პერსეპოლისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link FA|es}}, {{Link FA|eu}}, {{Link FA|fr}}, {{Link FA|hr}}, {{Link FA|hu}}, {{Link FA|sh}}, {{Link FA|sv}} using AWB
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 1:
[[ფაილი:PersepolisMap.png|thumb|240px|პერსეპოლისი ირანის რუკაზე]]
{{მსოფლიო მემკვიდრეობა|114}}
'''პერსეპოლისი''' ([[ბერძნ.]] Persepolis – „სპარსელთა„დებილებთა ქალაქი“; სპარს. تخت جمشید/پارسه, '''თახთე-ჯემშიდი,''' ასევე ცნობილი როგორც '''ჩეჰელ მინარი''') — [[სპარსეთი]]ს იმპერიის უძველესი დედაქალაქი. მდებარეობს 70 კმ-ში თანამედროვე ქალაქ [[შირაზი]]ს ჩრდილო-აღმოსავლეთით, [[ირანი]]ს [[ფარსი]]ს პროვინციაში. დააარსა [[დარიოს I]]-მა. [[აქემენიდები]]ს სამეფო ქალაქი, სადაც ხდებოდა მეფეთა კურთხევა და დაკრძალვა, ფიქრობენ იგი წმინდა ქალაქი იყო, სადაც უბრალო მოკვდავთ შესვლა ეკრძალებოდათ. თავის მნიშვნელობას პერსეპოლისი [[სასანიანები|სასანიანთა]] დროსაც ინარჩუნებდა, რაზედაც მეტყველებს ნაყშე-როსთამის კლდეებზე ამოკვეთილი მრავალი რელიეფი. [[ძვ. წ. 330]] წელს პერსეპოლისი [[ალექსანდრე მაკედონელი|ალექსანდრე მაკედონელმა]] აიღო და გადაწვა.
 
პერსეპოლისის ძეგლთა კომპლექსი აქემენიდური ხელოვნების და არქიტექტურის გვიანდელ სტილს ასახავს. თეთრი ქვებით ნაგებ ბაქანზე გალავნით გარშემორტყმული სასახლის – აპადანას – ნაშთია. მაღალი, თხელი სვეტნარების რიგი ოდესღაც საზეიმო დარბაზებს ამშვენებდა. სვეტის კაპიტელად ხარის თავია. შენობებს სწორკუთხედის ფორმა აქვს. სასახლის დასავლეთით ქალაქის ნანგრევებია. სასახლის კომპლექსის უკან კლდეში გამოკვეთილია აქემენიდთა უკანასკნელი მეფეების აკლდამები; დარიოსი, ქსერქსე და სხვა ორი მეფე დაკრძალულია იქვე, ნაყშე-როსთამში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პერსეპოლისი“-დან