ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები
No edit summary
ხაზი 28:
გალაქტიკაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. აჯანყებულები წინააღმდეგობას უწევენ იმპერიულ ძალებს, რომელთა მმართველია სითჰების მბრძანებელი იმპერატორი პალპატინი ([[დართ სიდიუსი]]). პრინცესა [[ლეია ორგანა]] ჯაშუშებისგან შეიტყობს, რომ იმპერიამ შექმნა ახალი [[სიკვდილის ვარსკვლავი]], გიგანტური პლანეტა-ბაზა. აჯანყებულთა ალიანსმა ნებისმიერი ფასით უნდა გაანადგუროს ის. მაგრამ ახალი საფრთხე უკვე მზადდება ასამოქმედებლად. თავდაპირველად მასზე [[დართ ვეიდერი]], შემდეგ კი თავად იმპერატორი ჩამოდიან.
 
[[ლუკ სკაიუოკერი]] ამასობაში პლანეტა ტატუინზე ჩადის, რათა [[ჯაბა ჰატი]]ს ტყვეობისგან იხსნას გაყინული [[ჰენჰან სოლო]]. თავდაპირველად ის ჯაბას საჩუქრის სახით გაუგზავნის დროიდებს [[C3PO]] და [[R2D2]]. ლეიას, [[ლენდო კალრისიანი]]სა და [[ჩუბაკა]]ს დახმარებით იგი იხსნის ჰენს და ანადგურებს ჯაბას მთელ ბაზას. ამ ბრძოლის დროს ლეია თავად ახრჩობს საზარელ ჯაბას, ხოლო უდაბნოს არსება ზონაკი ყლაპავს დაქირავებულ მკვლელ ბობა ფეტს.
 
შემდეგ გმირების გზები იყოფა. ლეია, ჰენი და ლენდო სისტემა სოლუსტოში მიფრინავენ, სადაც აჯანყებულთა ახალი ფლოტი იკრიბება. ლუკი უბრუნდება იოდას, რომელმაც მას ბოლომდე უნდა შეასწავლოს ჯედაის ხელოვნება. მაგრამ იოდა დასუსტებულია და კვდება. სიკვდილის წინ ის აიმედებს ლუკს, რომ ჯედაის ხელოვნება ბოლომდე აქვს შესწავლილი, მაგრამ ნამდვილ ჯედაის რაინდად იქცევა მხოლოდ მაშინ, როდესაც დართ ვეიდერს შეერკინება. მას შემდეგ, რაც იოდა კვდება, ჩნდება [[ობი-ვან კენობი]]ს აჩრდილი და ლუკს შეატყობინებს, რომ დართ ვეიდერი ნამდვილად მისი მამაა, ხოლო ლეია - სინამდვილეში მისი და, რომელსაც ასევე გააჩნია ჯედაის ძალა.