ალი ხამენეი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: კოლაბორაც → თანამშრომლობ using AWB
ხაზი 55:
ალი ხამენეი დაიბადა ჰიჯრის 1358 წლის 28 საფარს, მამამისი ჯავად ჰუსაინი ხამენეი ასევე სასულიერო მოღვაწე იყო. თვითონ ალი ხამენეი ასე აღწერს თავის მშინდელ ცხოვრებას: ,,– ვცხოვრობდით მაშჰადში, ჩვენი სახლი შედგებოდა სულ ერთი ოთახისაგან, რომელსაც ჰქონდა ათი ნაბიჯი სიგრძე და ექვსიც – სიგანე. ოთახის ქვეშ კი იყო მიწური სათავსო, სადაც ჩავდიოდით ხოლმე, როდესაც მამასთან, როგორც მუჯთაჰიდსა და 'ალიმთან, მოდიოდნენ მოაჯენი. საკმაოდ გვიჭირდა. ბევრჯერ ყოფილა რომ უვახშმოდ დაგვიძინია."
 
ოთხი წლისა ალი და მისი უფროსი ძმა მუჰამადი იწყებენ სწავლას ,,დარ ალ–თა'ლიმ დიანათ"–ში, სადაც შეისწავლეს წერა–კითხვა, ანგარიში და [[ყურანი]]. 15 წლისა უკვე ამთავრებს "ჯამი' ალ–მუყადამათ"–ის სწავლას, 18 წლისა – დარსი ხარიჯს და მშობლების რჩევით ირჩევს სასულიერო კარიერას. იმავე წელს მიემგზავრება ნაჯაფის მოსალოცად. 1958–64 ყუმში აიათოლების – [[ბურუჯერდი]]ს, [[ხომეინი]]ს, [[იაზდი]]სა და [[თაბათაბა'ი]]ს შეგირდია. 1964 წელს აიათოლა ჯავად ხამენეი კატარაქტის გამო დაბრმავდა, რამაც ალი დააყენა არჩევანის წინაშე – დარჩენილიყო ყუმში, ან დაბრუნებულიყო მაშჰადში და მიეხედა მამისათვის. მიუხედავად იმ პერსპექტივებისა, რასაც მას უხატავდნენ მისი მასწავლებლები, მან დატოვა ყუმი და დაბრუნდა მაშჰადში.
 
=== ბრძოლა ღარბზადეგისა და ენყელაფ ე–სეფიდის წინააღმდეგ ===
ჯერ კიდევ 1952 წელს სეიდმა მუჯთაბა ნავაბ საფავიმ მაშჰადის სულაიმანის მადრასაში წაიკითხა ლექცია, სადაც გამოააშკარავეს შაჰის პოლიტიკა და მისი კოლაბორაციათანამშრომლობია გარე ძალების მიმართ. 1962 წელს ხამენეი უერთდება ხომეინის მოძრაობას ენყელად ე–სეფიდის წინააღმდეგ. ჩვიდმეტი წლის განმავლობაში, მიუხედავად დაპატიმრებებისა, დევნისა და ა.შ. – იგი სულ რჩებოდა ამ მოძრაობის ერთ–ერთ გამორჩეულ წევრად. პირველად იგი დააპატიმრეს 1383 წლის [[აშურა]]ს წინა დღეს, 9 მუჰარამს ბირჯანდში, ([[2 ივნისი]] [[1963]]). მაგრამ აშურას აღსანიშნავად გამოსული ხალხი დაიძრა ბირჯანდის საპატიმროსაკენ მის გამოსახსნელად. მათ დასაშოშმინებლად ხამენეი გამოუშვეს და დაუწესეს თვალთვალი. სამი დღის შემდეგ მას ისევ აპატიმრებენ, ამჯერად [[სავაკი]] რამდენიმე კვირით. 15 რამადანს 1383 წელს ([[30 იანვარი]] [[1964]]) , იმამ [[ჰასან იბნ ალი|ჰასანის]] დაბადების დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე ქერმანში ხამენეიმ მკაცრად გააკრიტიკა შაჰი. იმავე ღამეს სავაკის თანამშრომლებმა იგი დააპატიმრეს და გადაიყვანეს [[თეირანი|თეირანის]] სავაკის ციხეში, სადაც რამდენიმე თვის მანძილზე ჰყავდათ დაპატიმრებული. [[1967]], [[1971]] და [[1972]] წელს მას ისევ აპატიმრებენ, მაგრამ იგი აგრძელებს თავის მოღვაწეობას, მის ლექციებსა და გამოსვლებს ათასობით ადამიანი ესწრება. ამის გამო [[1975]] წელს მას სავაკი აპატიმრებს, იჭრება მის სახლში და ანადგურებს მის ხელნაწერებსა და ბიბლიოთეკას. [[1976]] წელს მას ასახლებენ ირანშაჰრში და უკრძალავენ მის დატოვებას. ირანშაჰრის დატოვებას იგი ახერხებს მხოლოდ [[ირანის რევოლუცია|ისლამური რევოლუციის]] დასაწყისისას.
 
=== ისლამური რევოლუციის შემდგომ ===
ხაზი 78:
 
{{DEFAULTSORT:ხამენეი, ალი}}
 
[[კატეგორია:ირანის ლიდერები]]
[[კატეგორია:ირანის პრეზიდენტები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალი_ხამენეი“-დან