეიქნა გარიგებოდა გრიგოლს. ამ უკანსკნელმა დადიანობა მიიღო, ხოლო მანუჩარმა – [[სალიპარტიანო]]. სოლომონისა და დადიანის ამ ბრძოლაში [[ქართლ-კახეთის სამეფო |ქართლ-კახეთის]] მეფე [[გიორგი XII]] თავის სიძეს, გრიგოლ დადიანს, უმაგრებდა ზურგს და საქართველოს გამოხსნისათვის მებრძოლ სოლომონს ამით ნიადაგს აცლიდა.
 
ოდიშის სამთავროს ტახტის დაბრუნების მიუხედავად გრიგოლის ხელისუფლება სუსტი იყო, რადგანაც ლეჩხუმის სარდალ-მოურავი ქაიხოსრო გელოვანი, რომლის დახმარებითაც ხელახლა გამთავრდა, რეალურად უფრო დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მთელს ოდიშში. ამ გარემოებას გრიგოლმა თავი იმით დააღწია, რომ იმავე წელს მოაკვლევინა ქაიხოსრო გელოვანი. არც იმერეთის მეფესა და გრიგოლს შორის იყო მშვიდობა, მათი ფარული მტრობა კვლავაც გრძელდებოდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრიგოლ_დადიანი“-დან