იმედი (ჟურნალი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ.
ლიტერატურა
ხაზი 1:
'''"იმედი"''', ქართული [[ხალხოსნები]]ს ყოველკვირეული ლიტერატურული და პოლიტიკური [[ჟურნალი]]; გამოდიოდა თბილისში [[1881]] წლის იანვრიდან [[1883]] წლის ივნისამდე. სულ დაიბეჭდა 29 ნომერი 22 წიგნად. "იმედი" განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა გლეხობის ყოფა-ცხოვრების ასახვას თანამედროვეობასა და ისტ. წარსულში, იცავდა კლასობრივი ბრძოლის არსებობის აზრს წარსულშიც და აწმყოშიც, მოითხოვდა აგრ. საკითხების გადაწყვეტას სახელმწიფოებრივი სისტემის შეცვლის საფუძველზე. ჟურნალი მკვეთრად გაემიჯნა ლიბერ. შეხედულებებს. იბეჭდებოდა [[სტეფანე ჭრელაშვილი]]ს, მ. გურგენიძის, [[ანტონ ფურცელაძე|ანტონ ფურცელაძის]] და სხვათა წერილები, [[სოფრომ მგალობლიშვილი]]ს, [[ზაქარია გულისაშვილი]]ს და სხვათა მოთხრობები, [[ვაჟა-ფშაველა]]ს ადრინდელი შემოქმედების ნიმუშები, დ. აბდუშელიშვილის ბიბლიოგრაფიები. რედაქტორი-გამომცემელი - [[მიხეილ გურგენიძე]].
 
==ლიტერატურა==
{{ქსე}}
* ''ხუციშვილი ს.'', ქსე, ტ. 5, გვ. 112, თბ., 1980
 
[[კატეგორია:საქართველოს ჟურნალები]]
[[კატეგორია:ქართულენოვანი ჟურნალები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იმედი_(ჟურნალი)“-დან