ადოლფ ჰიტლერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
5,5 მილიონო ებრაელი --> 5,5 მილიონი ებრაელი; შტატებიც ჩაებნენ (უსულო, შტატები ერთი ქვეყანაა) ---> ჩაება
→‎მეორე მსოფლიო ომის დაწყება: clean up, replaced: წამგებიან → წაგებიან using AWB
ხაზი 282:
პოლონეთის დაცემას მოჰყვა ე.წ „[[უცნაური ომი]]“, ან კიდევ Sitzkrieg („მჯდარი ომი“). პოლონეთის ჩრდილოეთ-დასავლეთში დანიშნულ ორ ახალ გაულაიტერს, ალბერტ ფორსტერს (რაიხსგაუ დანციგი-დასავლეთ პრუსია) და ართურ გრეისერს (რაიხსგაუ ვარტელანდი) მათი კონტროლირებადი ტერიტორიების სწრაფი გერმანიზაცია დაავალა ყველანაირი კითხვის გარეშე იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ეს პროცესი.<ref name="Rees 1997, pp. 141–145">Rees 1997, pp. 141–145</ref> ფორტსტერის ტერიტორიაზე პოლონეთის მოქალაქეებს უბრალოდ უნდა შეევსოთ ფორმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მათ გერმანული სისხლი ჰქონდათ,<ref>Kershaw 2008, p. 527</ref> მეორე მხრივ, გრეისერი თავის ტერიტორიაზე ატარებდა მასშტაბურ რასობრივ „ჩისტკებს“.<ref name="Rees 1997, pp. 141–145"/> გრეისერი უკმაყოფილო იყო ფორსტერის პოლიტიკით. მისი აზრით, იგი უფლებას აცლევდა ათასობით პოლონელს რასობრივად გამხდარიყო გერმანელი, რაც აჭუჭყიანებდა გერმანულ რასობრივ სისუფთავეს. ჰიტლერმა უარი თქვა „კონფლიქტში“ ჩარევაზე,<ref name="Rees 1997, pp. 141–145"/> თუმცა, გამოსცა ინსტრუქციები, რათა მის ქვეშევრდომებს თვითონ ემექმოდათ.
 
კიდევ ერთი კონფლიქტი წამოიშვა ჰიმლერსა (რომელსაც მხარს უჭერდა გრეისერი) და გერინგს (მას მხარს უჭერდა ჰანს ფრანკი — ოკუპირებული პოლონეთის გუბერნატორ-გენერალი) შორის. ჰიმლერს სურდა პოლონეთში ეთნიკური „ჩისტკები“ მოეწყო, გერინგი კი თვლიდა, რომ პოლონეთი რაიხის ბეღელი უნდა გამხდარიყო.<ref name="Rees 1997, pp. 148–149">Rees 1997, pp. 148–149.</ref> 1940 წლის 12 თებერვალს კონფლიქტი გერინგ-ფრანკის სასარგებლოდ გადაწყდა, რამაც დაასრულა ეკონომიკურად წამგებიანიწაგებიანი მასიური გაძევებები.<ref name="Rees 1997, pp. 148–149"/> იმავე წლის 15 მაისს ჰიმლერმა გამოსცა მემორანდუმი — „ზოგიერთი მოსაზრება აღმოსავლეთის მოსახლეობასთან დაკავშირებით“, რომლის მიხედვითაც ევროპაში დარჩენილი ებრაელები აფრიკაში უნდა გაეგზავნათ, ხოლო პოლონეთის დარჩენილი მოსახლეობა უნდა შემცირებულიყო მუშათა კლასამდე.<ref name="Rees 1997, pp. 148–149"/> ჰიტლერს მოეწონა ჰიმლერის მემორანდუმი და იგი კარგად და სწორად ჩათვალა.<ref name="Rees 1997, pp. 148–149"/> ამის შემდეგ გერინგისა და ფრანკის პოლიტიკის მაგივრად პოლონეთში ჰიმლერისა და გრეისერის პოლიტიკის გატარება დაიწყეს.
 
პოლონეთის შემდეგ ჰიტლერმა მიზნად ნორვეგია და დანია დაისახა. ამ ქვეყნებში ვერმახტი 1940 წლის აპრილში შეიჭრა. 9 აპრილს ჰიტლერმა გამოაცხადა დიდებული გერმანული რაიხის შექმნაზე, რომელიც, მისი აზრით, უნდა გამხდარიყო ევროპის გერმანული ნაციების გაერთიანებული იმპერია, სადაც ჰოლანდიელები, ფლამანდიელები და სკანდინავები, ანუ „რასობრივად სუფთა“ ადამიანები გერმანული ლიდერობის ქვეშ გაერთიანებოდნენ.<ref>Winkler 2007, p. 74</ref> 1940 წლის მაისში გერმანიამ შეუტია საფრანგეთს და ამავე დროს დაიპყრო [[ლუქსემბურგი]], [[ნიდერლანდები]] და [[ბელგია]]. ჰიტლერის წარმატებებმა მუსოლინის 10 ივნისს ომში ჩაბმისკენ უბიძგა. საფრანგეთმა და გერმანიამ სამშვიდობო შეთანხმება 22 ივნისს გააფორმეს.<ref>Shirer 1960, pp. 696–730</ref> კერშოუ აღნისნავს, რომ გერმანიაში ჰიტლერის პოპულარობისა და ომის მხარდაჭერის პიკი 6 ივლისისთვის იყო, როდესაც იგი [[პარიზი]]დან ბერლინში დაბრუნდა.<ref>Kershaw 2008, p. 562</ref> ასეთი მოულოდნელი და სწრაფი გამარჯვების გამო 1940 წლის ფელდმარშალთა ცერემონიაზე ჰიტლერმა თორმეტ გენერალს ფელდმარშლის წოდება მიანიჭა.<ref>Deighton 2008, pp. 7–9</ref><ref>Ellis 1993, p. 94</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ადოლფ_ჰიტლერი“-დან