გიორგი VII (საქართველოს მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 32:
'''გიორგი VII''' — საქართველოს მეფე [[1393]]-[[1407]], [[ბაგრატ V | ბაგრატ V-ის]] ძე. მამამისის სიცოცხლეშივე განაგებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეს და წყაროებშიც ამ დროიდან იხსენიება მეფედ. გიორგი VII-ის მეფობის დროს 1394-1403 წლებში [[თემურლენგი]] მრავალჯერ შემოესია საქართველოს ([[თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში]]). მისმა ლაშქარმა სასტიკად ააოხრა ჰერეთ-კახეთი, [[თრიალეთი (მხარე)|თრიალეთი]], ქვემო და შიდა ქართლი, იმერეთი. თემურლენგის მთავარი მიზანი ქვეყნის დაპყრობა და გამაჰმადიანება იყო. მიუხედავად დიდი სისასტიკისა, მან მაინც ვერ შეძლო ქართველი ხალხის წინააღმდეგობის დაძლევა და გიორგი მეფის ხელში ჩაგდება.
 
[[1403]] წელს თემურლენგმა ზავი დადო გიორგი VII-თან, რომლის პირობების თანახმად ქართველთა მხარეს ხარკის გადახდა, ჯარის გამოყვანა, სამიმოსვლო გზების დაცვა ევალებოდა. სამაგიეროდ, [[თემურლენგი]] საქართველოს ხელშეუხებლობას აღუთქვამდა და ცნობდა როგორც ქრისტიანულ ქვეყანას.<br />
 
გიორგი VII [[1407]] წელს დაიღუპა თურქმან ტომებთან ბრძოლაში.
[[თემურლენგი]]ს შემდეგ [[საქართველოს სამეფო]]ს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრებს [[ყარა-ყოინლუ|შავბატკნიანი თურქმანთა]] ტომები მოადგნენ. [[1407]] წელს, გიორგი VII დანგრეულ და დასუსტებულ ქვეყანაში ახალი მტრის შემოსვლის ასალაგმად [[სომხეთი|სომხეთში]] დაუხვდა თურქმანებს და მათთან ბრძოლაში დალია სული.
 
==ლიტერატურა==
*''ჩხატარაიშვილი ქ.,'' [[ქსე]], ტ. 3, გვ. 161, თბ., 1978