გერდ ფონ რუნდშტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
- "Bundesarchiv_Bild_146-1987-047-20,_Gerd_v._Rundstedt.jpg". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ Raymond-ს მიერ. მიზეზი: per request of Bundesarchiv:
clean up, replaced: ფსიქიურ → ფსიქიკურ using AWB
ხაზი 5:
 
== სამხედრო კარიერა 1939 წლამდე ==
რუნდშტეტი [[პრუსია|პრუსიელი]] სამხედრო მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. მამამისი პრუსიის არმიია გენერალი იყო და ტრადიციისამებრ მისი შვილიც სამხედრო სამსახურში შევიდა. ორანიენშტაინისა და გროს-ლიხტერფელდეს კადეტთა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ რუნდშტეტი [[1892]] წლის [[22 მარტი|22 მარტს]] ქალაქ [[კასელი|კასელში]] სტაციონირებულ „ფონ ვიტიხის“ სახელობის მე-3 ინფანტერიის პოლკში ჩაეწერა სერჟანტად.
 
[[1893]] წლის [[17 ივნისი|17 ივნისს]] მიენიჭა [[ლეიტენანტი]]ს სამხედრო წოდება. [[1902]] წელს მან იქორწინა პრუსიელი მაიორის ქალიშვილზე და გახდა [[ობერლეიტენანტი]]. [[1904]]-[[1907]] წლებში იგი გენშტაბის ოფიცრის სასწავლო კურსებს გადიოდა სამხედრო აკადემიაში, რომლის დასრულების შემდეგაც გადაყვანილ იქნა გენერალ შტაბში სამუშაოდ. [[1909]] წლის [[24 მარტი|24 მარტს]] მიენიჭა [[კაპიტანი|კაპიტნის]] წოდება. [[1912]] წელს გადაყვანილ იქნა საველე სამსახურში და დაინიშნა ასმეთაურად.
 
[[პმო|პირველი მსოფლიო ომის]] დროს იგი გენშტაბის ოფიცრად მსახურობდა [[თურქეთი|თურქეთში]] და [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] და [[1914]] წლის [[28 ნოემბერი|24 ნოემბერს]] მიენიჭა [[მაიორი]]ს წოდება. [[1919]] წლიდან იგი რაიხსვერში მსახურობდა. [[1920]] წლის [[1 ოქტომბერი|1 ოქტომბერს]] [[ვიცეპოლკოვნიკი]]ს სამხედრო წოდება მიენიჭა და [[1923]] წლის [[1 თებერვალი|1 თებერვალს]] [[პოლოკოვნიკი]] გახდა. [[1925]] წლის [[1 მაისი|1 მაისს]] იგი დაინიშნა 18-ე ინფანტერიის პოლკის სარდლად ქალაქ [[პადერბორნი|პადერბორნში]].
 
[[1927]] წლის [[1 ნოემბერი|1 ნოემბერს]] რუნდშტეტს მიენიჭა [[გენერალ-მაიორი]]ს წოდება და [[1928]] წელს გადაყვანილ იქნა მე-2 კავალერისტული დივიზიის მეთაურის თანამდებობაზე ქალაქ [[ბრესლაუ]]ში. აქვე [[1929]] წლის [[1 მარტი|1 მარტს]] მას მიენიჭა [[გენერალ-ლეიტენანტი]]ს სამხდრო წოდება. [[1932]] წლის [[1 იანვარი|1 იანვარს]] რუნდშტეტი დაინიშნა მე-3 დივიზიის მეთაურად და გადაყვანილ იქნა [[ბერლინი|ბერლინში]] III სამხედრო ოლქის მთავარსარდლად. იმავე წლის [[1 ოქტომბერი|1 ოქტომბერს]] იგი გადაყვანილ იქნა I სამხედრო ჯგუფის სარდლის თანამდებობზე და მიენიჭა ინფანტერიის [[გენერალი|გენერლის]] სამხედრო წოდება.
 
ჰიტლერის სახელმწიფოს სათავეში მოსვლის დღიდან რუნდშტეტი მის მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადავიდა. მიუხედავად იმისა რომ [[1938]] წელს მისმა სამხედრო ნიჭმა დიდი როლი ითამაშა ზუდეტის მიწების მიერთების სამხედრო ოპერაციის წარმატებით დასრულებაში იგი ჰიტლერის მილიტარისტული მიზნების მოწინააღმდეგე დარჩა.
 
 
== მეორე მსოფლიო ომი ==
Line 27 ⟶ 26:
 
ინგლისის წინააღმდეგ მიმართული საჰაერო ომის წარუმატებლად დასრულების შემდეგ რუნდშტეტი, რომელიც ინგლისის დასაპყრობი არმიის მთავარსარდალი იყო, [[1940]] ზაფხულში გადაყვანილ იქნა [[სსრკ]]-ის წინააღმდეგ მობილიზირებული არმიიების მხედართავრის პოსტზე.
 
 
 
=== 1941-1945 წლები ===
ჰიტლერის [[რუსეთის კამპანია (1941)|რუსეთზე თავდასხმის]] დროს რუნდშტეტი “[[არმიათა ჯგუფი “სამხერეთი”|არმიათა ჯგუფ “სამხრეთის”]] უმაღლესი მთავარსარდალი იყო, რომელსაც ევალებოდა [[უკრაინა|უკრაინისა]] და [[კავკასია|კავკასიის]] დაპყრობა. ეს დავალება ილუზორული იყო, ვინაიდან არმიას სათანადო პირადი და მატერიალური შემადგენლობა არ ჰყავდა და ვოლგაზე შეტევის წამოწყებით თავდაპირველი შეტევის ხაზი კიდევ უფრო შესუსტდა. გერმანელთა შეტევა [[ყირიმი]]ს ნახევარკუნძულზე შეჩერდა, მიუხედავად შემდგომი წინსვლისა რუნდშტეტი მომავალს იმედის თვალით არ უყურებდა. ფიურერის ბრძანების მიუხედავად - არ დაეხიათ უკან, რუნდშტეტმა ტაქტიკური სვლა გააკეთა და თავისი ფიზიკურად და ფსიქიურადფსიქიკურად გადაღლილი შენაერთების წინსვლა შეაჩერა და შეტევიდან თავდაცვაზე გადაიყვანა.
 
რუნდშტეტი იმ გენერალთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც [[1941]] წლის ზამთარის კრიზისის დროს ჰიტლერთან აზრთა სხვაობის გამო აღმოსავლეთ ფრონდიდან მოხსნილ იქნენ. რამდენიმე თვის შემდეგ რუნდშტეტი დაინიშნა დასავლეთ ფრონტის უმაღლეს მთავარსარდლად [[პარიზი|პარიზში]] და პარალელურად იყო «[[არმიათა ჯგუფი “დ”|არმიათა ჯგუფ “დ”]]-ეს მეთაურიც.
 
მას, როგორც დასავლეთ და ჩრდილოეთ საფრანგეთში სტაციონირებული არმიების სარდალს, ევალებოდა, განსხვავებით “ბლიცკრიგისაგან”, მკაცრად განსაზღვრული თავდაცვითი სამუშაო. რუნდშტეტს სამშენებლო ჯარებთან ერთად (“[[ორგანიზაცია ტოტი]]” (“ოტ”); [[გერმ.]]: „Organisation Todt“ (OT) ) უნდა უზრუნველეყო დასავლეთ ფრონტის თავდაცვა მოკავშირეთა მოსალოდნენლი გადმოსხმის წინააღმდმეგ და უნდა აეგო ე.წ. “[[ატლანტიკის კედელი]]”.
 
რუნდშტეტი, როგორც გამოცდილი გენერალი, სწორად აფასებდა საკუთარ შესაძლებლობებს და ჯერ კიდევ მოკავშირეთა ჯარების გადმოსხმამდე რამდენიმე თვით ადრე ვერმახტს მარცხს უწინასწარმეტყველებდა, თუკი რა თქმა უნდა განახლდებოდა კონფლიქტი საფრანგეთის მიწაზე.
 
როცა [[1944]] წლის [[6 ივნისი|6 ივნისს]] მოკავშირეთა კარები ნორმანდიაში გადმოსხდენენ რუნდშტეტის საპასუხო შესაძლებლობები ძალზე შეზღუდული იყო. პარიზში სტაციონირებული სარეზერვო არმიები ფიურერის უშუალო ბრძანებას ექვემდებარებოდნენ და რუნდშტეტს მათი ბრძოლაში ჩაბმა არ შეეძლო. მოკავშირეთა არმიების მიერ ნორმანდიაში პლაცდარმის მოპოვებამ, ვერმახტის არმიებს შორის დაქსაქსულმა კავშირმა და დაკარგულმა საჰაერო კონტროლმა აიძულა გერდ ფონ რუნდშტეტი თავისი ჯარებით უკანდახევაზე გადასულიყო. [[1944]] წლის [[2 ივლისი|2 ივლისს]] ჰიტლერის და მმართველი წრეების დაუფარავი კრიტიკის შემდეგ იგი გათავისფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან და და მის ადგილზე გენერალ-ფელდმარშალი [[კლუგე, გიუნთერ ფონ|გიუნთერ ფონ კლუგე]] დაინიშნა.
Line 55 ⟶ 52:
* რაინდის ჯვარი (30.09.1939) - Ritterkreuz
* მუხის ფოთოლი (01.07.1944) - Eichenlaub
* ხმლები (18.02.1945) - Schwerter
 
 
== ლიტერატურა ==
* Rudolf Günter Huber: Gerd von Rundstedt. Sein Leben und Wirken im Spannungsfeld gesellschaftlicher Einflüsse und persönlicher Standortbestimmung, Peter Lang Verlag :Frankfurt am Main 2004, 465 S., ISBN 3-631-51933
* Günther Blumentritt: Von Rundstedt: The Soldier and the Man, 1952
 
 
 
 
{{ვერმახტის გენერალ-ფელდმარშლები}}
 
{{DEFAULTSORT:რუნდშტეტი, გერდ ფონ}}
 
[[კატეგორია:გერმანელი სამხედრო მოღვაწეები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1875]]