ჰუმაიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
No edit summary
ხაზი 38:
 
== ბიოგრაფია ==
[[1530]] წელს ჰუმაიონმა მემკვიდრეობით მიიღო მამის სამფლობელოები. მისი მფლობელობა ავღანელებსა და რაჯპუტანებზე ეფემერული იყო, ხოლო გუჯარათის რაჯა, სახელად ბაჰადური ღიად აუჯანყდა ახალგაზრდა ფადიშაჰს. [[1535]] წელს ჰუმაიონის ჯარებმა აიღეს [[გუჯარათი]], მაგრამ აჯანყება ორი წლის შემდეგაც გრძელდებოდა ბაჰადურის გარდაცვალებამდე.
 
ამასობაში, ჰუმაიონს აუჯანყდა ბიჰარის რაჯა [[შერ-შაჰი]]. [[1539]] წელს ჩაუსის და [[1540]] წელს კანაუჯის წარუმატებელი ბრძოლების შემდეგ ჰუმაიონი იძულებული გახდა [[ინდოეთი]]ს სამფლობელოები დაეთმო შერ-შაჰისთვის, თვითონ კი თავშესაფარი ეძებნა ჯერ [[სინდი|სინდში]], სადაც დაიბადა მისი მემკვიდრე ვაჟი [[აქბარი]], ხოლო შემდეგ მარვარში. [[1544]] წელს მან მიიღო [[ირანი]]ს შაჰ [[თამაზ I]]ის მხარდაჭერა და უკვე მომავალ წელს გაილაშქრა საკუთარი ძმის ულისწულ ქამრანის წინააღმდეგ, რომელსაც წაართვა [[ქაბული]] და [[ყანდაარი]]. [[1545]] წელს ჩამოგდებული ქამრანის შთამომავლები დაბრუნდნენ ისტორიულ სამშობლოში - [[ფერგანის ხეობა]]ში, სადაც ისინი მიიღეს [[თემურ ლენგი|თემური]]ს სახლში, თუმცა, ამის შემდეგაც ითვლებოდა, რომ [[ავღანეთი]] კანონიერად ეკუთვნოდათ დიდი მოგოლთა დინასტიიდან უფლისწულ ქამრანის შთამომავლებს. პუშტუნური გადმოცემის თანახმად, როდესაც ქამრანის ერთ-ერთი შთამომავალი მაინც ავღანეთის ტახტზე ავა, ავღანეთში "ოქროს საუკუნე" დაიწყება. [[1545]]-50[[1550]] წლებში ჰუმაიონი ჩაება ქამრანთან ძმათამკვლელ სისხლისმღვრელ ბრძოლებში, რომლის დროსაც მას ორჯერ მოუწია [[ქაბული]]ს დატოვება.
 
ამასობაში, შერ-შაჰი გარდაიცვალა. მის მემკვიდრეებს შორის პირველობისათვის ატეხილი ბრძოლით ისარგებლა ჰუმაიონმა და [[1555]] წელსწლის თებერვალში [[პენჯაბი]]ს მმართველ სიქანდარ-შაჰის განადგურებით დაეუფლა [[ლაჰორი|ლაჰორს]] და იმავე წლის ივლისში დაიბრუნა [[აგრა]] და [[დელი]].
[[ფაილი:Humayun Tomb in Delhi-Front view.JPG|მინი|250პქ|ჰუმაიონის საფლავი დელში]]
მრავალი თავისი წინაპრის მსგავსად იგი გატაცებული იყო [[ასტროლოგია|ასტროლოგიით]] და [[ასტრონომია|ასტრონომიით]]. ერთხელ, როდესაც ის ბრუნდებოდა ბიბლიოთეკიდან წიგნების დასტით ხელში, გაიმა ლოცვა, აზანი. ჰუმაიონი შეეცადა მუხლებზე დაჩოქილიყო, მაგრამ ფეხსაცმელის ქუსლებში გაებლანდა კაბა და კიბეზე წაბორძიკდა. მიღებული ხერხემლის ტვინის ტრავმის შედეგად, ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰუმაიონი“-დან