ვალტერ გროპიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაცვა მოხსნილია „ვალტერ გროპიუსი“
clean up, replaced: კოლაბორაც → თანამშრომლობ using AWB
ხაზი 12:
 
==ცხოვრება==
დაიბადა [[ბერლინი|ბერლინში]], მთავრობის სამშენებლო მრჩევლის ოჯახში. გროპიუსი, მამამისის და დიდი ბიძა მარტინ გროპიუსის მსგავსად, არქიტექტორი გახდა. თუმცა ყველა წყაროს მიხედვით ვალტერ გროპიუსს [[ხაზვა]] არ ეხერხებოდა და კოლაბორატორებსა და პარტნიორებზე იყო დამოკიდებული მთელი კარიერის განმავლობაში. სკოლაში მან თანაშემწე იქირავა მისთვის საშინაო დავალებების შესასრულებლად.
 
1908 წელს გროპიუსმა სამსახური დაიწყო პეტერ ბეჰრენსის ფირმაში, რომელიც [[უტილიტარიზმი|უტილიტარული]] სკოლის ერთ-ერთი პირველი მიმდევართაგანი იყო. მისი თანამშრომლები ამ პერიოდში იყვნენ ლუდვიგ მის ვან დერ როე და დიტრიხ მარკსი. 1910 წელს გროპიუსმა ბეჰრენსის ფირმა დატოვა და ყოფილ თანამშრომელ [[ადოლფ მაიერი|ადოლფ მაიერთან]] ერთად ბერლინში საკუთარი პრაქტიკა დააარსა. მათი ერთობლივი დამსახურებაა ერთ-ერთი სანიმუშო [[მოდერნიზმი|მოდერნისტული]] ნაგებობა შექმნილი ამ პერიოდში, [[ფაგუსვერკი]], ალფერლდ-ან-დერ-ლაინი, გერმანია, ფეხსაცმელების ფაბრიკა. ამ შენობის მინის ფარდისებრი კედლები მოდერნისტული პრინციპის დემონსტრაციაა, რომელშიც ფორმა ფუნქციასა და მშრომელთათვის ჯანსაღი სამუშაო პირობების შექმნის გროპიუსის მისწრაფებას ასახავს. ამ პერიოდის სხვა ნამუშევართა შორისაა ოფისისა და ფაბრიკის შენობა ვერკბუნდის გამოფენისთვის (1914) [[კიოლნი|კიოლნში]].
ხაზი 26:
გროპიუსი გერმანიიდან 1934 წელს გაიქცა [[ნაციზმი|ნაცისტური]] პარტიის მთავრობაში მოსვლის გამო, რის შემდეგაც [[ბრიტანეთი|ბრიტანეთში]] ცხოვრობდა და მუშაობდა, იზოკონის პროექტში. შემდეგ, 1937 წლიდან [[აშშ]]-ში გადადის, სადაც მისი საკუთარი სახლი, "[[გროპიუსის სახლი]]" ლინკოლნში, [[მასაჩუსეტსი]], მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა [[აშშ]]-ში [[მოდერნიზმი|საერთაშორისო მოდერნიზმის]] პოპულარიზაციაში. გროპიუსს არ მოსწონდა ტერმინი: "ჩემთვის ეს იყო ჩემი საკუთარი კონცეფცია ახალი ინგლისის არქიტექტურული ტრადიციისთვის დამახასიათებელი ნიშნების, რომელიც მე დღემდე ცოცხალი და აქტუალური აღმოვაჩინე". გროპიუსი და მისი ბაუჰაუზის პროტეჟე მარსელ ბროიერი კემბრიჯში, [[მასაჩუსეტსი]], გადავიდნენ [[ჰარვარდის დიზაინის სკოლა]]ში მასწავლებლად. პარალელურად მუშაობდნენ კომპანია-ქალაქი "ალუმინის ქალაქი ტერასა" პროექტზე ნიუ-კენსინგტონში, [[პენსილვანია]], სანამ პროფესიულად ერთმანეთს დაშორდებოდნენ. 1944 წელს ის ნატურალიზებული აშშ-ის მოქალაქე გახდა.
 
1945 წელს გროპიუსმა დააფუძნა არქიტექტორთა კოლაბორაციათანამშრომლობია (TAC) ოფისით კემბრიჯში ახალგაზრდა არქიტექტორთა ჯგუფთან. თავდაპირველ პარტნიორთა შორის იყვნენ [[ფლეტჩერი, ნორმან|ნორმან ფლეტჩერი]], ჯინ ფლეტჩერი, ჯონ ჰარკნესი, სარა ჰარკნესი, რობერტ მაკმილანი, ლუი მაკმილანი და ბენკამინ თომპსონი. ტაკი მყისვე გახდა ერთ-ერთი ყველაზე განთქმული და გავლენიანი არქიტექტურული ფირმა მსოფლიოში. ტაკი 1995 ბანკროტად გამოცხადდა.
 
გროპიუსი 1969 წელს გარდაიცვალა [[ბოსტონი|ბოსტონში]], [[მასაჩუსეტსი]], 86 წლის ასაკში. დღეს მას იხსენებენ არა მხოლოდ როგორც სხვადასხვა შენობების ავტორს, [[ბერლინი]]ს ერთ-ერთ უბანს მისი სახელი, გროპიუსშტადტი, ჰქვია.
ხაზი 49:
 
==სქოლიო==
{{Reflist}}
<div class="references-small"><references/>
</div>
 
==ლიტერატურა==
Line 60 ⟶ 59:
*[http://www.galinsky.com/buildings/gropiushouse/ გროპიუსის სახლი, მასაჩუსეტსი.]
*[http://www.mindspring.com/~cliofilm ბაუჰაუზი აშშ-ში.]
 
{{DEFAULTSORT:გროპიუსი, ვალტერ}}
 
{{ყოფილი რჩეული}}
 
{{DEFAULTSORT:გროპიუსი, ვალტერ}}
[[კატეგორია:ბაუჰაუზი]]
[[კატეგორია:გერმანელი არქიტექტორები]]