ნირვანა (ჯგუფი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 49:
 
===წარმატება (1991–1994) ===
 
==== ''Nevermind'' და ''Incesticide'' (1991–1992) ====
 
უკმაყოფილომ Sub Pop-ით და Smart Studios-ის მხრიდან დაინტერესებით, ნირვანამ სცადა წამყვან ლეიბლთან კონტრაქტის მოპოვება, ვინაიდან დამოუკიდებელი ლეიბლი მათ კონტრაქტს ვერ გამოისყიდიდა.<ref>Azerrad, 1994. p. 136–37</ref> [[კიმ გორდონი]]ს (Sonic Youth) რჩევით იგი 1990 წელს [[DGC Records]]-ის კლიენტი გახდა.<ref>Azerrad, 1994. p. 162</ref> ნირვანამ დაიწყო მომავალ ალბომ ''[[Nevermind]]''-ზე მუშაობა. მას რამდენიმე პროდიუსერი შესთავაზეს, მაგრამ კვლავ ბუტჩ ვიგი აირჩია.<ref>Azerrad, 1994. p. 164–65</ref> თუმცა, მედისონში არსებული სტუდიის სანაცვლოდ, მათ აირჩიეს ლოს-ანჯელესის [[Sound City Studios]]. ორი თვის განმავლობაში მუშაობისას აგრეთვე ჩაიწერეს "[[In Bloom]]" და "Breed", რომლებიც მანამდე წლების განმავლობაში კონცერტებზე სრულდებოდა, თუმცა "[[On a Plain]]"-ის და "Stay Away"-ს ტექსტები მხოლოდ სესიების შუა პერიოდში შეიქმნა.<ref>Azerrad, 1994. p. 176–77</ref> მოგვიანებით ვიგი ნირვანასთან ერთად ალბომის ხმის მიქსზე მუშაობდა, თუმცა ამ დროისთვის ისინი უკვე ჩამორჩნენ დაგეგმილ გრაფიკს და საბოლოო მიქსებიც არ იყო დამაკმაყოფილებელი. [[სლეიერი]]ს ხმის რეჟისორი ენდი უოლესი პროცესს შეუერთდა, მაგრამ ჯგუფის წევრებს არ მოეწონათ სრულყოფილი ჟღერადობა, რომელიც მან ალბომს მიანიჭა.<ref>Azerrad, 1994. p. 179–80</ref> 1992 წლის იანვარში მათ ''Nevermind''-ის ორი სიმღერა, "Smells Like Teen Spirit" და "Territorial Pissings" ''[[Saturday Night Live]]''-ის ეთერში შეასრულეს.
 
[[File:CastingCallSmellsLikeTeenSpirit.jpg|left|thumb|განცხადება, რომელიც ჯგუფის ვიდეოში "Smells Like Teen Spirit" მონაწილეობის მისაღებად მოხალისეებს იწვევდა.]]
 
DGC Records-ს იმედი ჰქონდა, რომ ალბომის 250 000 ასლს გაყიდდა - რაც Sonic Youth-ის ''[[Goo (album)|Goo]]''-ს შემთხვევაში წარმატებით მოხდა.<ref>Wice, Nathaniel. "How Nirvana Made It". ''[[Spin (magazine)|Spin]]''. April 1993.</ref> თუმცა, "[[Smells Like Teen Spirit]]"-მა, ალბომის პირველმა სინგლმა, უმალვე წარმატება შეიძინა, ნაწილობრივ - [[MTV]]-ზე მისი ვიდეოს ეთერში ხშირად გამოჩენის გამო. 1991 წელს ევროპაში ტურნეს გამართვის დროს გაირკვა, რომ კონცერტებზე მოთხოვნა გადაჭარბებული იყო, სატელევიზიო გუნდები ტექნიკით ყველა კონცერტს ესწრებოდნენ, ხოლო "Smells Like Teen Spirit" თითქმის მუდმივად იკავებდა რადიო და ტელეეთერს.<ref>Azerrad, 1994. p. 203</ref> 1991 წლის შობისთვის აშშ-ში ''Nevermind'' კვირაში 400 000 ასლის სახით იყიდებოდა. <ref>Lyons, James. ''Selling Seattle: Representing Contemporary Urban America''. Wallflower, 2004. {{ISBN|1-903364-96-5}}, p. 120</ref> 1992 წლის იანვარშ მან [[მაიკლ ჯექსონი]]ს ''[[Dangerous (ალბომი)|Dangerous]]'' ჩაანაცვლა ''[[Billboard (magazine)|Billboard]]''-ის ჩარტების პირველ ადგილზე და სხვა ქვეყნების ჩარტებსაც ლიდერობდა.<ref>Azerrad, 1994. p. 239</ref> მისი პირველ ადგილ მოხვედრის პერიოდში ''Billboard'' წერდა, რომ „ნირვანა ის იშვიათი ჯგუფია, რომელსაც აქვს ყველაფერი: კრიტიკოსების აღიარება, რეპუტაცია ინდუსტრიაში, პოპულარული რადიოების კეთილგანწყობა და კოლეჯური და ალტერნატიული სცენის მსმენელები“.<ref>"Nirvana Achieves Chart Perfection!" ''Billboard''. January 25, 1992.</ref> შემდგომში აშშ-ში დისკი შვიდ მილიონზე<ref name="SoundScan sales">Basham, David. [http://www.mtv.com/news/articles/1451583/got-charts-no-doubts-christmas-gift.jhtml "Got Charts? No Doubt's Christmas Gift; Nirvana Ain't No Beatles"]. MTV.com. December 20, 2001. Retrieved August 20, 2011.</ref>, ხოლო მსოფლიოში - 30 მილიონზე მეტი ასლის სახით გაიყიდა.<ref>"[http://www.billboard.com/articles/news/470039/billboard-bits-nirvanas-nevermind-to-be-re-released-no-more-guest-stars-on-glee Nirvana's 'Nevermind' To Be Re-Released]". ''Billboard.com''. June 27, 2011. Retrieved January 12, 2012.</ref>
 
[[File:KristNovoselic2011.jpg|thumb|ნოვოსელიჩი 2011 წელს]]
 
ასახელებდა რა მიზეზად დაღლილობას, ნირვანამ გადაწყვიტა, აღარ გაემართა კიდევ ერთი ამერიკული ტურნე და მხოლოდ რამდენიმე კონცერტით შემოიფარგლა.<ref>Azerrad, 1994. p. 256</ref> 1992 წელს კობეინმა გადაწყვიტა, შეეცვალა ჯგუფში სიმღერების ავტორობისთვის არსებული ჰონორარების პოლიტიკა (მანამდე ჰონორარები თანაბრად ნაწილდებოდა ყველა წევრს შორის), რაც უფრო ნათლად ასახავდა იმას, რომ კურტი სიმღერების ძირითადი ავტორი იყო. გროლს და ნოვოსელიჩს ამის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ, მაგრამ როდესაც ლიდერმა ითხოვა, იგივე პრინციპი გავრცელებულიყო წინა ჩანაწერების სიმღერებზეც, უთანხმოებების გამო ჯგუფი კინაღამ დაიშალა. ერთკვირიანი დაძაბულობის გამო კობეინის წვლილი შემოიფარგლა ჰონორარების 75 პროცენტით, მაგრამ არასასიამოვნო განწყობა ჯგუფში შემდგომშიც სუფევდა.<ref>Azerrad, 1994. p. 257–58</ref> მიუხედავად ჭორებისა, თითქოს კობეინის ჯანმრთელობის გამო ნირვანა იშლებოდა, ჯგუფი გამოვიდა ინგლისში, რედინგის 1992 წლის ფესტივალის დახურვაზე.<ref>Azerrad, 1994. p. 271</ref> პრესა ხშირად აღნიშნავს, რომ ეს კონცერტი მათ კარიერაში ერთ-ერთი აღსანიშნავი იყო.<ref>[http://www.nme.com/news/nirvana/44151 "Nirvana's Reading Festival gig to be released on DVD"]. ''[[NME]]''. April 20, 2009. Retrieved August 23, 2010.</ref><ref>[http://www.bbc.co.uk/music/sevenages/events/alternative-rock/nirvana-headline-reading-festival/ "Nirvana headline Reading Festival"]. [[BBC Online]]. Retrieved August 23, 2010.</ref> რამდენიმე დღის შემდეგ ისინი გამოვიდნენ [[MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება]]ზე. არხმა უარი განაცხადა ეთერში სიმღერის "[[Rape Me]]" შესრულების გაშვებაზე, რის გამოც კობეინმა მისი მხოლოდ რამდენიმე აკორდი შეასრულა, შემდეგ კი "[[Lithium (Nirvana song)|Lithium]]" დაუკრეს. ნირვანამ იმ საღამოს მიიღო ორი ჯილდო - საუკეთესო ალტერნატიული ვიდეოს და საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიებში.<ref>Azerrad, 1994. p. 276–78</ref>
 
DGC-ს იმედი ჰქონდა, რომ ნირვანას ახალი ალბომი გამოვიდოდა 1992 წლის ბოლოსთვის და, ვინაიდან იმედები არ გამართლდა, 1992 წლის დეკემბერში კომპილაციური ''[[Incesticide]]'' გამოსცა.<ref name="goldmine">Gaar, Gillian G. "Verse Chorus Verse: The Recording History of Nirvana". ''Goldmine''. February 14, 1997.</ref> DGC-ს და Sub Pop-ს შორის შეთანხმებით გამოსული ეს დისკი წარმოადგენს კრებულს, რომელიც მიზნად ისახავდა სიმღერების ბუტლეგურ დისკებთან შედარებით უკეთესი ხარისხით გამოცემას.<ref name="Azerrad, 1994. p. 294" /> ''Nevermind'' უკვე 15 თვის გამოცემული იყო, ამ დროისთვის დისკიდან "In Bloom" სინგლის სახით გამოვიდა, რის გამოც ''Incesticide''-ის პრომოკამპანიისგან თავი შეიკავეს, თუმცა [[RIAA]]-მ კომპილაციას შემდეგი წლის თებერვალში ოქროს სტატუსი მიანიჭა.<ref>Azerrad, 1994. p. 296</ref>
 
==== ''In Utero'', უკანასკნელი თვეები და კობეინის გარდაცვალება (1993–1994) ====
 
[[File:KurtCobainHouse.jpg|alt=|thumb|კობეინის სახლი სიეტლში, სადაც იგი 1994 წლის აპრილში გარდაიცვალა.]]
 
1993 წლის თებერვალში ნირვანამ დამოუკიდებელ ლეიბლ [[Touch and Go Records|Touch & Go]]-ზე გამოსცა [[Puss/Oh, the Guilt|"Puss"/"Oh, the Guilt"]] - სინგლი, რომელზეც აგფრეთვე წარმოდგენილი იყო [[The Jesus Lizard]]-ს სიმღერა.<ref name="goldmine" /> ამასობაში [[სტივ ალბინი]], ცნობილი დამოუკიდებელი შემსრულებლების პროდიუსერობით, კოლექტივს შეუერთდა მესამე ალბომის ჩასაწერად. საუბრობდნენ, რომ ნირვანამ ალბინიზე არჩევანი შეაჩერა, ვინაიდან მას ჰქონდა ანდერგრაუნდულ მუსიკაზე მუშაობის გამოცდილება<ref>DeRogatis, 2003. p. 5–6</ref>, თუმცა კობეინი ამბობდა, რომ მისი ჟღერადობა იყო სწორედ ის, რაც ნირვანას ყოველთვის სურდა - „ბუნებრივი“, სტუდიური ხრიკების გამოყენების გარეშე.<ref>Azerrad, 1994. p. 317</ref> მინესოტაში, [[Pachyderm Studio]]-ში, იმავე წლის თებერვალში, მათ დაიწყეს დისკზე მუშაობა.<ref name="Gaar40">Gaar, 2006. p. 40</ref> სესიებმა ნაყოფიერად და სწრაფად ჩაიარეს, ალბომი დაასრულეს ორ კვირაში სულ 25 000 აშშ დოლარის ბიუჯეტით.<ref>DeRogatis, 2003. p. 4</ref>
 
ამ სესიებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ''[[Chicago Tribune]]''-ში და ''[[Newsweek]]''-ში წერდნენ, თითქოს DGC-ს არ სურდა ალბომის გამოშვება.<ref>DeRogatis, 2003. p. 17</ref> შედეგად, მსმენელებმა ჩათვალეს, რომ ჯგუფის შემოქმედებით ხედვას თავად ლეიბლი ეწინააღმდეგებოდა.<ref>Azerrad, 1994. p. 332</ref> მიუხედავად იმისა, რომ DGC-ს მხრიდან წინააღმდეგობის შესახებ ჭორები სიმართლეს არ შეესაბამებოდა, ჯგუფი უკმაყოფილო იყო ალბინის მიქსის რამდენიმე დეტალით. მაგალითად, არ მოსწონდათ, რომ ბასის ხმა ძალიან დაბალი იყო<ref name="FrickeRS1994">Fricke, David. "Kurt Cobain: The Rolling Stone Interview". ''Rolling Stone''. January 27, 1994.</ref>, ხოლო კობეინი თვლიდა, რომ "[[Heart-Shaped Box]]" და "[[All Apologies]]" არ ჟღერდა „იდეალურად“.<ref>Azerrad, 1994. p. 336–37</ref> [[R.E.M.]]-ის პროდიუსერი [[სკოტ ლიტი]] მათ შეუერთდა ამ ორი სიმღერის საკუთარი მიქსის მოსამზადებლად. კობეინმა ახალ ვარიანტს დაამატა ახალი ინსტრუმენტული პარტიები და ვოკალი.<ref>Azerrad, 1994. p. 338</ref>
 
''[[In Utero]]'' 1993 წლის სექტემბერში გამოსვლისთანავე მოხვდა [[Billboard 200|''Billboard'' 200]]-ის სათავეში.<ref>[http://www.ew.com/ew/article/0,,308282,00.html "In Numero Uno"]. ''[[Entertainment Weekly]]''. October 8, 1993. Retrieved August 23, 2010.</ref> ''[[Time (magazine)|Time]]''-ის კრისტოფერ ჯონ ფერლი საკუთარ მიმოხილვაში წერდა: „მიუხედავად ალტერნატიული მუსიკის მოყვარულთა შიშისა, ნირვანა არ იქცა მეინსტრიმულად, თუმცა ამ ახალმა ალბომმა შეიძლება მეინსტრიმს უბიძგოს, ნირვანად იქცეს.“<ref>Farley, Christopher John. [http://www.time.com/time/magazine/article/0,9171,979260,00.html "To The End Of Grunge"]. ''[[Time (magazine)|Time]]''. September 20, 1993. Retrieved August 23, 2010.</ref> ''In Utero'' აშშ-ში შემდგომში 3.5 მილიონი ასლის სახით გაიყიდა.<ref name="SoundScan sales" /> ოქტომბერში, ორწლიანი შესვენების შემდეგ, ნირვანამ დაიწყო ამერიკული ტურნე, რომელშიც [[Half Japanese]] და [[The Breeders]] შეუერთდნენ.<ref>{{cite web|author= |url=http://www.caughtinthecrossfire.com/music/jad-fair-the-half-japanese-interview/ |title=FEATURE: Jad Fair: The Half Japanese interview &#124; Features |publisher=Caught in the Crossfire |date=2014-11-28 |accessdate=2016-03-14}}</ref> ამ ტურნეში მათ ჯგუფ [[Germs (band)|Germs]]-ის [[პეტ სმირი]] მეორე გიტარისტის სახით ეხმარებოდა.<ref>Azerrad, 1994. p. 352</ref> 1993 წლის ნოემბერში ნირვანამ ჩაწერა ტელესესია ''[[MTV Unplugged]]''-ის ფარგლებში. სმირის და ჩელოისტ [[ლორი გოლდსტონი]]ს თანაშემწეობით ჯგუფმა თავი შეიკავა ყველაზე ცნობილი სიმღერების შესრულებისგან, რითაც ამ სერიის ტრადიცია დაარღვია - სანაცვლოდ მან ნაკლებად ცნობილი სიმღერები დაუკრა. სამ სიმღერაში მათთან ერთად გამოვიდნენ [[კრის კირკვუდი|კრის]] და [[კურტ კირკვუდი|კურტ კირკვუდები]] ([[Meat Puppets]]).<ref name="diperna unplugged">Di Perna, Alan. "Behind Unplugged". ''[[Guitar World]]''. March 1995.</ref> 1993 წლის ნოემბერში ჯგუფი მეორედ გამოვიდა ''Saturday Night Live''-ში და დაუკრა "Heart-Shaped Box" და "Rape Me".
 
შემდეგი წლის დასაწყისში დაიწყო ნირვანას ევროპული ტურნე. უკანასკნელი კონცერტი მიუნხენში, 1 მარტს გაიმართა. რომში, 4 მარტს, დილით, კობეინის ცოლმა, [[კორტნი ლავი|კორტნი ლავმა]], საკუთარ ნომერში კურტი უგონოდ იპოვა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, კობეინი მოასულიერა [[ფლუნიტრაზეპამი]]ს დოზამ, ალკოჰოლთან აღრევით. ტურნეს დარჩენილი კონცერტები გააუქმეს.<ref>Sanz, Cynthia. [http://www.people.com/people/archive/article/0,,20107679,00.html "Hardly Nirvana"]. ''[[People (American magazine)|People]]''. March 21, 1994. Retrieved October 2, 2010.</ref> შემდგომ კვირებში კობეინი ჰეროინის მოხმარებას დაუბრუნდა. კურტი დაითანხმეს სარეაბილიტაციო კლინიკაში გადაყვანაზე, თუმცა დაწესებულებაში ყოფნიდან ერთი კვირის თავზე იგი გადაძვრა ღობეზე და თვითმფრინავით სიეტლში დაბრუნდა. ერთი კვირის შემდეგ, 1994 წლის 8 აპრილს იგი საკუთარ სახლში იპოვეს - საკუთარ თავში იარაღიდან გასროლის შედეგად გარდაცვლილი.<ref>Heard, Chris. [http://news.bbc.co.uk/2/hi/3568909.stm "Torment of rock hero Cobain"]. [[BBC News]]. April 6, 2004. Retrieved August 22, 2010.</ref>
 
=== შემდგომი მოვლენები და გამოცემები (1994–დღემდე) ===
[[File:Patsmear.jpg|alt=|thumb|პეტ სმირი, ჯგუფის საკონცერტო გიტარისტი 2010-იან წლებში სხვა წევრებთან ერთად რამდენიმეჯერ გამოდიოდა.]]
 
1994 წლის აგვისტოში DGC-მ განაცხადა, რომ გამოსცემა ორმაგ ალბომს ''Verse Chorus Verse'', როგორც ჯგუფის საკონცერტო მასალით, ასევე ''MTV Unplugged''-ზე გამოსვლით.<ref name="goldmine" /> თუმცა, ნოვოსელიჩი და გროლი თვლიდნენ, რომ ამ მასალის კობეინის გარდაცვალებიდან ასეთ მოკლე პერიოდში მომზადება ემოციურად რთული იქნებოდა.<ref>Ali, Lorraine. "One Last Blast". ''Rolling Stone''. October 17, 1996.</ref> დეივმა დააარსა [[Foo Fighters]], ხოლო ნოვოსელიჩი პოლიტიკური აქტივისტი გახდა. 1994 წლის ნოემბერში ცალკე გამოიცა ''[[MTV Unplugged in New York]]'', რომელმაც ''Billboard''-ის სათავე დაიკავა. რამდენიმე კვირის შემდეგ გამოვიდა ნირვანას პირველი ოფიციალური ვიდეო ალბომი ''[[Live! Tonight! Sold Out!!]]''.<ref name="goldmine" /> შემდეგ წელს ''MTV Unplugged in New York''-მა ჯგუფს [[გრემის ჯილდო]] მოუპოვა, საუკეთესო ალტერნატიული ალბომის კატეგორიაში.<ref>Pareles, Jon. [https://www.nytimes.com/1996/02/29/arts/rookies-win-big-in-the-38th-grammy-awards.html "Rookies' Win Big in the 38th Gramm Awards"]. ''The New York Times''. February 29, 1996. Retrieved December 3, 2010.</ref> 1996 წლის დასაწყისში საბოლოოდ გამოვიდა საკონცერტო ალბომი ''[[From the Muddy Banks of the Wishkah]]'' - იგი ჯგუფისთვის ზედიზედ მესამე ალბომად იქცა, რომელიც ''Billboard''-ის ჩარტში ლიდერობდა.<ref name="goldmine" />
 
1997 წელს ნოვოსელიჩის, გროლის და კორტნი ლავის ინიციატივით დაარსდა შპს Nirvana LLC, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა ნირვანასთან დაკავშირებულ ყველა მომავალ პროექტზე.<ref>DeRogatis, 2003. p. 32–3</ref> 45 სიმღერიანი კომპლექტი ჯგუფის იშვიათიო ჩანაწერებით უნდა გამოცემულიყო 2001 წლის ოქტომბერში.<ref name="Heath">Heath, Chris. "The Nirvana Wars: Who Owns Kurt Cobain?". ''Rolling Stone''. June 6, 2002.</ref> თუმცა, გამოცემამდე, ლავმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი შპს-ის დაშლის მოთხოვნით, რის გამოც, სანამ საქმის განხილვა არ დასრულდებოდა, ნებისმიერი ახალი გამოცემის გამოჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.<ref>DeRogatis, 2003. p. 33–4</ref> ლავი ამტკიცებდა, რომ კობეინი იყო მთელი ჯგუფი, გროლი და ნოვოსელიჩი მხოლოდ ეხმარებოდნენ და მისი მხრიდან ამ პარტნიორობაში მონაწილეობა მხოლოდ ცუდი რჩევის შედეგად მოხდა. გროლმა და ნოვოსელიჩმა საპასუხო სარჩელით უპასუხეს და მოითხოვეს ლავის ამ პარტნიორობიდან გამორიცხვა და კობეინის რომელიმე სხვა წარმომადგენლით ჩანაცვლება.<ref name="Heath" />
 
2002 წლის ოქტომბერში, საქმის განხილვამდე ერთი დღით ადრე, ცნობილი გახდა, რომ სამივე პიროვნებას შორის შეთანხმება მიღწეული იქნა. შემდგომში გამოვიდა ალბომი ''[[Nirvana (Nirvana album)|Nirvana]]'', რომელშიც აგრეთვე შევიდა "[[You Know You're Right]]", უკანასკნელი სიმღერა, ჩაწერილი კობეინის თვითმკვლელობამდე.<ref>Stout, Gene. [http://www.seattlepi.com/default/article/Courtney-Love-former-members-of-Nirvana-settle-1097350.php "Courtney Love, former members of Nirvana settle suit"]. September 30, 2002. ''Seattle Post-Intelligencer''. Retrieved July 19, 2011.</ref> ''Nirvana'' გჰმოსვლისთანავე ''Billboard''-ის ჩარტის მესამე პოზიციაზე მოხვდა<ref>Susman, Gary. [http://www.ew.com/ew/article/0,,388144,00.html "'Mile' Marker"]. ''Entertainment Weekly''. November 7, 2002. Retrieved November 14, 2010.</ref> კომპლექტი ''[[With the Lights Out]]'' 2004 წლის ნოემბერში გამოიცა. მასში შევიდა კურტის მრავალი დემო, სარეპეტიციო და საკონცერტო ჩანაწერები. ამ კომპლექტის შეჯამება, ''[[Sliver: The Best of the Box]]'', 2005 წლის ბოლოს გამოვიდა - მანამდე გამოუცემელი სამი სიმღერით.<ref>[http://www.billboard.com/articles/news/61350/track-list-set-for-nirvana-compilation "Track List Set For Nirvana Compilation"]. ''Billboard''. September 20, 2005. Retrieved November 14, 2010.</ref>
 
2006 წლის აპრილში ლავმა განაცხადა, რომ ნირვანას სიმღერების კატალოგის საკუთარ 25 პროცენტიან წვლილს დაახლოებით 50 მილიონ აშშ დოლარად ყიდდა. ეს წვლილი შეიძინა Primary Wave Music-მა, რომელიც [[Virgin Records]]-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ლარი მესტელის მიერ დაარსდა. თანდართულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ლავს სურდა ნირვანას მოყვარულების დარწმუნება, რომ მუსიკა არა უბრალოდ მას გადაეცემოდა, ვინც მეტს გადაიხდიდა - „ჩვენ შევინარჩუნებთ გემოვნებას და ერთგულებას ნირვანას სულისადმი...“<ref>Vineyard, Jennifer. [http://www.mtv.com/news/articles/1528625/20060413/love_courtney.jhtml?headlines=true "Courtney Love Sells Substantial Share Of Nirvana Publishing Rights"]. MTVNews.com. April 13, 2006. Retrieved September 5, 2007.</ref> 2006 წელს DVD-ზე პირველად გამოვიდა ''Live! Tonight! Sold Out!!''<ref>Cohen, Jonathan. [https://web.archive.org/web/20071021071419/http://billboard.com/bbcom/news/article_display.jsp?vnu_content_id=1003190379 "Nirvana Concert Film Making DVD Debut"]. ''Billboard''. October 3, 2006. Archived from [http://billboard.com/bbcom/news/article_display.jsp?vnu_content_id=1003190379 the original] on October 21, 2007. Retrieved August 24, 2010.</ref>, ხოლო 2007 წელს – ''MTV Unplugged in New York'', პირველად სრული სახით.<ref>Cohen, Jonathan. [https://web.archive.org/web/20080430090430/http://www.billboard.com/articles/news/1048591/nirvanas-unplugged-finally-heading-to-dvd "Nirvana's 'Unplugged' Finally Heading To DVD"]. ''Billboard''. October 4, 2007. Archived from [http://www.billboard.com/articles/news/1048591/nirvanas-unplugged-finally-heading-to-dvd the original] on April 30, 2008. Retrieved August 24, 2010.</ref> ჯგუფის გამოსვლა რედინგის 1992 წლის ფესტივალზე ასევე გამოიცა 2009 წლის ნოემბერში, CD-ზე და DVD-ზე - როგორც ''[[Live at Reading]]''.<ref>[http://www.nme.com/news/nirvana/47122 "Nirvana 'Live At Reading Festival' DVD finally set for official release"]. ''NME''. September 3, 2009. Retrieved August 24, 2010.</ref> იმავე თვეში Sub Pop-ზე გამოვიდა ''Bleach''-ის 20 წლიანი საიუბილეო გამოცემა<ref name="pitchfork">Breihan, Tom. [http://pitchfork.com/news/36229-sub-pop-to-reissue-nirvanas-ibleachi/ "Sub Pop to Reissue Nirvana's Bleach"]. [[Pitchfork Media]]. August 14, 2009. Retrieved November 27, 2010.</ref>, ხოლო DGC-მ 2011 წლის სექტემბერში გამოუშვა ''Nevermind''-ის<ref>[http://www.upvenue.com/article/1432-details-of-nirvana-s-nevermind-reissue.html "Details of Nirvana's Nevermind Reissue"]. UpVenue.com. Retrieved May 19, 2013.</ref> და 2013 წლის სექტემბერში - ''In Utero''-ს დელუქს-გამოცემები.<ref>{{cite web|last=Kreps|first=Daniel|title=Inside Nirvana's Rarities-Packed 'In Utero' Reissue: Demos, Live Cuts, and a Found Track &#124; Music News &#124; Rolling Stone|date=August 13, 2013|url=http://www.rollingstone.com/music/news/inside-nirvanas-rarities-packed-in-utero-reissue-20130813|accessdate=August 23, 2013}}</ref>
 
2012 წელს გროლი, ნოვოსელიჩი და სმირი შეუერთდნენ [[პოლ მაკ-კარტნი]]ს [[12-12-12: The Concert for Sandy Relief]]-ზე გამოსვლისას.<ref>[https://www.theguardian.com/music/2012/dec/12/paul-mccartney-kurt-cobain-nirvana "Paul McCartney to replace Kurt Cobain in Nirvana reunion"]. Guardian.co.uk. December 12, 2012. Retrieved on December 12, 2012.</ref> ამ საქველმოქმედო კონცერტზე მათ დაუკრეს ერთობლივად დაწერილი "Cut Me Some Slack". სტუდიური ჩანაწერი გამოვიდა გროლის ფილმის „Sound City“ საუნდტრეკზე.<ref>[http://consequenceofsound.net/2012/12/nirvana-reunite-with-paul-mccartney-record-new-song-cut-me-some-slack/ "Nirvana Reunites with Paul McCartney, Record New Song 'Cut Me Some Slack'"]. [[Consequence of Sound]]. December 12, 2012. Retrieved December 12, 2012.</ref><ref name="allmusic-sound-city">{{cite web|last=Erlewine|first=Stephen|title=Sound City: Real to Reel - Original Soundtrack|url=http://www.allmusic.com/album/sound-city-real-to-reel-mw0002480578|work=[[AllMusic]]|publisher=[[Rovi Corporation]]|accessdate=March 26, 2013}}</ref> 2013 წლის 19 ივლისს მათ კიდევ ერთხელ დაუკრეს პოლის ტურნეს [[Out There! Tour|Out There]] ფარგლებში, სიეტლში, ბისზე გამოსვლისას - მშობლიურ ქალაქში მათი საკონცერტო გამოსვლა, ამრიგად, 15 წლიანი შესვენების შემდეგ მოხდა.<ref>{{cite news|url=http://www.rollingstone.com/music/news/paul-mccartney-playing-with-nirvanas-surviving-members-was-powerful-20130722|title=Paul McCartney on Playing With Nirvana's Surviving Members|last=Vozick-Levinson|first=Simon|date=July 22, 2013|work=[[Rolling Stone]]|accessdate=January 27, 2014}}</ref><ref>[http://www.seattlepi.com/local/slideshow/Paul-McCartney-at-Safeco-Field-66721.php/ "Paul McCartney at Safeco Field"]. [[Seattle Post-Intelligencer]]. July 20, 2013. Retrieved July 20, 2013.</ref>
 
2014 წელს ნირვანა შეიყვანეს [[როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი|როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში]] - კობეინის, ნოვოსელიჩის და გროლის სახით. ცერემონიაზე ნოვოსელიჩმა და გროლმა სმირთან ერთად ოთხი მიწვეული ვოკალისტის - [[ჯოან ჯეტი]]ს, [[კიმ გორდონი]]ს, სენტ ვინსენტის და [[Lorde|ლორდის]] მონაწილეობით შეასრულეს ოთხი სიმღერა.<ref>{{cite web|url=http://www.nme.com/news/nirvana/76724|title=NME News Krist Novoselic says female-fronted Nirvana shows 'conjured spirit of the band'|publisher=Nme.com|date=2014-04-14|accessdate=2015-04-23}}</ref><ref>{{cite web|url=https://twitter.com/KristNovoselic/status/454485425697341440|title=Krist Novoselić on Twitter: "Thank you @joanjett @lordemusic @KimletGordon @st_vincent for joining @nirvana tonight".|publisher=Twitter.com|date=2014-04-10|accessdate=2015-04-23}}</ref> (შემდგომში სამეული, ჯეტთან, გორდონთან, სენტ ვინსენტთან, Deer Tick-ის ჯონ მაკ-კოულისთან და ჯეი მასკისთან ერთად გამოვიდა ბრუკლინის ბარში St. Vitus.<ref>{{cite web|url=http://www.rollingstone.com/music/news/the-inside-story-of-nirvanas-one-night-only-reunion-20140416#ixzz2z5N8SUja|title=The Inside Story of Nirvana's One-Night-Only Reunion at the Rock and Roll Hall of Fame|publisher=''Rolling Stone''|date=April 16, 2014|accessdate=October 26, 2014}}</ref>) ცერემონიის დროს გროლმა მადლობა გადაუხადა ბერკჰარდს, კროვერს, პიტერსს და ჩენინგს ნირვანას ისტორიაში შეტანილი წვლილისთვის. ცერემონიაზე აგრეთვე მიიწვიეს ევერმენი, რომელიც მაყურებლებს შორის იჯდა.<ref>{{cite web|url=http://www.thedailybeast.com/articles/2014/04/12/he-left-nirvana-because-he-had-cooler-things-to-do-like-going-to-iraq.html|title=He Left Nirvana Because He Had Cooler Things to Do. Like Going to Iraq.|first=Jacob|last=Siegel|date=April 12, 2014|publisher=}}</ref>
 
2016 წელს, გრემის დაჯილდოების წინა წვეულებაზე, რომელსაც ყოველ წელს კლაივ დეივისი მართავდა, ნირვანას დარჩენილი წევრები შეუერთდნენ [[ბეკი (მუსიკოსი)|ბეკს]] და დაუკრეს [[დევიდ ბოუი]]ს "[[The Man Who Sold the World#ნირვანას ვერსია|The Man Who Sold the World]]", რომელიც ჯგუფმა წლებით ადრე ''[[MTV Unplugged]]''-ზე შეასრულა. ბეკმა მათთან ერთად დაუკრა გიტარაზე და წამყვანი ვოკალი შეასრულა.<ref>{{cite web|url=https://www.relix.com/blogs/detail/beck_fronts_the_surviving_members_of_nirvana_on_the_man_who_sold_the_world |title=Beck Fronts the Surviving Members of Nirvana on "The Man Who Sold the World" : Blogs |website=Relix.com |date=2016-02-16 |accessdate=2016-03-14}}</ref>
 
==ჯგუფის წევრები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნირვანა_(ჯგუფი)“-დან