ბეჭდის საძმო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: რივენდელ → შუაველ (6) using AWB
ხაზი 40:
თხრობა იწყება [[ბილბო ბეგინსი]]ს დაბადების დღის აღნიშვნით. გარდა მრავალი ნათესავისა, მასზე მოწვეულები არიან ჯუჯები და ჯასოსანი [[განდალფი]]. ბილბო და მისი ბიძაშვილისშვილი ფროდო ერთ დღეს აღნიშნავენ დაბადების წლისთავს.
 
წვეულების დროს ბილბო ყველას წინაშე მოულოდნელად აკეთებს განცხადებას და სამუდამოდ ემშვიდობება შაირის მოსახლეობას. ჯიბეში იგი მოულოდნელად გაიკეთებს თითზე მაგიურ ბეჭედს და ქრება. უხილავი ბილბო შინ ბრუნდება და აპირებს შაირიდან რივენდელშიშუაველში წასვლას. ამ დროს კარგად გამოჩნდება, რომ ბეჭედს ცუდი თვისებებიც აქვს - მისი ბოროტი ძალა იზიდავს ბილბოს და არ აძლევს საშუალებას, დატოვოს იგი. განდალფი მაინც დაითანხმებს ბილბოს, ხოლო მისი წასვლის შემდეგ კონვერტში შეფუთულ ბეჭედს გადასცემს ფროდოს შესანახად. ამასობაში, ბილბოს კარს მოაწყდება მეზობლებისა და ნათესავების ბრბო, რომელსაც სურს საჩუქრების მიღება. მათ შორის გამოირჩევიან სეკვილ ბეგინსები, ოტო და ლობელია, ცოლ-ქმარი, რომელთაც სძულთ ბილბო, ისევე როგორც ბილბოს და შაირის ბევრ მცხოვრებს სძულს ისინი.
 
რამდენიმე ხნის შემდეგ ბეგ ენდში, ფროდოს საცხოვრებელში, ბრუნდება გელდალფი. იგი უყვება ფროდოს ბეჭდის საზარელ ისტორიას და უხსნის, რომ ბეჭედი სჭირდება შუახმელეთის მთავარ მტერს, საურონს, და იგი ყველანაირად ცდილობს, დაიბრუნოს ბეჭედი, რომელიც მას დაუბრუნებს ძალას და შუახმელეთში ბატონობის საშუალებას მიანიჭებს. განდალფი სთავაზობს ფროდოს მორდორში, ოროდროუნის ქვესკნელში ამ ბეჭდის ჩაგდებას, რადგანაც ეს ბეჭდის განადგურების ერთადერთი საშუალებაა. ფროდო თანხმდება, ხოლო გენდალდი აღმოაჩენს რომ მათ საუბარს უსმენდა სემ გემჯი, ფროდოს მეგობარი და მეეზოვე. ''სასჯელის'' სახით განდალფი სემს მოსთხოვს ფროდოსთან ერთად ამ მოგზაურობაში გამგზავრებას. მოგზაურობა გადაიდება შემოდგომისათვის, მაგრამ შუალედში განდალფი აღელვდება, დაეჭვდება და მიემგზავრება იზენგარდში, უმაღლესი მაგის, სარუმანის სანახავად. ფროდო, რომელსაც იგი სთხოვს მოცდას, რამდენიმე თვეში თავად დატოვებს ბეგ ენდს, სემ გემჯისთან და პერეგრინ (პიპინ) ტუკთან ერთად, მიჰყიდის რა მანამდე მთელ ბეგ ენდს ლობელიას (რომლის მეუღლეც გარდაიცვალა რამდენიმე წლით ადრე).
ხაზი 46:
გზად ჰობიტები პირველად იხილავენ შავ მხედარს და შეხვდებიან ელფებს. ამის შემდეგ ისინი მიდიან სტუმრად მეგოტთან, ჰობიტთან, რომელსაც ჰყავს ავი ძაღლები. ფროდოს კარგად ახსოვს, რომ ბავშვობაში იგი შეიპარა მეგოტის ბოსტანში. თუმცა, მეგოტი აპატიებს ფროდოს და კარგად უმასპინძლდება. ამის შემდეგ მეგოტი გააცილებს მათ საკუთარი ურმით, გზაში კი ისინი ხვდებიან მერიადოკ ბრენდიბაკს, ფროდოს კიდევ ერთ მეგობარს. ერთად ისინი მცირე დროს გაატარებენ ბაკლენდში, მაგრამ შემდეგ მიემგზავრებიან სოფელ ბრიში. გზად მათ საკუთარი ტოტებით დაიჭერს მოხუცი ტირიფი, მაგრამ ჰობიტების დასახმარებლად ჩნდება [[ტომ ბომბადილი]], ტოლკინის ლექსების პერსონაჟი. ბომბადილთან ჰობიტები ისვენებენ ორ დღეს, შემდეგ კი აგრძელებენ გზას. ისინი კვლავ ხიფათში არიან - ამჯერად ისინი აღმოჩნდებიან ყორღანების დაბლობზე, სასაფლაოს მსგავს ადგილზე, სადაც ყველა უმალ კვდება. ფროდოს დაძახებაზე ბომბადილი აქაც ჩნდება და ანთავისუფლებს ნახევრადმკვდარ ჰობიტებს. ამის შემდეგ ისინი მიემგზავრებიან ბრიში.
 
ბრიში ისინი შეჩერდებიან სასტუმრო ''მოცეკვავე პონიში'', რომლის მეპატრონეც, ბარლიმენ ბატერბერი თბილად მიიღებს ჰობიტებს. მაგრამ ფროდო მალავს ნამდვილ გვარს, რათა არავინ გაიგოს იგი - მას ეშინია, რომ მტერი შეიტყობს, თუ სად არის ბეჭედი (შავმა მხედრებმა იციან, რომ ბეჭედი აქვს ვინმე ბეგინსს), ამიტომაც თავს ანდერჰილის გვარის წარმომადგენლად ასაღებს. სასტუმროს მთავარი დარბაზის (სადაც დიდი ღრეობაა) კუთხეში იგი შეამჩნევს უცნაურ მამაკაცს, რომელიც საკუთარ სახეს მალავს. მამაკაცი იხმობს ფროდოს და თავს წარადგენს, როგორც ''მაწანწალას''. იგი აფრთხილებს ფროდოს, რომ მას უცნაური შავოსნები ეძებენ. ამასობაში მთვრალი პიპინი კინაღამ მოჰყვება ყველაფერს ჰობიტების მიზნებზე (მოგზაურობაზე რივენდელშიშუაველში და ბეჭდის ისტორიაზე) და ფროდო ცდილობს, ხალხის ყურადღება გაფანტოს. იგი ადის მაგიდაზე, მღერის მხიარულ სიმღერას, მაგრამ გადმოვარდება, ხოლო ბეჭედი მოულოდნელად აღმოჩნდება მის თითზე და ფროდო ქრება. ეს დიდ ხმაურს გამოიწვევს, ხოლო ''მოცეკვავე პონიში'' მყოფი ორი უცნაური მომსწრე ტოვებს იქაურობას.
 
სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მაწანწალა უხსნის ფროდოს, რომ საშიშროება მართლაც დიდია და აუცილებელია ბრიდან წასვლა. ამასობაში ბარლიმან ბატერი ფროდოს გადასცემს განდალფის წერილს, რომელიც ამ უკანასკნელმა მას რამდენიმე თვის წინ დაუტოვა. წერილში წერია, რომ მაწანწალა განდალფის მეგობარია.
ხაზი 54:
ღამით შავი მხედრები შედიან სასტუმროს იმ ნომერში, სადაც, მათი ვარაუდით უნდა იყვნენ ჰობიტები. ისინი ხმლებით ანადგურებენ საძინებელს, მაგრამ აღმოაჩენენ, რომ ჰობიტების მაგივრად საწოლებში ბალიშები ეწყო. ჰობიტები გადარჩენილები არიან, მაგრამ აღმოჩნდება, რომ შავმა მხედრებმა მათი [[პონი|პონები]] წაიყვანეს.
 
მეორე დილით მაწანწალა ჰობიტებს წაიყვანს ბრიდან. რამდენიმე დღის შემდეგ ისინი აღმოჩნდებიან ქარების გორაზე ([[ამონ სული]]). არაგორნი დროებით ტოვებს ჰობიტებს და სადღაც ახლოს დადის, ამასობაში კი ოთხეულს მიუახლოვდება შავოსნების ჯგუფი. ერთ-ერთი მათგანი, ანგმარელი მეფე-ჯადოქარი მხარში დაჭრის ფროდოს. არაგორნის ებრძვის შავოსნებს, შემდეგ კი, ჰობიტებთან ერთად, მიემართება რივენდელშიშუაველში. გზად მათ ხვდება ელფი გლორფინდელი. ამასობაში ფროდოს ჭრილობა უფრო მეტად მწვავდება და გლორფინდელი მას უშვებს მარტო, პონიზე ამხედრებულს. ფროდოს დაედევნებიან შავოსნები, მაგრამ მდინარე, რომელსაც ფროდო გადაკვეთავს, აბობოქრდება და, თეთრ ცხენებად ქცეული, დაემხობა შავოსნებს. დაღლილი და სიკვდილის პირას მდგარი ფროდო გონებას კარგავს.
 
=== წიგნი II: ბეჭდის საძმო ===
 
ფროდო იღვიძებს [[ელრონდი]]ს სახლში, რივენდელშიშუაველში. განდალფი, რომელიც იქვე იმყოფება, უყვება მას, რომ სარუმანმა უღალატა ჯადოქრების ორდენს და საურონთან ერთად ცდილობს შუახმელეთის დამონებას.
 
მოგვიანებით, როდესაც იგი უკეთ იგრძნობს თავს, ფროდო აღმოაჩენს, რომ ელრონდის სახლში ცხოვრობს ბილბო, რომელიც აქვე წერს თავის მემუარებს. ისინი ერთად ესწრებიან ელრონდის საბჭოს, სადაც ასევე შუახმელეთის სხვადასხვა ნაწილიდან მოვლენილები არიან: ჯუჯა [[გიმლი (შუახმელეთი)|გიმლი]], ელფი [[ლეგოლასი]] და [[გონდორი]]ს წარმომადგენელი [[ბორომირი]]. საბჭოზე გადაწყდება, რომ ფროდო (საკუთარი სურვილით) წაიღებს ბეჭედს მორდორში და ჩააგდებს მას [[ოროდრუინი]]ს ქვესკნელში, სადაც იგი შეიქმნა. ფროდოს დახმარებას სთავაზობენ როგორც ლეგოლასი, გიმლი და ბორომირი, ასევე არაგორნი, განდალფი და მისი შაირელი მეგობრები - სემი, პერეგრინი და მერიადოკი. ბილბოს სურს მათთან ერთად გამგზავრება, თუმცა ყველა თვლის, რომ მისი როლი ბეჭდის ისტორიაში დასრულებულია. მაგრამ იგი მაინც ეხმარება ფროდოს და სჩუქნის [[მითრილი]]ს პერანგს და თავის ხმალს სახელად [[ნესტარი (ხმალი)|ნესტარი]]. ხოლო არაგორნისათვის აღადგინეს ხმალი [[ნარსილი]], რომელიც დამსხვრეული იქნა ადამიანებისა და ელფების უკანასკნელი გაერთიანებისას. არაგორნმა მას ''ანდურილი'' უწოდა.
 
საერთო ჯამში, რივენდელშიშუაველში რამდენიმე თვის ყოფნის შემდეგ ბეჭდის გასანადგურებლად შექმნილი საძმო, რომელიც შედგა ცხრა პირისგან, გეზს იღებს მორდორისაკენ. მოქმედება მიმდინარეობს დეკემბრის თვეში.
 
ისინი მიდიან დათოვლილი [[კარადრასი]]ს მთების გავლით, სადაც მათ [[ვარგი|ვარგები]] ესხმიან თავს. განდალფის დახმარებით, რაზმი გადარჩენილია და ყველა მიემართება [[მორია]]ში, ჯუჯების მიწისქვეშა სამეფოში. იქ ისინი აღმოაჩენენ, რომ მთელი სამეფო განადგურებულია მტრის მიერ. მორიაში მოულოდნელად ჩნდებიან [[ორკი|ორკები]].რაზმი შესძლებს მათ თავიდან მოცილებას, მაგრამ შეეხაჯება ახალ მტერს - [[ბალროგი|ბალროგს]], ბნელეთის დემონს. განდალფი ებრძვის მას [[კჰაზად-დუმი]]ს ხიდზე, მაგრამ ბალროგი ვარდება ქვესკნელში და თან ითრევს განდალფსაც.
ხაზი 80:
* რუხი [[განდალფი]]: იდუმალი ჯადოქარი, რომელიც მონაწილეობს ფროდოს მოგზაურობაში. იგი ეხმარება ფროდოს, სანამ არ ვარდება მორიას ქვესკნელში
* [[არაგორნი]] (მაწანწალა): ჩრდილოეთიდან მოსული მეკვლე, რომელიც აღმოჩნდება მეფის ტახტის მემკვიდრე
* [[ლეგოლასი]]: გამოცდილი მშვილდოსანი ელფი, რომელიც მონაწილეობს მოგზაურობაში რივენდელიდანშუაველიდან.
* [[გიმლი (შუახმელეთი)|გიმლი]]: ჯუჯა, გლოინის ვაჟი. იგი ასევე მონაწილეობს მოგზაურობაში და იბრძვის ნაჯახით.
* [[ბორომირი]]: [[დენეთორი]]ს ვაჟი, რომელსაც შეაცდენს ბეჭედი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბეჭდის_საძმო“-დან