ლიკანის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 59:
'''ლიკანის ღვთისმშობლის ეკლესია''' — შუა საუკუნეთა სამონასტრო კომპლექსი [[ბორჯომი]]დან 7 კმ-ზე, [[მდინარე]] [[ახოებისწყალი|ახოებისწყლის]] [[ხეობა]]ში. შემორჩენილია ღვთისმშობლის [[ეკლესია|ეკლესიის]] ნანგრევები.
 
ეკლესიის მთავარი ნაწილია [[აფსიდა|აფსიდით]] დასრულებული ნავი. მოგვიანებით, XVI საუკუნეში, ეკლესიას მიადგეს [[სამრეკლო]], რომელიც თითქმის მთლიანად ფარავს დასავლეთ კედელს. სამრეკლოს მასიურკედლებიანი ქვედა სართული, რომელიც დაუმუშავებელი დიდი ლოდებით არის ნაგები და კუბის ფორმა აქვს, ეკლესიაში შესასვლელს წარმოადგენს. ბარიერი შემოძღუდულ მე-2 სართულს გარედან ლილვებიანი პროფილი გასდევს. ასავლელად მიშენებულია ქვაყორის კიბე. სამრეკლოს ზედა ნაწილი კი, კერძოდ, თლილი ქვის სვეტები, რომლებსაც სახურავი ეყრდნობოდა, მონგრეულია.
 
სამრეკლოს შესასვლელის მარცხენა ბოძზე ქართული ასომთავრული წარწერა გვამცნობს, რომ სამრეკლო აუგიათ ბორჯომის ხეობის მფლობელ ავალიშვილთა წარმომადგენელს, ფეოდალ ქიშვარდ ავალიშვილსა და მის მეუღლე თამარს — ქართლის მეფე ლუარსაბ I-ის ასულს.
 
თავად ტაძრის აღსავლის კარზე ყოფილა კიდევ ერთი წარწერა (XVII საუკუნის I ნახევარი. დღეს დაკარგულია) იუწყებოდა რომ გივი ავალიშვილსა და მის მეუღლე სოფიო მეფის ასულს აღუდგენიათ აღსავლის კარი.
 
==ლიტერატურა==