დავით X: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 29:
'''დავით X''' (გ. [[1526]]), [[ქართლის სამეფო|ქართლის]] მეფე [[1505]]-[[1525]], [[კონსტანტინე II (ქართლის მეფე)|კონსტანტინე II-ის]] ძე.
 
მის მეფობაში საქართველოს მეფე-მთავრებს შორის შინაფეოდალური ბრძოლა გრძელდებოდა, [[1509]] აგვისტოში იმერეთის მეფემ [[ალექსანდრე II (იმერეთის მეფე)|ალექსანდრე II-მ]] დაიპყრო [[გორი|ქ. გორი]] და ქართლის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, რომელიც დავით X-მ [[1510]] დაიბრუნა. დავით X-ს ებრძოდა და ქართლს არბევდა [[კახეთის სამეფო|კახეთის]] მეფე [[გიორგი II (კახეთის მეფე)|გიორგი II]] (ავგიორგი). [[1513]], როდესაც ბაგრატ მუხრანბატონმა გიორგი II შეიპყრო, დავით X-მ კახეთი დაიპყრო, მაგრამ მეფის მემკვიდრე მცირეწლოვანი [[ლევანი]] მისმა მომხრე თავადებმა დამალეს. [[1518]] ქართლს ირანელები შემოესიენ [[ისმაილ I|შაჰ ისმაილ I-ის]] მეთაურობით. დავით X-მ შაჰს მორჩილება აღუთქვა და ყოველწლიურად 300 საპალნე აბრეშუმის გადახდა იკისრა. კახეთის თავადებმა უფლისწული ლევანი მეფედ დასვეს. დავით X-მ კვლავ დაიპყრო [[კახეთი]]. ლევანი მაღნარის ციხეში გამაგრდა. დავით X-მ ალყა შემოარტყა ციხეს, მაგრამ ქართლში ოსმალთა რაზმის შემოსევის გამო იძულებული გახდა ალყა მოეხსნა და ქართლში დაბრუნებულიყო. ოსმალების განდევნის შემდეგ ლევანმა გაიმარჯვა. დავით X-მ ლევანი კახეთის მეფედ ცნო და მასთან მტრის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის კავშირი დადო. [[1522]] წელს დავით X-მ უარი თქვა [[ისლამი]]ს მიღებაზე, რის გამოც ქართლს ისევ სპარსელები შეესივნენ. დავით მეფეს ისმაილ I-ის წინააღმდეგ [[თელეთის ბრძოლა 1522|თელეთის ბრძოლაში]] დამარცხდა.დამარცხება მოუწია, რის შემდეგაც თბილისის ციხეში [[ყიზილბაშები]] ჩადგნენ. [[1524]], წელს ისმაილ I-ის გარდაცვალების შემდეგ, დავით X-მ [[თბილისი]] აიღო და ქართლის საზღვრებში შემოსახლებული თურქმანები განდევნა. [[1525]] წელს ტახტი თავის ძმას — [[გიორგი IX|გიორგის]] გადასცა, თავად ბერად აღიკვეცა დამიანეს სახელით.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დავით_X“-დან