მარგარიტა დე ვალუა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
=== ადრეული ცხოვრება ===
[[ფაილი:Margot 001.jpg|მინი|261x261პქ|მარგარიტა დე ვალუა ბავშობაში]]
მარგარიტა დაიბადა [[1553]] წლის [[14 მაისი|14 მაისს]], საფრანგეთის სამეფო ოჯახში. მამამისი იყო საფრანგეთის მეფე [[ანრი II (საფრანგეთი)|ანრი II]], ხოლო დედა, დედოფალი [[ეკატერინე მედიჩი|ეკატერინე დე მედიჩი]]. მარგარიტა ოჯახში მეშვიდე შვილი და მესამე ქალიშვილი იყო. მშობლებმა მარგარიტა საუკეთესო განათლებით უზრუნველყვეს. მარგარიტამ შესანიშნავად იცოდა [[ბერძნული ენა|ბერძნული]], [[ლათინური ენა|ლათინური,]] [[ესპანური ენა|ესპანური]],[[გერმანული ენა|გერმანული]],[[ინგლისური ენა|ინგლისური]], [[იტალიური ენა|იტალიური]], [[გეოგრაფია]], [[ისტორია]], [[მათემატიკა]], [[არითმეტიკა]], [[ასტროლოგია]], [[პოეზია]], [[ლიტერატურა]], ცხენით ჯირითი და რამდენიმე საკრავზე დაკვრა. [[1558]] წელს დაესწო უფროსი ძმის, [[ფრანსუა II (საფრანგეთი)|ფრანსუას]] ქორწინებას შოტლანდიის დედოფალ [[მარიამ სტიუარტი|მარიამ სტიუარტზე]]. [[1559]] წელს კი დაესწრო უფროსი დის [[ელიზაბეტა ვალუა|ელიზაბეტას]] ქორწინებას ესპანეთის მეფე [[ფილიპე II (ესპანეთი)|ფილიპე II]]-ზე, მათ ქორწილში გარდაიცვალა მარგარიტას მამა, ანრი, ამიტომაც ტახტზე [[ფრანსუა II (საფრანგეთი)|ფრანსუა II]] ადის. ფრანსუამ განაგრძო მამის პოლიტიკა და დინასტიური ქორწინებებით სურდა თავისი მმართველობა გაემყარებინა, ამიტომაც მარგარიტას უფროსი და, [[კლაუდია ვალუა|კლაუდია]] [[ლოთარინგიის საჰერცოგო|ლოთარინგიის ჰერცოგს]] მიათხოვა. [[1560]] წელს, ფრანსუა გარდაიცვალა და ტახტზე მარგარიტას კიდევ ერთი ძმა, [[შარლ IX (საფრანგეთი)|შარლ IX]]. შარლი სულ 10 წლის იყო ამიტომაც რეგენტად დედამისი, დედადედოფალი [[ეკატერინე მედიჩი]] დაინშნა, რომელმაც [[ჰუგენოტები|ჰუგენოტების]] მიმართ უმკაცრესი პოლიტიკის გატარება დაიწყო. საბოლოოდ ამან გამოიწვია ის, რომ [[1562]] წელს დაიწყო [[საფრანგეთის რელიგიური ომები|"საფრანგეთის რელიგიური ომები"]], რომელმაც 30 წელზე მეტ ხანს გასტანა. [[1568]] წელს გარდაიცვალა მარგარიტას უფროსი და, ესპანეთის დედოფალი [[ელიზაბეტა ვალუა|ელიზაბეტა]]. იგი ფრანკო-ესპანური ალიანსის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდა და მისი გარდაცვალების შემდგომ, ეკატერინე მედიჩის შეექმნა იმის შიში, რომ ესპანეთთან ალიანსი გაწყდებოდა და ჰუგენოტთა წინააღმდეგ ბრძოლაში დამხმარე აღარ ეყოლებოდა. ამ ყოველივეს გამო ეკატერინემ გადაწყვიტა ფილიპესათვის მარგარიტა მიეთხოვებინა. ამ წინადადებაზე ფილიპემ უარი განაცხადა და ცოლად საკუთარი დის შვილი შეირთო. ეკატერინემ კი გადაწყვიტა ახალი [[კათოლიციზმი|კათოლიკე]] მოკავშირე შეეძინა და ახლა უკვე შარლის დაქორწინებაზე ფიქრი დაიწყო. საბოლოოდ [[1570]] წელს ეკატერინემ შარლს ცოლად შერთო [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის იმპერიისა]] და [[ავსტრიის იმპერია|ავსტრიის]] პრინცესა, გონიერებით, სილამაზითა და სიკეთით სახელგანთქმული [[ელიზაბეთ ავსტრიელი (1554-1592)|ელისაბედ ავსტრიელი]]. ახალა კი ნამდვილად იყო მარგარიტას გათხოვების ჯერი.
 
=== მარგარიტას ქორწინება ===
[[ფაილი:Henry IV of France 2.jpg|მინი|168x168პქ|ნავარის მეფე და მარგარიტას მეუღლე, ანრი დე ბურბონი]]
საფრანგეთის განსაკუთრებულ მოწინააღმდეგეს წარმოადგენდა, საფრანგეთის სამხრეთში მდებარე პატარა, პროტესტანტული სახელმწიფო [[ნავარის სამეფო|ნავარა]]. ნავარის მეფე და დედა დედოფალი, გამოთქვამდნენ პრეტენზიას საფრანგეთის ტახტზე და [[ვალუას დინასტია|ვალუების]] წინააღმდეგ აქეზებდნენ ჰუგენოტებს. ამიტომაც თუ ეკატერინეს მშვიდობის დამყარება სურდა, პირველ რიგში ნავარასთან უნდა დაემყარებინა კარგი ურთიერთობა. სწორედ რომ შესაბამისი მომენტი იყო, ნავარის მეფე [[ანრი IV (საფრანგეთი)|ანრი დე ბურბონი]] საცოლეს ეძებდა და ეკატერინემ მარგარიტას ხელი შესთავაზა, მომავალში მშვიდობიანი თანაცხოვრების პერსპექტივით. ქორწილის დეტალებზე მოსალაპარაკებლად [[პარიზი|პარიზში]] ანრის დედა, დედა დედოფალი [[ჟანა დ’ალბრე|ჟანა დ'ალბრე]] ჩავიდა. როგორც ამბობენამბობდნენ, ჟანამ რაღაც დიდი საიდუმლო გაიგო და ეკატერინე მედიჩიმ ხელთათმანებით მოწამლა და მოკლა. მიუხედავად დედის მკვლელობისა, ანრიმ მარგარიტას ცოლად მოყვანა მაინც არ გადაიფიქრა, ვინაიდან მარგარიტას ცოლად მოყვანით ანრი საფრანგეთის ტახტს მიუახლოვდებოდა. [[1572]] წელს ანრი საფრანგეთში ჩავიდა თავისი დიდი ამალით. საქორწინო მზადება დაიწყო, წესით ამ ქორწინებას უნდა დაესრულებინა რელიგიური ომები, ამიტომაც პარიზში ათასობით ჰუგენოტი ჩავიდა, ყველას გასაკვირად მათ კათოლიკეები თბილად ექცეოდნენ. [[1572]] წლის [[18 აგვისტო|18 აგვისტოს]], [[პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი|პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში]] მარგარიტა დე ვალუა და ანრი დე ბურბონი დააქორწინეს. ამავე დღეს მარგარიტა ნავარის დედოფლად აკურთხეს.
 
=== წმინდა ბართლომეს ღამე ===
თუმცა ყველაფერი ისე არ იყო როგორც ჰუგენოტებს ეგონათ. კათოლიკეებს მზაკვრული გეგმა ჰქონდათ, რომელსაც ეკატერინე მედიჩი მეთაურობდა. ქორწილის ზეიმის დასრულების შემდგომ კათოლიკეები ჩუმად ჩაერთნენ სამზადისში, მათი მიზანი ის იყო, რომ ესარგებლათ ჰუგენოტების პარიზში ჩამოსვლით და ყველა ერთად ამოეხოცათ. [[1572]] წლის [[24 აგვისტო|24 აგვისტოს]] ღამის ორ საათზე, მაშინ როცა ყველას ეძინა, კბილებამბე შეიარაღებული კათოლიკეები, რომლებსაც თეთრი ჯვრები ეკეთათ რათა ეცნოთ ერთმანეთი, ჰუგენოტთა ხოცვა-ჭლეტას შეუდგნენ. კათოლიკეები არ ინდობდნენ არავის, არც ქალებს, არც ბავშვებს, არც მოხუცებს და არც წარჩინებულ ხალხს. ანრი დე ბურბონმა თავი იმით გადაირჩინა, რომ კათოლიკობა მიიღო. უამრავი ჰუგენოტი ამოხოცეს თავად მეფის სასახლეში, პარიზის ქუჩები გვამებით აივსო. ამ ღამეს მოკლეს გამოჩენილი ჰუგენოტი, ადმირალი გასპარ დე კოლინი. ხოცვა-ჭლეტა ოქტომბრის დამდეგამდე გაგრძელდა, იგი მოედო საფრანგეთის სხვა დიდ ქალაქებსაც : [[ბორდო|ბორდოს]], [[ორლეანი|ორლეანს]], [[ლიონი|ლიონს]], [[რუანი|რუანს]], მოს და ა.შ. საბოლოო ჯამში დახოცილთა რიცხვმა ათიათასებს გადააჭარბა. როგორც შემდგომში თავად ამბობდა, ეკატერინე მედიჩიმ მოწყალება გაიღო და დახოცილ ჰუგენოტებს საფლავი უბოძათ, თუმცა რეალურად ეს იყო ერთი დიდი ორმო სადაც ყველა ერთად დამარხეს. ამ ღამეს ეწოდა [[ბართლომეს ღამე|წმინდა ბართლომეს ღამე,]] ვინაიდან დღე როცა ეს მოხდა [[24 აგვისტო|24 აგვისტოა]], ხოლო ამ დღეს კათოლიკეები წმინდა ბართლომეს ხსენების დღეს ზეიმობენ. შემდგომში "წმინდა საქმისათვის", [[რომის პაპი|რომის პაპმა]] ეკატერინე მედიჩის მედალი უბოძა. ამ ღამის შემდეგ, ეკატერინე მედიჩიმ მარგარიტა და მისი მეუღლე ანრი საპატიო ტყვეობაში დაიტოვა. [[1574]] წელს მარგარიტამ და ანრიმ ისარგებლეს, მეფე შარლის გარდაცვალებით გამოწვეული არეულობით და საფრანგეთში ტყვეობას თავი დააღწიეს და ნავარაში გაიქცნენ.
 
=== დედოფლობა ნავარაში ===
[[ფაილი:CoA of Marguerite of France.png|მინი|მარგარიტა დე ვალუას გერბი]]
[[1574]] წელს მარგარიტა და ანრი ნავარაში დაბრუნდნენ. დაბრუნების თანავე ანრიმ უარყო კათოლიკობა და კვლავ პროტესტანტი გახდა. თუმცა ანრის ბევრი მცდელობისა მარგარიტა მაინც თავისი რელიგიის ერთგული დარჩა. მარგარიტამაც და ანრიმაც იცოდნენ, რომ ეს ქორწინება მხოლოდ პოლიტიკა იყო და მეტი არაფერი, ამიტომაც არცერთი არ თვლიდა თავს ვალდებულად ერთგულების ფიცი დაეცვა. ანრიც და მარგარიტაც საკმაოდ ხშირად ღალატობდა ერთმანეთს, ასე გავიდა საკმაოდ დიდი დრო. [[1587]] წელს კი დაიწყო ე.წ. [[" სამი ანრის ბრძოლა"]], ანუ საფრანგეთის ტახტისათვის იბრძოდა სამი ანრი: [[ანრი IV (საფრანგეთი)|ანრი დე ბურბონი]], [[ანრი I გიზი|ანრი დე გიზი]] და [[ანრი III ვალუა|ანრი III დე ვალუა]]. [[1588]] წელს [[ანრი III ვალუა|ანრი III]]-მ [[ანრი I გიზი|ანრი დე გიზი]] მოაკვლევინა, რამაც კათოლიკეთა დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. გიზი ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მისმა მკვლელობამ კი მოქალაქეები ანრის წინააღმდეგ განაწყო. ''[[პარლამენტი|პარლამენტმა]]'' კრიმინალში დაადანაშაულა მეფე, რომელმაც დატოვა [[პარიზი]], რათა შეერთებოდა ანრი დე ბურბონის ჯარს. [[1589]] წლის [[1 აგვისტო|1 აგვისტოს]] [[ანრი III ვალუა|ანრი III]] თავისი ჯარით დაბანაკებული იყო <nowiki/>[[სენტ-კლოდი|სენტ-კლოდში]] პარიზის სიახლოვეს, ემზადებოდა რა პარიზზე შეტევისთვის. გიზის ჰერცოგების მკვლელობამ აღაშფოთა კათოლიკეები. მათ შორის <nowiki/>[[ჟაკ კლემანი]], დომინიკელი ფანატიკოსი, რომელიც შეუფარველად მტრობდა ჰუგენოტებს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რომის პაპმა დასწყევლა ისინი. კლემანმა გადაწყვიტა ბანაკში შეპარულიყო და მეფემდე მიეღწია ყალბი დოკუმენტებით, ვითომდა მეფისთვის მნიშვნელოვანი წერილი მიჰქონდა. მეფესთან მისულმა ბერმა მიაწოდა ქაღალდების შეკვრა და მისკენ გადაიწია ვითომ საიდუმლო დანაბარები უნდა გადაეცა მეფისთვის. ანრიმ თავის მცველებს ანიშნა რომ გასცილებოდნენ. კლემენტტმა კი მეფეს ყურში ჩურჩულით მუცელში გაუყარა დანა. გაოგნებულმა მეფემ მცველებს უხმო საშველად. მანამდე კი ისიც მოახერხა, რომ ხანჯალი ამოეძრო და კლემანსაც კი მოარტყა ტავში. დაბნეული კლემანი გაიქცა, თუმცა კართან მეფის გვარდიელებმა დაიჭირეს, მოკლეს და ფანჯრიდან გადააგდეს დაჭრილ მეფეს კი ჭრილობა გაუკერეს, თუმცა მძიმე მდგომარეობაში იყო. სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე თავის მემკვიდრედ ანრი დე ბურბონიი გამოაცხადა. მტრებს კი, ჟაკ კლემანის ჩათვლით, ცოდვები მიუტევა. ღამის სამ საათზე კი საფრანგეთის მეფე ანრი III გარდაიცვალა.
 
=== დედოფლობა საფრანგეთში ===
ხაზი 26:
=== უკანასკნელი წლები და გარდაცვალება ===
[[ფაილი:Marguerite of Valois, Queen of Navarre) by Nicholas Hilliard.jpg|მინი|240x240პქ|მარგარიტა დე ვალუა სიბერეში]]
მიუხედავად იმისა, რომ ანრი და მარგარიტა გაცილდნენ, მრავალრიცხოვანი საყვარლებისა და უდიდესი ფუფუნების წყალობით არცერთს არ უდარდია. ანრიმ ცოლად [[ტოსკანა|ტოსკანელი]] დიდგვაროვანი [[მარია მედიჩი]] შეირთო ცოლად რომელთანაც უამრავი შვილი შეეძინა. თუმცა [[1610]] წელს ანრი ფანატიკოსმა მოკლა და ტახტზე მისი ვაჟი [[ლუი XIII]] ავიდა. მარგარიტამ ცხოვრების უკანასკნელი წლები უდიდეს ფუფუნებაში გაატარა, მას მეორედ გათხოვება აღარც უცდია. მარგარიტა ვალუა გარდაიცვალა [[1615]] წლის [[27 მარტი|27 მარტს]], 61 წლის, უშვილოდ. მარგარიტა დაკრძალეს სენ დენში, საფრანგეთის მეფეთა სასაფლაოზე. მარგარიტა იყო მსოფლიოს ისტორიაში უკანასნელი [[ვალუას დინასტია|ვალუა]].
 
== ლიტერატურა ==