ლუდოგორეცი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
- "PFC_Ludoorets_2016.png". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ INeverCry-ს მიერ. მიზეზი: Copyright violation, see c:Commons:Licensing.
clean up, replaced: ქონდა → ჰქონდა using AWB
ხაზი 52:
 
=== დაარსება ===
დღევანდელი „ლუდოგორეცი“ [[2001]] წელს დაარსდა ალექსანდრ ალექსანდროვის და ვლადიმირ დიმიტროვის მიერ. [[2002]] წელს კლუბს „რაზგრადი 2000“ უწოდეს. კლუბი არც თუ ისე ცუდად ასპარეზობდა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო დიდ შედეგებს ვერ აღწევდა.
 
=== დომუსჩიევის ერა (2010 — ) ===
ხაზი 67:
2013-14 წლების [[უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა|ჩემპიონთა ლიგის]] სეზონი კლუბისთვის კარგად დაიწყო. გუნდმა შეძლო [[სლოვანი ბრატისლავა (საფეხბურთო კლუბი)|ბრატისლავის „სლოვანისა“]] და [[პარტიზანი ბელგრადი (საფეხბურთო კლუბი)|ბელგრადის „პარტიზანის“]] დამარცხება და ლიგის პლეი-ოფში გავიდა, თუმცა [[შვეიცარია|შვეიცარულ]] „ბაზელთან“ ვერაფერს გახდა და [[უეფა-ს ევროპის ლიგა|ევროპა ლიგაზე]] გადაინაცვლა. ევროპა ლიგის ჯგუფიდან, ყველასათვის მოულოდნელად, კლუბი ძალიან იოლად გავიდა. მეთექვსმეტედფინალში რომის [[ლაციო (საფეხბურთო კლუბი)|„ლაციოს“]] შეხვდა და დრამატულ ბრძოლაში მოახერხა მერვედფინალის საგზურის მოპოვება, სადაც ესპანურ [[ვალენსია (საფეხბურთო კლუბი)|„ვალენსიასთან“]] დამარცხდა.
 
2014-15 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონი კვლავ წარმატებით დაიწყო და [[ლუქსემბურგი|ლუქსემბურგის]] „დუდელანჟს“ იოლად მოუგო, შემდეგ კარგად ნაცნობი ბელგრადის „პარტიზანი“ შეხვდა და ურუთულეს ბრძოლაში პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. წილისყრამ „ლუდოგორეცს“ [[სტიაუა (საფეხბურთო კლუბი)|ბუქარესტის „სტიაუა“]] არგუნა მეტოქედ. პირველ მატჩი რუმინელების გამარჯვებით დასრულდა. განმეორებითი მატჩის 89-ე წუთზე რაზგრადელებმა გოლი გაიტანეს და თამაში დამატებით დროში გადაიყვანეს. 119-ე წუთზე „ლუდოგორეცის“ მეკარემ სტოიანოვმა საჯარიმოს გარეთ რუმინელი ფეხბურთელი მოჩეხა და წითელი ბარათი მიიღო. ბულგარელებს ყველა ცვლილება გამოყენებული ქონდათჰქონდათ, რის გამოც კარში ჩადგომა ცენტრალურ მცველს, კოსმინ მოცის მოუწია. პენალტების სერიის პირველი გოლი სწორედ მოციმ გაიტანა. შვიდი დარტყმული პენალტიდან მოციმ შეძლო და ორი მათგანი მოიგერია, რითაც კლუბს ისტორიული საგზური მოუპოვა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.
 
== შემადგენლობა 2014/2015 ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლუდოგორეცი“-დან