კოლუმბიის უნივერსიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎მორნინგსაიდ ჰაიტსი: clean up, replaced: ფსიქიურ → ფსიქიკურ using AWB
→‎ადრეული კოლუმბიის კოლეჯი: 1784-1857: clean up, replaced: რომანტიულ → რომანტიკულ using AWB
ხაზი 76:
მიუხედავად იმისა, რომ კოლეჯი მისი ომამდელი ლოიალისტური დამოკიდებულის გამო დისკრედიტირებული იყო, შტატში დარჩენილი კურსდამთავრებულები, მათ შორის ჰამილტონი, ჯეი და განსაკუთრებით კინგის კოლეჯის მმართველობის მაძიებლები, დიდი ენთუზიაზმით ბჭობდნენ მისი ხელახლა გახსნის შესახებ. თუმცა, ეს სავარაუდოდ შესაძლებელი გახდა მხოლოდ ერთი ფაქტის გამო — ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორ ჯორჯ კლინტონს საკუთარი ძმისშვილის [[დევიტ კლინტონი|დევიტისთვის]] კოლეჯის განათლების მისაცემად შტატის გარეთ გაგზავნა მოუწია (ნიუ-ჯერსის კოლეჯში) — ადგილობრივი საზოგადოება დადებითად განეწყო ქალაქში კოლეჯის არსებობაზე, ხოლო განახლებული კინგსი, რომელსაც თავისუფალდ შეეძლო საჭირო დაწესებულებების უზრუნველყოფა, ლოგიკური არჩევანი იყო.
 
1784 წელს სკოლა ხელახლა გაიხსნა როგორც "კოლუმბიის კოლეჯი" — რომანტიულადრომანტიკულად პატრიოტული სახელი, რომელიც ახალი რესპუბლიკისადმი ლოიალურობას უსვამდა ხაზს. თუმცა ეს გახსნა ისე განხორციელდა, რომ კოლუმბიის კოლეჯი განსხვავებული უნდა ყოფილიყო როგორც ხასიათით ისე სახელითაც. ახალ ქარტიაში კოლეჯის ყოფილი ინგლისის ეკლესიასთან ასოციაცია არ ფიგურირებდა. მისი მმართველობა რეგენტთა საბჭოს უნდა ჩაბარებოდა, რომლებიც ნიუ-იორკის შტატის ყველა საგრაფოს წარმოადგენდნენ, ხოლო გუბერნატორი კლინტონი კი კანცლერი იქნებოდა. როგორც შტატის ქონება შტატის კონტროლს ქვეშ, კოლუმბია უნდა გამხდარიყო მთელი შტატის საზოგადოებრივი განათლების სისტემის ბაზისი.
 
ვინაიდან შტატმა ამ დაწესებულების დაფინანსებით დიდად თავი არ შეიწუხა, ამგვარი გარიგება ორივე მხარისთვის სწრაფად მიუღებელი ხდებოდა. რეგენტთა ექსპანსიამ 20 ახალი ნიუ-იორკის მოქალაქით ჰამილტონსა და ჯეის უპირატესობა მისცა და ისინი, ნიუ-იორკის მერ ჯეიმზ დუეინთან ერთად, კოლეჯის პრივატიზაციას აწვებოდნენ. [[1787]] წელს კოლეჯის ახალი ქარტია მიიღეს, რომელიც დღემდე ძალაშია, და რომელმაც კერძო რწმუნებულთა საბჭოს უფლებამოსილება მიანიჭა. სემუელ ჯონსონის ვაჟი, უილიამ სემუელ ჯონსონი მისი პრეზიდენტი გახდა.