ლიკა ქავჟარაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 30:
12 წლიდან დაიწყო კინოკარიერა – [[1972]] წელს მიიწვიეს კინოსტუდია „[[ქართული ფილმი|ქართულ ფილმში]]“. ამავე ასაკში მოკლემეტრაჟიან ფილმ „შადრევანში“ გადაიღეს. შემდეგ იყო „როცა აყვავდა ნუში“, „მშვენიერი კოსტიუმი“ და სხვა ფილმები.
 
კინოში განსახიერებულიგანსახიერებულ ოცდაათამდე როლის მიუხედავად, განსაკუთრებული აღიარება მას [[თენგიზ აბულაძე|თენგიზ აბულაძის]] „[[ნატვრის ხე (ფილმი)|ნატვრის ხე]]ში“ შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა. თავად ამბობდა: „მარიტამ მართლაც რომ წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო ჩემს კარიერაში, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრ ფილმში ვითამაშე, „ნატვრის ხე" მაინც სხვა იყო. დღემდე სწორედ ამ ფილმით მიხსენებენ. მარიტას როლი ცხოვრების ბოლომდე გამყვება“.
 
მიუხედავად აქტიური გადაღებებისა, მსახიობმა ბედი პოდიუმზეც სცადა. როგორც მოდების სალონ „ირიდას“ დამფუძნებელი იხსენებდა, „ლიკას სილამაზე დანარჩენ მოდელებს იმდენად აკომპლექსებდა, რომ მის გვერდით გამოსვლა უჭირდათ“.
 
უკანასკნელ წლებში გამოჩნდა შოთა კალანდაძის ეროტიკულ ფილმში „მედუზა გორგონა“. თავად მას აღწერდა, „როგორც ესთეტიკურად გადაღებულ სასიყვარულო სცენებს“.
 
==პირადი ცხოვრება და ჯანმრთელობა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლიკა_ქავჟარაძე“-დან