რონალდ რეიგანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎top: clean up, replaced: ყავდა → ჰყავდა using AWB
ხაზი 57:
რონალდ რეიგანი ილინოისში ნელ და ჯონ რეიგანების ოჯახში დაიბადა. საშუალო სკოლა დიქსონში დაამთავრა და სწავლა ეურეკას კოლეჯში გააგრძელა, სადაც ეკონომიკას და სოციოლოგიას სწავლობდა, ფეხბურთის გუნდში თამაშობდა და სკოლის დადგმებში მონაწილეობდა. კოლეჯის დასრულების შემდეგ რადიოში სპორტულ დიქტორად დაიწყო მუშაობა. 30-იანი წლებიდან [[ლოს-ანჯელესი|ლოს-ანჯელესში]] ცხოვრობდა, სადაც ის მსახიობი გახდა. იყო [[კინომსახიობთა გილდია|კინომსახიობთა გილდიის]] პრეზიდენტი და ოცი წლის მანძილზე რეიგანმა 53 ფილმში ითამაშა. კინომსახიობთა გილდიის პრეზიდენტის რანგში, რეიგანი კინო ინდუსტრიაში კომუნიზმის საკითხებთან დაკავშირებულ დავებში ჩაერთო. მისი ლიბერალური პოლიტიკური ხედვა კონსერვატიულით შეიცვალა.
 
რეიგანის პირველი ცოლი ჯეინ უაინმანი იყო. მასთან ორი შვილი მაურინი და მაიკლი ყავდაჰყავდა. 1952 წელს რეიგანმა ნენსი დეივისზე იქორწინა, რომელიც აგრეთვე მსახიობი იყო. მათ ორი შვილი შეეძინათ: პატრისია ენი და რონალდ პრესკოტი.
 
შემდგომში რეიგანი ფირმა „[[ჯენერალ ელექტრიკი]]ს“ სპიკერი გახდა და პოლიტიკაში ამ დროიდან ჩაება. თავიდან რეიგანი [[დემოკრატიული პარტია (აშშ)|დემოკრატიული პარტიის]] წევრი იყო, 1962 წლიდან კი ის [[აშშ-ის რესპუბლიკური პარტია|რესპუბლიკელი]] გახდა. ამის შემდეგ იგი ორი ვადით (1966 და 1970) კალიფორნიის გუბერნატორი იყო. მას ორჯერ 1968 და 1976 წლებში ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა ნომინაციის მოპოვების წარუმატებელი მცდელობა. [[აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (1980)|1980 წელს]] მან ნომინაცია მოიპოვა და ვიცე–პრეზიდენტის კანდიდატად, ტეხასის ყოფილი კონგრესმენი და გაეროში ამერიკის ელჩი ჯორჯ ბუში დაასახელა. ინფლაციით და ირანში ამერიკელების ერთწლიანი ტყვეობით შეწუხებულმა ამომრჩეველმა ხმა რეიგანს მისცა. 489 ხმით 49–ის წინააღმდეგ რეიგანმა პრეზიდენტი [[ჯიმი კარტერი]] დაამარცხა. კარტერის დამარცხებით 69 წლის ასაკში ის აშშ-ის პრეზიდენტი გახდა. იგი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხნიერი პიროვნება იყო, ვინც პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რონალდ_რეიგანი“-დან