გიორგი X: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
(clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB)
}}
 
'''გიორგი X''' (დ. [[1560]]-[[1565]] შორის — გ. [[1606]]) — [[ქართლის სამეფო|ქართლის]] [[მეფე]] [[1600]]-[[1606]] წლებში. [[სიმონ I|სიმონ I-ის]] ძე.
 
==ბიოგრაფია==
ქართული წყაროების მიხედვით გიორგი მეფეს ორი ქალიშვილი ჰყავდა. ბერი ეგნატაშვილისა და ვახუშტის ცნობით, ერთს რქმევია თინათინი, მეორეს — ხორეშანი. ფარსადან გორგიჯანიძე ორ დას გვისახელებს, რომელტაგან ერთს რქმევია ლელა, მეორეს ხორეშანი. ორ დას ელენესა და ხორეშანს ასახელებენ ანტონ კათალიკოსი და იოანე ბატონიშვილი. კორნელი კეკელიძემ დაასაბუთა, რომ ლუარსაბის დები არიან ელენე და ხორეშანი. ლელა ელენეს მეორე სახელია, რომელიც მისთვის შემდეგ შეურქმევიათ. კორნელი კეკელიძის აზრით, ლელა-ელენე უფროსი და ყოფილა. იგი გიორგი მეფის ასულია, რომელსაც რუსი ელჩები თხოულობდნე ბორის გოდუნოვის ძის თევდორესათვის. ეს ქორწინება არ შედგა. ლელა-ელენე თვით შაჰ-აბასს უთხოვია ცოლად და „ფათმან სულთან ბეგუმი“ დაურქმევია. შემდეგ ლელა შაჰ-აბასს ფეიქარ-ხანისათვის მიუცია. ეს მომხდარა მას შემდეგ, რაც შაჰმა ლუარსაბ მეფე გუდაბყალის ციხეში მოაშთობინა (1622), რადგანაც ამ აქტის შემდეგ შაჰი უკვე აღარ ენდობოდა ლელას. პარიზის ქრონიკა გვაუწყებს: „მეფე ლუარსაბ გულაბის ციხეში მშვილდის საბლით დაარჩვეს და ლუარსაბ მეფის და ფათმან სულთან ბეგუმ ქ. ენის სახლით გამოიყვანეს და ფეიქარ-ხანს მისცეს“. არჩილი და იოსებ თბილელი ადასტურებენ, რომ ფეიქარ-ხანის ცოლი ლელა ლუარსაბის და იყო. შემდეგ გიორგი სააკაძემ სცადა ელენე-ლელა წაერთმია ფეიქარ-ხანისათვის და ზურაბ ერისთავისატვის შეერთო, სპარსეთში განწირული მისი მეუღლის ნაცვლად, მაგრამ ბერი ეგნატაშვილის სიტყვით: „იგრძნა ფეიქარ ხან და წარვიდა გაქცეული და სდივეს ბარდამდი და ვერ მიეწივნენ“.
 
მკვლევარმა ლალი ძოწენიძემ მიაკვლია ვინმე ელენე ხანუმის სამიჯნურო ეპისტოლეებს და ამ ეპისტოლეების ანალიზის შედეგად გამოთქვა მოსაზრება, რომ ეპისტოლეების ავტორი ელენე ხანუმი იყო ლუარსაბის და და ელენე-ლელა, რომელიც ირანიდან სამიჯნურო ბარათებს უგზავნის ზურაბ ერისთავს.
 
კორნალი კეკელიძის აზრით გიორგი მეფეს არ ყოლია და თინათინი. ბერი ეგნატაშვილისა და ვახუშტის, ლუარსაბის და თინათინად მიუღიათ თეიმურაზის ასული თინათინი, რომელიც ცოლად ჰყოლია შაჰ-სეფი ყაენს, ხოლო შემდეგ მიუცია ლორისტანის ვალისათვის. მიხეილ საბინინს და ანტონ ფურცელაზის აზრით გიორგი მეფეს ყავდა სამი ქალიშვილი, რომელთაგან ერთს თინათინი ერქვა. ანტონ ფურცელაძის ცნობით, ეს თინათინი თავის ძმასთან — დავით ბატონიშვილთან ერთად გიორგი მეფეს გაუგზავნია ოსმალეთში დატყვევებულ სიმონ მეფის გამოსახსნელად. იქვე დარჩენილა და გარდაცვლილა<ref>ა. ფურცელაძე, ბრძოლა საქართველოს მოსასპობად ანუ გიორგი სააკაძე და მისი დრო, ტფ. 1892, გვ. 103</ref>. ფურცელაძის ცნობას ადასტურებს რუსული დიპლომატიური საბუთები. მეფე გიორგი X ეუბნებოდა რუსეთის ელჩებს, რომ ოსმალეთის ტყვეობაში მყოფ მამაჩემთან იმყოფებიან ჩემი შვილებიო<ref>С. Белокуров, СРК, I, გვ. 498</ref>. ამრიგად, ამ ცნობის მიხედვით, სტამბოლში ჩასულან გიორგი მეფის შვილები — დავითი და მისი და. დავითის შესახებ ცნობები მოიპოვება აღმოსავლურ და ევროპულ წყაროებში, მისი და თინათინი კი არსად ნახსენები არ არის.
 
მიხეილ სვანიძემ ყურადღება მიაქცია აღმოსავლური და ევროპული წყაროებში ცნობილ ქართველ დიპლომატ ქალს გულჩარას (ისკანდერ მუნში, ავგუსტინო ნანი, ანტონიო გოვეა, ჟ. ჰამერი), რომელიც მას სიმონ მეფის შვილიშვილად, გიორგი მეფის ასულად მიაჩნია. დავით ბატონიშვილთან ერთად გულჩარა უნდა იგულისხმებოდეს გიორგი მეფის სიტყვებში რუს ელჩებთან საუბრისას. იგი დავით ბატონიშვილთან ერთად ჩასულა სტამბოლში. ისკანდერ მუნშისა და ევროპული წყაროების ცნობით, იგი დაახლოვებია ახალგაზრდა სულთანის აჰმედ I-ის დედას, დაუმსახურებია მისი ნდობა და დიპლომატიური დავალებით ირანში გამგზავრებულა სიმონ მეფესთან ერთად. სულთანი სიმონ მეფის განთავისუფლების პირობად ირანტან ზავის დადებას მოითხოვდა. სიმონისა და გულჩარას მიზანი ირან-ოსმალეთის დაზავება იყო, მაგრამ რამდენი მე დღის შემდეგ სულტანმა გადაწყვეტილება შეცვალა, სიმონი უკან დააბრუნა და საპასუხისმგებლო მისია მთლიანად გულჩარას დაავალა. ეს მოხდა 1606 წლის გაზაფხულზე. შაჰმა პატივით მიიღო გულჩარა და 1555 წლის ირან-ოსმალეთის ზავის პირობების აღდგენა მოითხოვა. პოზიციებს არც ოსმალეთი თმობდა, ამიტომ მოლაპარაკება უშედეგო აღმოჩნდა, მაგრამ გულჩარა რამდენჯერმერამდენიმეჯერ გამგზავრებულა შაჰ-აბასთან მოსალაპარაკებლად. 1610 წელს, როცა ოსმალეთის ლაშქარმა შაჰ-აბასს ისევ შეუტია, შაჰმა კვლავ დაიწყო საზავო მოლაპარაკება. 1612 წლის 27 სექტემბერს ირანის დელეგაცია გულჩარას მონაწილეობით სტამბოლში ჩავიდა, რომლის დროსაც მან დიდი როლი ითამაშა ოსმალეთ-ირანის დაზავების საქმეში. ქართულ წყაროებში გულჩარას სახელით გიორგი მეფის ქალიშვილი არსად ჩანს, სავარაუდოდ გულჩარა იგივე თინათინია რომელსაც ბერი ეგნატაშვილი და ვახუშტი იხსენიებენ.
 
==ლიტერატურა==