ელიზაბეტ დე ვალუა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 10:
 
== ესპანეთის დედოფალი ==
[[ფაილი:Elisabeth de Valois, Anthonis Mor.jpg|მარცხნივ|frame|288x288პქ|ელიზაბეტა ვალუა ესპანეთში|მინი]]
[[ფაილი:Titian - King Philip II of Spain - Google Art Project.jpg|მინი|252x252პქ|[[ფილიპე II (ესპანეთი)|ფილიპე II]], ელიზაბეტას მეუღლე]]
1559 წელს ფილიპე II საფრანგეთში ჩავიდა და თან ჩაიტანა ესპანეთის დედოფლის გვირგვინი და ძვირფასი ბეჭედი. ამავე წლის 22 ივნისს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ელიზაბეტა და ფილიპე დაქორწინდნენ, ამავე დღეს მოეწყო ელიზაბეტას ესპანეთის დედოფლად კურთხევის ცერემონიალი. ელიზაბეტას მამამთილად ერგებოდა წარსულში ესპანეთისა და ს.რ.ი.-ს მმართველი კარლოს V, ხოლო დედამთილად დედა დედოფალი იზაბელა პორტუგალიელი. ამასთან ჰყავდა 2 მულიც : 1. მარია ესპანელი - ს.რ.ი.-ს, ჩეხეთის, იტალიის, უნგრეთის, ავსტრიის და ხორვატიის დედოფალი; 2. ხუანა ესპანელი - პორტუგალიისა და ალავგარის ინფანტა.
ხაზი 17:
 
14 წლის ელიზაბეტამ დიდი გავლენა მოახდინა ფილიპე II-ზეც. მას ძალიან მოსწონდა ელიზაბეტას ქარიზმატული ხასიათი და ფიზიკური მშვენიერება. მიუხედავად ასეთი დიდი ასაკობრივი სხვაობისა მათი ცოლ-ქმრული კავშირი საკმაოდ მყარი იყო, განსხვავებით სხვა სამეფო ოჯახებისაგან. ამასთან დედასთან წერილებში ელიზაბეტა აღნიშნავდა, რომ იგი კმაყოფილია თავისი ქმრით და ესპანეთში მეორე სახლი იპოვა. ფილიპემ თავისი ახალგაზრდა მეუღლის გასართობად ესპანეთში გამართა ტურნირები. ამას გარდა ელიზაბეტას გემოვნებით მოაწყვეს სამეფო სასახლე და მისი ბაღიც.
[[ფაილი:Elizabeth.of.Valois.JPG|frame|324x324პქ|ელიზაბეტა ვალუა 1565 წელს|მინი]]
ამ ყველაფრის მიუხედავად მათ მაინც ჰქონდათ ერთი პრობლემა და ის ფილიპეს ვაჟი დონ კარლოსი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ადრე ელიზაბეტა და დონ კარლოსი დანიშნულნი იყვნენ კარლოსს კვლავ ჰქონდა თბილი გრძნობები დედინაცვლის მიმართ. ამიტომაც იგი არ ფარავდა საკუთარ გრძნობებს და ელიზაბეტას დაუფარავად ეტრფოდა. მიუხედავად ამისა ელიზაბეტა ქმრის ერთგული იყო, ხოლო კარლოსს როგორც გერს ძალიან თბილად ექცეოდა. ხოლო მაშინ კი როდესაც უკონტროლო გახდა კარლოსის ქცევები ფილიპემ მეუღლის დასაცავად შვილი დილეგში გამოკეტა, რამაც კარლოსი მალევე იმსხვერპლა. ამ სასიყვარულო სამკუთხედზე ჯუზეპე ვერდიმ შექმნა თავისი ლეგენდარული ოპერა "დონ კარლოსი".