ხერთვისის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: წინად → წინათ using AWB
ხაზი 38:
 
'''ხერთვისის ციხე''' — შუა საუკუნეების [[ციხესიმაგრე]] სამხრეთ საქართველოში. მდებარეობს, [[ჯავახეთი|ჯავახეთში]], სოფელ [[ხერთვისი (ასპინძის მუნიციპალიტეტი)|ხერთვისში]], მდინარე [[ფარავანი (მდინარე)|ფარავნისა]] და [[მტკვარი|მტკვრის]] შესართავთან, მაღალ კლდოვან მთაზე. ხერთვისი მოქმედი სიმაგრე იყო ფეოდალური ხანის მთელ მანძილზე.
 
 
[[2007]] წლის [[24 ოქტომბერი|24 ოქტომბრიდან]] ხერთვისი [[ვარძია (მონასტერი)|ვარძიის მონასტერთან]] ერთად შეტანილია [[იუნესკო]]ს [[მსოფლიო მემკვიდრეობა|მსოფლიო მემკვიდრეობის]] საცდელ სიაში.<ref>http://whc.unesco.org/en/tentativelists/5236/</ref>
Line 46 ⟶ 45:
 
==ისტორია==
მემატიანე [[ლეონტი მროველი|ლეონტი მროველის]] ცნობით, რომელიც ზეპირ ტრადიციას უნდა ემყარებოდეს, [[ალექსანდრე მაკედონელი|ალექსანდრე მაკედონელს]] ძვ. წ. IV საუკუნის 20-იან წლებში, აღმოსავლეთში ლაშქრობის დროს, საქართველოს სხვა ციხე-ქალაქებთან ერთად ხერთვისიც უნახავს (ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში ლაშქრობის ვერსიას ისტორიული მეცნიერება არ იზიარებს). ხერთვისი მნიშვნელოვან მაგისტრალზე მდებარეობდა, ექვემდებარებოდა ფარავნის და მტკვრის მიმდებარე რეგიონის დასახლებული პუნქტები. [[XVI საუკუნე]]ში ხერთვისის ფეოდალური მფლობელები მონაცვლეობით იყვნენ ქამქამისძენი, ხერთვისარნი, ამატაკიანნი ან შალიკაშვილნი.
 
[[1832]] წელს შვეიცარიელმა გეოგრაფმა და მოგზაურმა [[დიუბუა დე მონპერე]]მ ციხის შესასვლელის თავზე მიაკვლია ვრცელ ასომთავრულ წარწერას, რომელიც ჯერ [[მარი ბროსე]]მ წაიკითხა და სათანადო ჩასწორების შემდეგ [[ექვთიმე თაყაიშვილი|ექვთიმე თაყაიშვილმა]] [[1909]] წელს გამოაქვეყნა.
Line 59 ⟶ 58:
ციხის გეგმა კლდოვანი კონცხის მოხაზულობას მისდევს და ბუნებრივადაა მორგებული რელიეფს. იგი ნატებია ნატეხი ქვით. ციხე თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის წყალობით (თავს დაჰყურებს და აკონტროლებს ორ მნიშვნელოვან ხეობას), მის მფლობელ ფეოდალებს აიძულებდა მუდმივად განახლება-მშენებლობა ეწარმოებინათ, ამიტომ ძნელია დღევანდელი ხერთვისი ერთ რომელიმე გარკვეული ეპოქას მივაკუთვნოთ. მისი აგების თავდაპირველი თარიღი უცნობია (ციხე მრავალი სამშენებლო ფენისაგან შედგება, დაწყებული ადრეული ხანიდან XIX საუკუნის ჩათვლით).
 
ციხის ძირითადი ნაწილი ციტადელს უკავია. სამხრეთიდან, მტკვრის ხეობის მხარეს, გალავნის მეორე ზღუდეც იყო აგებული (დღეს ამ ზღუდის ნაწილი აღდგენილია). ციტადელი წაგრძელებული კლდის ბუნებრივ გეგმას იმეორებს და მასში რამდენიმე მძლავრი კოშკია ჩაშენებული. ციტადელი მთის ვიწრო, კლდოვან ქიმზეა აღმართული, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მიუდგომელია. წყლით მარაგდებოდა ჩრდილო-დასავლეთით გაყვანილი გვირაბის საშუალებით. ხერთვისის ციხე საუკუნეთა მანძილზე დიდ როლს ასრულებდა ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაში.
 
===ხერთვისის ციხის წმინდა გიორგის ეკლესია===
[[ფაილი:Castle of Khertvis 50.JPG|მინი|ციხის ეკლესია]]
ხერთვისის ციხის დასავლეთ ნაწილში მცირე მოედანზე, ძველი ეკლესიის ადგილზე, გათლილი [[ტუფი]]ს კვადრებით დარბაზული ეკლესია-სამლოცველოა აგებული (გარე ზომებია 2,7 X 4,3 მ.), რომელსაც ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. საკურთხევლის მოხაზულობა დადაბლებული წრის ნახევარია. აფსიდის ქვედა ნაწილი და საკურთხევლის იატაკი, რომელიც ერთი საფეხურით არის ამაღლებული, კლდეშია ამოკვეთილი.
 
ფასადები სადაა, ყოველგვარი დეკორისა და მორთულობის გარეშე და გარედან კარგად გათლილი ქვის კვადრებით არის ამოყვანილი. აღმოსავლეთის ფასადი კლდეზეა აღმართული და მისი ქვედა ნაწილი კლდეს უკავია, სადაც ძველი ეკლესიის წყობის ფრაგმენტია შემორჩენილი. ეკლესიის ფასადები თაროსებრი, გადანაკეციანი კარნიზითაა დასრულებული. სახურავი კრამიტიტაა შემოსილი.
 
თავად ხერთვისის ეკლესიის შესახებ სხვა მნიშვნელოვანი ცნობაც შემოგვრჩა. [[დიმიტრი ბაქრაძე]] [[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს საქართველოს ისტორიის გამოცემის შენიშვნებში, [[ბაგრატ III (საქართველოს მეფე)|ბაგრატ III]]-ის დროინდელ ორ წარწერას იმოწმებს:
{{ციტირება|...ორის ძველის ეკლესიის წარწერა, რომელნიც მე მივირე რამდენისამე თვის წინადწინათ ახალციხიდამ მამა მღვდლის გვარამაძისაგან, და თუ უცდომლად არის გადმოღებულნი, ეკუთვნიან — პირველი ქორინიკონ სე-985 წ. ხერთვისის ციხის ეკლესიას ... საუბედუროდ სახელები არ იკითხება, თუმცა ხერთვისის ეკლესიის წარწერა მოიხსენებს მეფეტ მეფეს...}}
წარწერა, რომელიც დღეს დაკარგულად ითვლება, [[985]] წელს ამ ეკლესიის აგებას ან მასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მოვლენას ეხებოდა და საუბარი აქ მეფე ბაგრატ III-ზე უნდა ყოფილიყო.
 
Line 84 ⟶ 83:
 
{{მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოში}}
 
[[კატეგორია:სამცხე-ჯავახეთის მხარის ხუროთმოძღვრების ძეგლები]]
[[კატეგორია:ასპინძის მუნიციპალიტეტის ციხესიმაგრეები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხერთვისის_ციხე“-დან