სერბთა რესპუბლიკის არმია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 37:

'''სერბთა რესპუბლიკის არმია''' ({{lang-sr|Војска Републике Српске / Vojska Republike Srpske; შემოკლებით ВРС/VRS}}) — [[სერბთა რესპუბლიკა (ბოსნია და ჰერცეგოვინა)|სერბთა რესპუბლიკის]] შეიარაღებული ძალა [[ბოსნიის ომი]]ს დროს. ომის დასრულების შემდეგ შენარჩუნდა საპოლიციო ფუნქციებით ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ქვემდებარე სერბთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე [[2006]] წლამდე. 2006 წელს საბოლოოდ შეერწყა ბოსნიისა და ჰერცეგოვინის შეიარაღებულ ძალებს.<ref name="vrs">[http://www.republikasrpska.net/istorija/vojska-republike-srpske/ Vojska Republike Srpske - Istorijat]</ref>

==იუგოსლავიის დაშლა==
იუგოსლავიაში მრავალპარტიული სისტემის დაშვების შემდეგ გააქტიურდნენ ნაციონალისტური ძალები. [[სლოვენია|სლოვენიისა]] და [[ხორვატია|ხორვატიის]] [[იუგოსლავიის დაშლა|კვალდაკვალ]] [[იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა|იუგოსლავიისგან]] გამოყოფის მსურველები გააქტიურდნენ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკაშიც, რომელიც ეთნორელიგიურად ყველაზე ჭრელი იყო. [[1991]] წლის [[31 მარტი]]ს აღწერით, მისი მოსახლეობის (4,4 მლნ) სამ ძირითად ჯგუფს შეადგენდნენ ბოსნიელები (მუსლიმები, 1,9 მლნ, 44%), რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ 45 რაიონში (13 მათგანში ფარდობითი, ხოლო 31–ში აბსოლუტური) სერბები (1,4 მლნ, 31%), რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენდნენ 34 რაიონში (5 ფარდობითი და 29 აბსოლუტური) და ხორვატები (752 ათ., 17%), რომლებიც უმრავლესობა იყვნენ 20 რაიონში (6 ფარდობითი და 14 აბსოლუტური). მოსახლეობის დანარჩენ 8% შეადგენდნენ სხვა ეროვნების წარმომადგენლები და ასევე [[სლავები|იუგოსლავები]] (ძირითადად შერეული ქორწინების შთამომავლები).<ref>[http://pod2.stat.gov.rs/ObjavljenePublikacije/G1991/pdf/G19914013.pdf Становништво према националној припадности и површина насеља]</ref>

ბოსნიაში გამოიკვეთა სამი ძირითადი ძალა, რომელიც ძირითადად თავიანთი ეთნიკური ჯგუფების ინტერესებს გამოხატავდნენ – [[დემოკრატიული მოქმედების პარტია]] ({{lang-bs|Stranka demokratske akcije; SDA}}), რომელსაც ბოსნიელი [[ალია იზეთბეგოვიჩი]] ედგა სათავეში, [[სერბთა დემოკრატიული პარტია]] ({{lang-sr|Српска демократска Странка; СДС}}) რომლის ლიდერი იყო [[რადოვან კარაჯიჩი]] და [[ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ხორვატების დემოკრატიული გაერთიანება]] ({{lang-hr|Hrvatska demokratska zajednica Bosne i Hercegovine; HDZ BiH}}), [[სტეპან კლუიჩი]]თ სათავეში. სამივე ლიდერი წარსულში ანტიკომუნისტი იყო და იდევნებოდა დისიდენტობისთვის იუგოსლავიის პერიოდში, თუმცა კარაჯიჩს, ისევე როგორც ბოსნიელ სერბთა დიდ ნაწილს, სურდა იუგოსლავიის შენარჩუნება, სადაც დომინანტი [[სერბეთი]] იყო. იზეთბეგოვიჩი კი პირიქით, კატეგორიული წინააღმდეგი იყო დარჩენილიყო იუგოსლავიის ნაწილად, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ხორვატია და სლოვენია, რომლებიც მეტ–ნაკლებად აბალანსებდნენ სერბეთის გავლენას, გამოეყვნენ ფედერაციას. კლუიჩი მხარს უჭერდა იზეთბეგოვიჩის მთავრობას, თუმცა ბოსნიის ხორვატთა უმეტესობას ხორვატიასთან შეერთება სურდა, ბოსნიის ხორვატთა ამ სურვილს ასევე მხარს უჭერდა ხორვატიის ახალარჩეული პრეზიდენტი [[ფრანიო ტუჯმანი]]ც.

ნაციონალისტების გააქტიურების პარალელურად [[სერბები]] იწყებენ ზრუნვას იმისთვის, რომ უმცირესობაში არ დარჩნენ. ისინი აცხადებენ რამდენიმე ავტონომიურ რეგიონს ხორვატიისა და ბოსნიის ტერიტორიაზე, რომელთა საბოლოო მიზანი სერბეთთან გაერთიანება და დიდი სერბეთის შექმნა იყო. [[იუგოსლავიის სახალხო არმია|ფედერალური არმიისგან]] მიღებული ტექნიკის, იარაღისა და საჭურვლის დახმარებით კი სერბული ანკლავები სერიოზული სამხედრო ძალის მფლობელები ხდებიან.<ref name="lukic">{{cite book| last1 = Lukic| first1 = Reneo| last2 = Lynch| first2 = Allen| title = Europe from the Balkans to the Urals: The Disintegration of Yugoslavia and the Soviet Union| publisher = Oxford University Press| location = Oxford| year = 1996| isbn = 978-0-19-829200-5| url = http://books.google.com/books?id=WPhhLfp8huIC&printsec=frontcover| ref = harv}}</ref> [[1991]] წლის მარტში ბოსნიელ სერბთა პოლიტიკურ ორგანიზაციას, [[სერბთა დემოკრატიული პარტია|სერბთა დემოკრატიულ პარტიას]] ფედერალურმა არმიამ გადასცა 23 ათასამდე ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო სერბულ გასამხედროებულ დაჯგუფებებს 51 ათასი.<ref name="ramet">{{cite book| last = Ramet| first = Sabrina P.| title = The Three Yugoslavias: State-Building and Legitimation, 1918–2005| publisher = Indiana University Press| location = Bloomington| year = 2006| isbn = 978-0-253-34656-8| url = http://books.google.com/books?id=FTw3lEqi2-oC&printsec=frontcover| ref = harv}}</ref>

===იუგოსლავიის სახალხო არმიის რეორგანიზაცია===
[[ბელგრადი]]ს მთავრობა თანაუგრძნობდა ბოსნიელ სერბებს. იუგოსლავიის სერბმა ლიდერებმა – [[სობოდან მილოშევიჩი|სლობოდან მილოშევიჩმა]] და [[ბორისავ იოვიჩი|ბორისავ იოვიჩმა]] გადაწყვიტეს, მოეხდინათ ბოსნიაში არსებული ფედერალური არმიის ნაწილების რეორგანიზაცია. კერძოდ, მათ გადაწყვიტეს, ბოსნიაში მყოფი სამხედრო ნაწილები შეევსოთ ექსკლუზიურად ბოსნიელი სერბებით. [[1991]] წლის [[25 დეკემბერი|25 დეკემბერს]] იუგოსლავიის თავდაცვის მინისტრმა, ველკო კადიევიჩმა მოაწერა ხელი საიდუმლო ბრძანებას, რომლის თანახმადაც დაიწყო ამ პროექტის განხორციელება. [[1992]] წლის [[3 იანვარი|3 იანვარს]] ბოსნიის ტერიტორიაზე შეიქმნა სახალხო არმიის მეორე სამხედრო ოლქი, შტაბით [[სარაევო]]ში, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გენერალ-პოლკოვნიკი [[მილუტინ კუკანაცი]]. ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე შეიქმნა მეოთხე სამხედრო ოლქი, რომელსაც პავლე სტრუგარი მეთაურობდა. სამხედრო სასწავლებლების კურსანტების ჩათვლით, ამ დროისთვის ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე განლაგებული იყო იუგოსლავიის სახალხო არმიის ნაწილები 110 000 პირადი შემადგენლობით, 500 ტანკით, ჯავშანტრანსპორტიორითა და ჯავშანმანქანით, 550 მსხვილკალიბრიანი ქვემეხით, 48 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემითა და 350 მსხვილკალიბრიანი ნაღმსატყორცნით. ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში განლაგებული იყო 120 გამანადგურებელი და მოიერიშე თვითმფრინავი, 40 საბრძოლო და 30 სატრანსპორტო ვერტმფრენი. ეს ნაწილები მალევე შეივსო ბოსნიელი სერბებით და 1992 წლის თებერვლის ბოლოს მოსამსახურეთა თითქმის 85 % ბოსნიელი სერბი იყო.<ref>{{წიგნი |ავტორი = R. Craig Nation. |სათაური = War in the Balkans 1991-2002 |გამომცემლობა = U.S. Army War College |წელი = 2003 |isbn = 1-58487-134-2}}</ref><ref name="artofwar">[http://artofwar.ru/i/ionow_a_a/text_0010.shtml Очерки военной истории конфликта в Югославии (1991-1995)] Ионов Александр Алексеевич</ref><ref name="balk">{{წიგნი |ავტორი = David C. Isby |სათაური = Balkan Battlegrounds: A Military History of the Yugoslav Conflict, 1990-1995 |ბმული = http://books.google.ru/books?id=0AoPAAAACAAJ&redir_esc=y |ადგილი = Washington |გამომცემლობა = Diane Publishing Company |წელი = 2003 |isbn = 978-0-7567-2930-1}}</ref>

[[1992]] წლის [[9 იანვარი|9 იანვარს]] ბოსნიის პრეზიდიუმის სერბი დეპუტატები გამოეყვნენ პრეზიდიუმს და გამოაცხადეს [[სერბთა რესპუბლიკა (ბოსნია და ჰერცეგოვინა)|სერბთა რესპუბლიკის]] შექმნა. მათვე დაიკავეს [[იუგოსლავიის ტერიტორიული თავდაცვა|ტერიტორიული თავდაცვის]] საწყობები იმ რეგიონებში, სადაც სერბები უმრავლესობას შეადგენდნენ და შექმნეს კრიზისული შტაბები. ამგვარად [[1992]] წლის აპრილისთვის სერბებს გარდა იუგოსლავიის არმიაში მომსახურე პერსონალისა, ჰყავდათ 60 ათასიანი მოხალისეთა ფორმირებები, რომელთა რიცხვი სხვადასხვა რეგიონში 300-დან ([[ბოსანსკა კრუპა]]ში) 4 200-მდე ([[სოკოლაცი|სოკოლაცსა]] და [[ოლოვო]]ში) მერყეობდა.<ref name="balk" /> ეს რაზმები ადგილობრივი კრიზისული შტაბების დაქვემდებარებაში იყო და მათ სერბთა დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი უჯრედის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა.<ref name="artofwar" />

==ბოსნიის დამოუკიდებლობა==
[[1992]] წლის [[3 მარტი|3 მარტს]], ცხადდება ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.<ref name="Malcolm">{{cite book |last=Malcolm |first=Noel |title=Bosnia: A Short History |url= http://books.google.ge/books/about/Bosnia.html?id=Cvk6oMf9R7AC |publisher=New York University Press |year=1996 |isbn=0-8147-5561-5}}</ref> ამ დროს [[სარაევო]] დაყოფილია ეთნიკური ნიშნით და მიმდინარეობს სისხლიანი დაპირისპირება – [[1992]] წლის [[1 მარტი|1 მარტს]] სერბული ქორწილის დროს მექორწილეებმა სერბული დროშით გაიარეს ბაშჩარშიას ბაზართან. შეიარაღებულმა პირებმა ისინი გააჩერეს და მოსთხოვეს დროშის ჩამოხსნა. შელაპარაკება სროლაში გადაიზარდა, რასაც ნეფის მამა, ნიკოლა გარდოვიჩი (რომელსაც დროშა ეკავა) ემსხვერპლა.<ref name="donia">{{წიგნი |ავტორი = Robert J. Donia |სათაური = Sarajevo: A Biography |ბმული = http://books.google.ge/books?id=ACvJHam2_-oC |გამომცემლობა = University of Michigan Press |წელი = 2006 |isbn = 9780472115570}}</ref> სერბული ცნობებით, მკვლელობა ჩაიდინეს [[მწვანე ბერეტები]]ს ოთხმა მებრძოლმა – მუჰამმად შვრაკიჩმა (მწვანე ბერეტების ფორმირების მეთაურის, ემინ შვრაკიჩის ვაჟი), სუად შაბანოვიჩმა, ტაიბ ტორლაკიჩმა და რამიზ დელალიჩმა.<ref>[http://www.telegraf.rs/vesti/568549-krvava-svadba-zlocin-kojim-je-pre-21-godinu-poceo-gradjanski-rat-u-bih-foto-video KRVAVA SVADBA: Zločin kojim je pre 21 godinu počeo građanski rat u BiH!]</ref> მეორე დღეს სერბული ფორმირებები იკავებენ სერბულ უბნებს და აწყობენ ბლოკპოსტებს, ხოლო მათი ნაწილი ცდილობს ბოსნიის პარლამენტის შენობის ბლოკირებას, თუმცა სარაევოს ათასობით მცხოვრები ახერხებს მათ განეიტრალებას. შეტაკებებში ოთხი ადამიანი დაიღუპა.<ref name="Malcolm" />

==კრიზისი==
ბოსნიას დაუწესდა იარაღის ემბარგო<ref>[http://www.refworld.org/cgi-bin/texis/vtx/rwmain?docid=3b00f16f1c UN Security Council, Resolution 713 (1991) Adopted by the Security Council at its 3009th meeting, on 25 September 1991, 25 September 1991, S/RES/713 (1991)]</ref>, რომელიც რეალურად სწორედ [[ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმია]]ს აზარალებდა, რადგან სერბები და ხორვატები ახერხებდნენ იარაღის შემოტანას თავისი მხარდამჭერი ქვეყნებიდან – იუგოსლავიიდან და ხორვატიიდან.
ბრძოლები და შეტაკებები მთელი ბოსნიის ტერიტორიაზე ხდებოდა. [[1992]] წლის [[25 მარტი|25]]–[[26 მარტი|26 მარტს]] სიეკოვაცში, ხორვატიის საზღვართან მოკლეს 12 სერბი სამოქალაქო პირი, თუმცა მათი მიზანმიმართული დახოცვა არ დადასტურდა, თვითმხილველების (მათ შორის სერბების) განცხადებით, ისინი სროლაში მოყვნენ, ან იარაღს ატარებდნენ. <ref name="hw-1993">{{cite book| last = Nizich| first = Ivana| title = War crimes in Bosnia-Hercegovina| year = 1993| isbn = 1-56432-083-9}}</ref>

სერბულ ფორმირებებსა და ადგილობრივებს შორის შეტაკებები მოხდა ჩაპლინასთან [[7 მარტი|7 მარტს]], [[ბოსანსკი ბროდი|ბოსანსკი ბროდში]] [[15 მარტი|15]]–[[24 მარტი|24 მარტს]] და [[გორაჟდე]]სთან [[15 მარტი|15 მარტს]], არმიის არტილერიამ დაბომბა [[ნეუმი]] [[19 მარტი|19 მარტს]].

[[1992]] წლის [[1 აპრილი|1 აპრილს]] [[სერბ მოხალისეთა გვარდია]]მ იუგოსლავიის არმიის დახმარებით დაიკავა ქალაქი [[ბიელინა]] სერბეთის საზღვართან, რომლის მცხოვრებთა 59% სერბები იყვნენ, 31% ბოსნიელები, ხოლო 10% სხვა ეროვნების. მოხალისეთა გვარდიის წევრებმა დაიწყეს არასერბებისა და იმ სერბების ხოცვა, რომლებსაც ისინი არასანდოდ მიიჩნევდნენ ან ცდილობდნენ არასერბების შეფარებას<ref>{{cite book | last = Weitz | first = Eric D. | year = 2003 | title = A Century of Genocide: Utopias of Race and Nation | publisher = Princeton University Press | location = Princeton | isbn = 978-0-691-00913-1 | url=http://books.google.com/books?id=af3gJaNj3ZEC&printsec=frontcover | ref = harv }}</ref>. მკვლელობები ორი დღე გრძელდებოდა, მოკლულთა ზუსტი რიცხვი უცნობია<ref name="hrw1">[http://www.hrw.org/reports/2000/bosnia/BOSN005.pdf BOSNIA AND HERCEGOVINA UNFINISHED BUSINESS: THE RETURN OF REFUGEES AND DISPLACED PERSONS TO BIJELJINA]</ref>, თუმცა [[საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე|ჰააგის ტრიბუნალის]] მონაცემებით, უტყუარად დადგენილი იქნა 48 სამოქალაქო პირის მკვლელობა, მათ შორის 45 არასერბისა.<ref >[http://www.icty.org/x/cases/krajisnik/tjug/en/kra-jud060927e.pdf MOMČILO KRAJIŠNIK; JUDGEMENT.]</ref> ქალაქის [[მეჩეთი|მეჩეთებზე]] სერბული დროშები აღმართეს. [[3 აპრილი|3 აპრილს]] ბოსნიის სამთავრობო დელეგაცია ეწვია ბიელინას. მათ დასახვედრად ქალაქის ქუჩები გვამებისგან გაიწმინდა, თუმცა სერბ მოხალისეთა გვარდიის ლიდერმა, ჟელკო რაჟნატოვიჩმა ბოსნიის საპრეზიდენტო საბჭოს სერბ წევრს, ბილანა პლავშიჩს უარი უთხრა გაეყვანა თავისი მებრძოლები ბიელინიდან. რაჟნატოვიჩის თქმით, მისი მებრძოლები სერბ ერს ახალი [[იასენოვაცის საკონცენტრაციო ბანაკი|იასენოვაცისგან]] იცავდნენ. პლავშიჩმა მას "ნამდვილი სერბი, რომლისნაირებიც ბევრი გვჭირდება ... სერბი ერის გმირი." უწოდა, სახალხოდ გადაეხვია და აკოცა.<ref>[http://news.bbc.co.uk/2/hi/1108604.stm Biljana Plavsic: Serbian iron lady]</ref> სამთავრობო დელეგაციამ ქალაქი სრულად ვერ დაათვალიერა, ისინი წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით ატარეს ქალაქში, ხოლო მათი წასვლის შემდეგ ძალადობა გაგრძელდა – არასერბებს აიძულებდნენ ხელი მოეწერათ ქონების ნებაყოფლობით დათმობაზე. ვინც თანხმდებოდა, საშუალებას აძლევდნენ ქალაქიდან გასულიყო. ქალაქის შვიდივე მეჩეთი დანაღმეს და ააფეთქეს.<ref name="hrw1" />

[[1992]] წლის [[1 აპრილი|1 აპრილს]] [[სერბ მოხალისეთა გვარდია]]მ იუგოსლავიის არმიის დახმარებით დაიკავა ქალაქი [[ბიელინა]] სერბეთის საზღვართან, რომლის მცხოვრებთა 59% სერბები იყვნენ, 31% ბოსნიელები, ხოლო 10% სხვა ეროვნების. მოხალისეთა გვარდიის წევრებმა დაიწყეს არასერბებისა და იმ სერბების ხოცვა, რომლებსაც ისინი არასანდოდ მიიჩნევდნენ ან ცდილობდნენ არასერბების შეფარებას<ref>{{cite book | last = Weitz | first = Eric D. | year = 2003 | title = A Century of Genocide: Utopias of Race and Nation | publisher = Princeton University Press | location = Princeton | isbn = 978-0-691-00913-1 | url=http://books.google.com/books?id=af3gJaNj3ZEC&printsec=frontcover | ref = harv }}</ref>. მკვლელობები ორი დღე გრძელდებოდა, მოკლულთა ზუსტი რიცხვი უცნობია<ref name="hrw1">[http://www.hrw.org/reports/2000/bosnia/BOSN005.pdf BOSNIA AND HERCEGOVINA UNFINISHED BUSINESS: THE RETURN OF REFUGEES AND DISPLACED PERSONS TO BIJELJINA]</ref>, თუმცა [[საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე|ჰააგის ტრიბუნალის]] მონაცემებით, უტყუარად დადგენილი იქნა 48 სამოქალაქო პირის მკვლელობა, მათ შორის 45 არასერბისა.<ref >[http://www.icty.org/x/cases/krajisnik/tjug/en/kra-jud060927e.pdf MOMČILO KRAJIŠNIK; JUDGEMENT.]</ref> ქალაქის [[მეჩეთი|მეჩეთებზე]] სერბული დროშები აღმართეს. [[3 აპრილი|3 აპრილს]] ბოსნიის სამთავრობო დელეგაცია ეწვია ბიელინას. მათ დასახვედრად ქალაქის ქუჩები გვამებისგან გაიწმინდა, თუმცა სერბ მოხალისეთა გვარდიის ლიდერმა, ჟელკო რაჟნატოვიჩმა ბოსნიის საპრეზიდენტო საბჭოს სერბ წევრს, ბილანა პლავშიჩს უარი უთხრა გაეყვანა თავისი მებრძოლები ბიელინიდან. რაჟნატოვიჩის თქმით, მისი მებრძოლები სერბ ერს ახალი [[იასენოვაცის საკონცენტრაციო ბანაკი|იასენოვაცისგან]] იცავდნენ. პლავშიჩმა მას "ნამდვილი სერბი, რომლისნაირებიც ბევრი გვჭირდება ... სერბი ერის გმირი." უწოდა, სახალხოდ გადაეხვია და აკოცა.<ref>[http://news.bbc.co.uk/2/hi/1108604.stm Biljana Plavsic: Serbian iron lady]</ref> სამთავრობო დელეგაციამ ქალაქი სრულად ვერ დაათვალიერა, ისინი წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით ატარეს ქალაქში, ხოლო მათი წასვლის შემდეგ ძალადობა გაგრძელდა – არასერბებს აიძულებდნენ ხელი მოეწერათ ქონების ნებაყოფლობით დათმობაზე. ვინც თანხმდებოდა, საშუალებას აძლევდნენ ქალაქიდან გასულიყო. ქალაქის შვიდივე მეჩეთი დანაღმეს და ააფეთქეს.<ref name="hrw1" />

[[3 აპრილი]]დან [[11 აპრილი|11 აპრილამდე]] ბოსნიის ხორვატულ ქალაქ [[კუპრესი|კუპრესთან]] მიმდინარეობდა ბრძოლა ბოსნიელ ხორვატ მებრძოლებსა და იუგოსლავიის არმიას (ბოსნიელ სერბთა მხარდაჭერით) შორის. ბოსნიელ ხორვატებს სურდათ დახმარებოდნენ თავის თანამემამულეებს, რომლებიც [[სერბთა რესპუბლიკა კრაინა|კნინის კრაინაში]] სერბ სეპარატისტებს ებრძოდნენ და მოეხდინათ მათი ბლოკირება. ბრძოლა იუგოსლავიის არმიის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ბრძოლას ორივე მხრიდან 200–ზე მეტი ადამიანი შეეწირა.<ref name="ramet" />

==ომის დასაწყისი და ფედერალური არმიის გასვლა==
ეთნიკურმა დაძაბულობამ პიკს მიაღწია აპრილის დასაწყისში. სარაევოში უკვე მოაღწია ხმებმა [[ბიელინა]]ში [[ბოსნიელები]]ს [[ეთნიკური წმენდა|ეთნიკური წმენდის]] შესახებ. ამას დაერთო [[5 აპრილი|5 აპრილს]] ეროვნებით სერბი პოლიციელების მიერ თავდასხმა სარაევოს პოლიციის განყოფილებებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწავლებელზე. შეტაკებაში 2 პოლიციელი და 1 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ბოსნიის საპრეზიდენტო საბჭომ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა.<ref name="hw-1993" /> საღამოს სერბულმა ფორმირებებმა კვლავ აღმართეს ბლოკპოსტები და ეცადნენ მოეხდინათ ბოსნიის ხელისუფლების ბლოკირება აღმასრულებელი საბჭოს შენობაში. სარაევოს მოქალაქეები ამჯერადაც ქუჩებში გამოვიდნენ მათ შესაჩერებლად. სერბული ფორმირებები 100 ათასამდე ყველა ეროვნების სარაევოელი დემონსტრანტის პირისპირ აღმოჩნდნენ. გაიხსნა ცეცხლი, რომელმაც იმსხვერპლა ორი დემონსტრანტი სუადა დილბეროვიჩი და ოლგა სუჩიჩი, რომლებიც ემსხვერპლნენ სერბთა დემოკრატიული პარტიის შტაბბინის (რომელიც დღევანდელ სასტუმრო Hotel Holiday Sarajevo–ის შენობაში მდებარეობდა) წინ, ვრბანას ხიდზე ნასროლ ტყვიებს.<ref name="donia" />

[[File:JNA Helmets.JPG|250პქ|thumb|[[იუგოსლავიის სახალხო არმია|იუგოსლავიური]] ჩაფხუტები – ძველი და ახალი ემბლემებით. [[1992]]]]
დემონსტრანტებმა სასტუმრო დაიკავეს, სერბული დემოკრატიული პარტიის ოფისი დაარბიეს, დაატყვევეს ექვსი ადამიანი, რომლებიც სერბ სნაიპერებად მიიჩნიეს.<ref name="artofwar" /> მოწინააღმდეგე მხარეების დასაშოშმინებლად მოქმედება დაიწყო იუგოსლავიის სახალხო არმიის 49-ე მექანიზებული ბრიგადის ნაწილებმა (იუგოსლავიის სახალხო არმიის ნაწილები ბოსნიის ტერიტორიაზე მთლიანად ბოსნიელი სერბებით იყო დაკომპლექტებული 1991 წლის ბოლოდან). მათ დაიკავეს სარაევოს აეროპორტი, ტრამვაების დეპო და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწავლებელი. დაბომბეს სარაევოს აღმასრულებელი საბჭოს შენობა.<ref name="galic">[http://www.icty.org/x/cases/galic/acjug/en/gal-acjud061130.pdf STANISLAV GALIĆ JUDGEMENT]</ref>

მეორე დღეს, [[6 აპრილი|6 აპრილს]], 12–მა ევროპულმა ქვეყანამ გამოაცხადა, რომ ისინი აპირებდნენ ეცნოთ ბოსნიის დამოუკიდებლობა. [[7 აპრილი|7 აპრილს]] ბოსნიის დამოუკიდებლობა ცნო [[აშშ]]–მ.<ref name="Malcolm" /> ამის შემდეგ ომმა მთელი ბოსნიის ტერიტორიაზე იფეთქა – სერბები ფედერალური არმიის ნაწილების დახმარებით ზედიზედ იკავებდნენ იმ ქალაქებს, სადაც სერბები არა მხოლოდ უმრავლესობას, არამედ მნიშვნელოვან უმცირესობას შეადგენდნენ. მათ დაიკავეს თითქმის მთელი აღმოსავლეთ ბოსნია სარაევოს, ჟეპისა და გორაჟდეს ანკლავების გამოკლებით (სადაც თავი მოიყარეს მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოდევნილმა ბოსნიელებმა), ხოლო დასავლეთ ბოსნია ბიჰაჩისა და ველიკა კლადუშას რაიონების გარდა.

[[13 აპრილი|13 აპრილს]] ყველა ბოსნიურმა პოლიტიკურმა პარტიამ, მათ შორის სერბთა დემოკრატიულმა პარტიამაც, მოაწერეს ხელი ერთიანი სარაევოს შეთანხმებას [[ლისაბონი|ლისაბონში]], მაგრამ ეს შეთანხმება არ შესრულდა და ყველა მხარე ერთმანეთს სდებდა ბრალს მის დარღვევაში. აპრილის განმავლობაში სარაევოში დისლოცირებული იუგოსლავიის სახალხო არმიის მეორე სამხედრო ოლქის მეოთხე კორპუსის არტილერია და მძიმე ტექნიკა იკავებს სარაევოს გარშემო მაღლობებს, ალია იზეთბეგოვიჩის მოთხოვნაზე იუგოსლავიის მაშინდელი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის მიმართ, გაიყვანოს თავისი არმია სარაევოს ტერიტორიიდან, მილოშევიჩი თანხმდება გაიყვანოს მხოლოდ ის მებრძოლები, რომლებიც ბოსნიური წარმოშობის არ არიან, რომლებიც მათ შორის თითქმის არ იყვნენ. მილოშევიჩის მტკიცებით, მის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედროები ბოსნიაში აღარ დარჩნენ, ხოლო ბოსნიელი სერბები დამოუკიდებლები არიან.<ref>[http://www.icty.org/x/file/About/OTP/un_commission_of_experts_report1994_en.pdf final report of the Commission of Experts - ICTY]</ref>

[[13 აპრილი|13 აპრილს]] ყველა ბოსნიურმა პოლიტიკურმა პარტიამ, მათ შორის სერბთა დემოკრატიულმა პარტიამაც, მოაწერეს ხელი ერთიანი სარაევოს შეთანხმებას [[ლისაბონი|ლისაბონში]], მაგრამ ეს შეთანხმება არ შესრულდა და ყველა მხარე ერთმანეთს სდებდა ბრალს მის დარღვევაში. აპრილის განმავლობაში სარაევოში დისლოცირებული იუგოსლავიის სახალხო არმიის მეორე სამხედრო ოლქის მეოთხე კორპუსის არტილერია და მძიმე ტექნიკა იკავებს სარაევოს გარშემო მაღლობებს, ალია იზეთბეგოვიჩის მოთხოვნაზე იუგოსლავიის მაშინდელი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის მიმართ, გაიყვანოს თავისი არმია სარაევოს ტერიტორიიდან, მილოშევიჩი თანხმდება გაიყვანოს მხოლოდ ის მებრძოლები, რომლებიც ბოსნიური წარმოშობის არ არიან, რომლებიც მათ შორის თითქმის არ იყვნენ. მილოშევიჩის მტკიცებით, მის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედროები ბოსნიაში აღარ დარჩნენ, ხოლო ბოსნიელი სერბები დამოუკიდებლები არიან.<ref>[http://www.icty.org/x/file/About/OTP/un_commission_of_experts_report1994_en.pdf final report of the Commission of Experts - ICTY]</ref>

[[2 მაისი|2 მაისს]] სარაევოს ბლოკირება დასრულდა – სერბების კონტროლქვეშ აღმოჩნდა როგორც სარაევოში მიმავალი ყველა გზა, ასევე სარაევოს აეროპორტი. სარაევოს აეროპორტში სერბებმა დააპატიმრეს ალია იზეთბეგოვიჩი, რომელიც გაეროს წარმომადგენლებთან შეხვედრიდან ბრუნდებოდა. პატრიოტთა ლიგამ ალყა შემოარტყა მეორე სამხედრო ოლქის შტაბს, რომელსაც ხელმძღვანელობდა მილუტინ კუკანაცი. ისინი დაიმუქრნენ შტაბის აღებით, თუ იზეთბეგოვიჩს არ გაათავისუფლებდნენ. მოლაპარაკება დაიწყო აიუბ ღანიჩსა და მილუტინ კუკანაცს შორის (სარაევოს ცენტრალური სატელეფონო სადგური განადგურებული იყო და შესაბამისად კავშირი თითქმის შეუძლებელი). შეთანხმების თანახმად, სახალხო არმიის ნაწილები დატოვებდნენ ქალაქს, სამაგიეროდ იზეთბეგოვიჩი დაბრუნდებოდა ქალაქში. იუგოსლავიის სახალხო არმია გაცვლას არ ჩქარობდა, ვიდრე [[3 მაისი|3 მაისს]] ქალაქში დარჩენილ სახალხო არმიის კოლონას თავს არ დაესხნენ დობროვოლაჩკას ქუჩაზე.<ref>[http://www.nytimes.com/1992/05/03/world/sarajevo-s-center-erupts-in-war-weakening-yugoslav-truce-effort.html Sarajevo's Center Erupts in War, Weakening Yugoslav Truce Effort]</ref> თავდასხმის შემდეგ გაცვლა შედგა. იუგოსლავიის არმია ომს გამოეთიშა, ომს მისი სერბი მებრძოლები აგრძელებდნენ. ჩამოყალიბდა ხუთი კორპუსი და მთავარი შტაბი. შტაბის ხელმძღვანელად დაინიშნა რადკო მლადიჩი, ხოლო მის მოადგილედ – მანოილო მილოვანოვიჩი. შტაბში, რომელიც მეორე სამხედრო ოლქის შტაბის ბაზაზე შეიქმნა ძირითადად ხორვატიის ომში გამოცდილი, პროფესიონალი ოფიცრები მსახურობდნენ.<ref name="artofwar" />

===სარაევოს ალყა===
[[ფაილი:Опрема_ВРС.JPG|250პქ|thumb|სერბთა რესპუბლიკის არმიის მებრძოლის ეკიპირება]]
ომის დაწყებისთანავე იწყება სარაევოს ალყაც. სერბებმა კვლავ სცადეს სარაევოს დაკავება, მაგრამ მიუხედავად უპირატესობისა ჯავშანტექნიკასა და შეიარაღებაში, ისინი ქუჩის ბრძოლებში დამარცხდნენ, რაშიც დიდი წვლილი ითამაშა სარაევოელების საერთო მობილიზაციამ, მათ შორის კრიმინალური ბანდებისა. სერბები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ, ისინი მხოლოდ აღმოსავლეთ სარაევოს სერბულ უბნებს აკონტროლებდნენ, დანარჩენი უბნები ბოსნიელების კონტროლქვეშ დარჩა. როდესაც აშკარა გახდა, რომ იერიშით სარაევოს დაკავება ვერ მოხერხდებოდა, სერბებმა სარაევოს გარშემო სიმაღლეებზე განალაგეს ქვემეხები და ნაღმსატყორცნები. ამის შემდეგ საარტილერიო დაბომბვები და სნაიპერების მიერ მოქალაქეებზე ნადირობა სარაევოს ყოველდღიურობის განუყრელი ნაწილი გახდა. სერბთა ხელმძღვანელობის აზრით, ამ ქმედებებს ალყაში მოქცეულებს (არა მხოლოდ სარაევოში, არამედ სხვა ალყაში მოქცეულ ანკლავებშიც) შორის უნდა შეექმნათ შიშისა და დაუცველობის აუტანელი განცდა, რასაც თან ერთვოდა ბლოკადით გამოწვეული საკვების, მედიკამენტებისა და პირველადი საჭიროების საგნების მუდმივი დეფიციტი, უიმედობა და უპერსპექტივობა, რაც საბოლოოდ მათი ქალაქიდან წასვლის ან უბრძოლველად დანებების მიზეზი უნდა გამხდარიყო.<ref name="unbear1">[https://iwpr.net/global-voices/bosnian-serb-officer-unaware-make-life-unbearable-order Bosnian Serb Officer Unaware of "Make Life Unbearable" Order]</ref><ref name="unbear2">[http://www.nytimes.com/interactive/2014/05/29/magazine/srebrenica-life-in-the-valley-of-death.html?_r=4&smid=tw-share Life in the Valley of Death]</ref> სერბთა რესპუბლიკის არმია სარაევოს ალყას ომის დასასრულამდე აგრძელებდა, ომის დასრულების შემდეგ, [[1996]] წლის [[9 იანვარი|9 იანვარს]] სერბების მიერ კონტროლირებადი [[გრბავიცა]]ს უბნიდან ტრამვაის რეაქტიული ჭურვი ესროლეს, რამაც ერთი მგზავრის, 55 წლის მირსადა დურიჩის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 19 დაიჭრა.<ref>[http://www.nytimes.com/1996/01/10/world/sarajevo-grenade-leaves-one-dead-and-19-wounded.html Sarajevo Grenade Leaves One Dead And 19 Wounded]</ref>
გაეროს სამშვიდობო ძალებს გასროლის ადგილზე აღარავინ დახვდათ.

[[1996]] წლის [[29 თებერვალი|29 თებერვალს]], როდესაც სერბთა რესპუბლიკის არმიამ დატოვა პოზიციები სარაევოს გარშემო, ბოსნიის მთავრობამ გამოაცხადა ალყის დასრულების შესახებ. 70 ათასზე მეტმა სერბმა დატოვა სარაევო და [[სერბთა რესპუბლიკა (ბოსნია და ჰერცეგოვინა)|სერბთა რესპუბლიკაში]] გადავიდა საცხოვრებლად.<ref>{{cite book| last1=Dubinsky| first1=Alex| last2=Djukić| first2=Slavoljub| title=Milosevic and Markovic: A Lust for Power| publisher=McGill-Queen's Press | year=2001 |isbn=978-0-7735-6939-3|pages=83–84}}</ref>

==ომის პირველი ეტაპები==
[[Fileფაილი:Karaman%27s_House.jpg|thumb|300px|ერთ–ერთი სახლი [[ფოჩა]]ში, სადაც სერბული ფორმირებები ტყვე ქალებს აუპატიურებდნენ]]
სერბებმა გამოიყენეს სამხედრო უპირატესობა – მათ დაიწყეს თანდათანობითი დაკავება იმ რეგიონების, სადაც სერბები არა მხოლოდ უმრავლესობას, არამედ მნიშვნელოვან უმცირესობას შეადგენდნენ. დაიწყო სამხედრო დანაშაულები და [[ეთნიკური წმენდა]]: სერბული არმია, პოლიცია, მოხალისეთა ფორმირებები და ადგილობრივი სერბებიც კი ძარცვავდნენ არასერბებს, აიძულებდნენ უარი ეთქვათ ქონებაზე და დაეტოვებინათ ის მხარე, უარის შემთხვევაში კლავდნენ ან გადაჰყავდათ საკონცენტრაციო ბანაკებში, სადაც ქალებსა და კაცებს აცალკევებდნენ, ქალები და გოგონები დატყვევებული იყვნენ საშინელ პირობებში ყოფილ სტადიონებზე, სამრეწველო შენობებში ან არმიის ბარაკებში, სადაც მათ ყველანაირად ამცირებდნენ, მათ შორის მრავალჯერ აუპატიურებდნენ. არსებობდა დატყვევების ადგილები, სადაც მსურველი სერბი ჯარისკაცი ან პოლიციელი მიდიოდა, არჩევდა გოგონებს და შემდეგ "თამაშობდა" მათთან.<ref>[http://www.icty.org/x/cases/kunarac/acjug/en/kun-aj020612e.pdf PROSECUTOR V DRAGOLJUB KUNARAC, RADOMIR KOVAC AND ZORAN VUKOVIC]</ref><ref>[http://www.icty.org/x/cases/stankovic/cis/en/cis_jankovic_stankovic_en.pdf The Prosecutor v. Gojko Janković & Radovan Stanković ]</ref> აღმოსავლეთ ბოსნია, სადაც ბოსნიელების დასახლებები ხელს უშლიდა ჰომოგენური დიდი სერბეთის ჩამოყალიბებას, ეთნიკური წმენდების პირველი მიზანი გახდა. ბოსნიელთა წმენდის კამპანია დაიწყო [[ვიშეგრადი_(ბოსნია_და_ჰერცეგოვინა)|ვიშეგრადი]]ს, [[ზვორნიკი]]ს, [[ფოჩა]]ს რაიონებში. დაშინების მიზნით კლავდნენ რამდენიმე ბოსნიელს, შემდეგ კი დანარჩენებს აიძულებდნენ ქონება დაეთმოთ, შემდეგ კი საპატიმრო და საკონცენტრაციო ბანაკებში გადაჰყავდათ, სადაც მამაკაცების მკვლელობა და ქალებზე ძალადობა გრძელდებოდა. მოკლულთა რიცხვი ათასებს აღწევდა.<ref>[http://www.nytimes.com/1996/03/25/world/from-one-serbian-militia-chief-a-trail-of-plunder-and-slaughter.html?pagewanted=all&src=pm From One Serbian Militia Chief, A Trail of Plunder and Slaughter]</ref><ref>[http://edition.cnn.com/2010/WORLD/europe/08/12/bosnia.bodies.found/index.html?iref=allsearch Bodies found on lake's shore may be missing Bosnian Muslims]</ref> იგივე ხდებოდა დასავლეთ ბოსნიაში, [[პრიედორი]]ს რაიონში,<ref>[http://usatoday30.usatoday.com/news/nation/2008-01-18-3032725234_x.htm Exhibit details Bosnia ethnic cleansing]</ref> სადაც ფუნქციონირებდა საკონცენტრაციო ბანაკები, მათ შორის [[ომარსკას ბანაკი|ომარსკა]]სთან,<ref>[http://www.theguardian.com/world/2001/nov/03/warcrimes.balkans Five Serbs guilty of Omarska camp atrocities]</ref> ტერნოპოლესთან<ref>[http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/4834938.stm Bosnian Serb's life term quashed]</ref> და სხვა.

===გრაცის შეთანხმება===
სერბების აბსოლუტური სამხედრო უპირატესობის წინაშე უძლურმა ბოსნიის ხორვატებმა გადაწყვიტეს ემოქმედათ კარაჯორჯევოს შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ხორვატიის პრეზიდენტ [[ფრანიო ტუჯმანი|ტუჯმანსა]] და მილოშევიჩს შორის მოხდა ჯერ კიდევ [[1991]] წლის შემოდგომაზე. [[ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკა|ბოსნიის ხორვატ სეპარატისტთა]] ლიდერი [[მათე ბობანი]] და [[რადოვან კარაჯიჩი]] ხვდებიან [[გრაცი|გრაცში]], სადაც [[გრაცის შეთანხმება|თანხმდებიან]] ბოსნიის გაყოფაზე. ხორვატულ და სერბულ ნაწილებს შორის რჩებოდა მცირე ბუფერი, რომელსაც "ალიას საფაშო" უწოდეს. შეთანხმების მიხედვით, ბოსნიელების კონცენტრაცია აქ უნდა მომხდარიყო მას შემდეგ, რაც სერბები და ხორვატები თავის ტერიტორიებს გაწმენდდნენ მათგან.<ref>[http://tech.mit.edu/V112/N26/yugoslavia.26w.html Warring Factions Agree on Plan to Divide up Former Yugoslavia]</ref>

===ოპერაცია ვრბას '92===
[[fileფაილი:Map_13_-_Bosnia_-_Jajce_-_July-November_1992.jpg|300px|thumb|იაიცეს შვერილის ლიკვიდაცია]]
ბოსნიელმა სერბებმა დაგეგმეს დაეკავებინათ ქალაქი [[იაიცე]], რომლის 45 ათასი მცხოვრებიდან მხოლოდ 8 ათასი იყო სერბი. მისგან კონტროლდებოდა ორი [[ჰიდროელექტროსადგური]] მდინარე ვრბასზე, რომლებიც მნიშვნელოვან ეკონომიკურ შენაძენს წარმოადგენდა [[სერბთა რესპუბლიკა (ბოსნია და ჰერცეგოვინა)|სერბთა რესპუბლიკის]] დასავლეთ ნაწილისთვის. იაიცეს დასაკავებლად სერბებმა თავი მოუყარეს 8 ათას მებრძოლს, 25 ტანკსა და 100–მდე ქვემეხს. იაიცეს იცავდა ბოსნიელებისა და ხორვატების დაჯგუფება, რომელიც როგორც რიცხობრივად, ასევე ტექნიკით ჩამოუვარდებოდა მოწინააღმდეგეს, რასაც ემატებოდა შიდა დაპირისპირება. სერბებმა იაიცეს შვერილის დაკავების ოპერაცია დაიწყეს [[3 ივლისი|3 ივლისს]], ხოლო [[18 ნოემბერი|18 ნოემბრისთვის]] მათ მოახერხეს იაიცეს შვერილის სრულად დაკავება. 40 ათასამდე ბოსნიელმა და ხორვატმა ლტოლვილმა დატოვა მხარე.<ref name="artofwar" />

===ჰაკია ტურაილიჩის მკვლელობა===
[[1993]] წლის [[8 იანვარი|8 იანვარს]] სერბთა რესპუბლიკის არმიის ჯარისკაცებმა სარაევოს აეროპორტთან მოკლეს ჰაკია ტურაილიჩი, ბოსნიის პრემიერ–მინისტრის მოადგილე. ტურაილიჩი აეროპორტში [[თურქეთი|თურქულ]] ჰუმანიტარულ ტვირთს უნდა დახვედროდა, ხოლო აეროპორტამდე გადაადგილების უსაფრთხოებას გაეროს სამშვიდობოები უზრუნველყოფდნენ. გაეროს კოლონა სერბებმა შეაჩერეს, საათნახევრიანი საუბრის შემდეგ ფრანგმა მშვიდობისმყოფელებმა სერბებს გაუღეს ჯავშანმანქანის კარები. ერთ–ერთმა სერბმა მაშინვე ავტომატით მოკლა ტურაილიჩი, რომელსაც 7 ტყვია მოხვდა. ფრანგებმა თავდამსხმელებს ცეცხლი არ გაუხსნეს, არც რაიმე ზომები მიუღიათ მკვლელის დასაკავებლად. ხოლო სროლის ადგილას მისულ ბრიტანელებს სთხოვეს უკან დაბრუნებულიყვნენ. <ref name="google2">{{cite book|title="Complicity with Evil": The United Nations in the Age of Modern Genocide|author=LeBor, A.|date=2006|publisher=Yale University Press|isbn=9780300111712|url=http://books.google.co.uk/books?id=fySibOaurVsC}}</ref>

===გაეროს უსაფრთხო ზონები===
[[1993]] წლის [[6 მაისი|6 მაისს]] გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც განისაზღვრა უსაფრთხო ზონები ბოსნიაში. ასეთ ზონებად განისაზღვრა ტერიტორია ქალაქების – სარაევოს, [[სრებრენიცა]]ს, [[გორაჟდე]]ს, [[ჟეპა]]ს, [[ტუზლა]]სა და [[ბიჰაჩი]]ს გარშემო. აქ შეფარებულ ლტოლვილთა დასაცავად გაეროს სამშვიდობო ძალებს შეიარაღებული მეთოდების გამოყენების ნება დაერთოთ [[1993]] წლის [[4 ივნისი|4 ივნისს]].<ref>[http://www.refworld.org/cgi-bin/texis/vtx/rwmain?docid=3b00f15330 Resolution 836 (1993) Adopted by the Security Council at its 3228th meeting, on 4 June 1993]</ref> აღმოსავლეთ ბოსნიაში სწორედ ამ ტერიტორიების შენარჩუნება მოახერხა [[ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმია|ბოსნიის არმიამ]], სადაც თავი მოიყარეს ათასობით ლტოლვილმა მიმდებარე მხარეებიდან.

===დრინა 93===
[[1993]] წლის ზაფხულზე არმიის მთავარმა შტაბმა შეიმუშავა შეტევითი ოპერაციების გეგმა საერთო სახელწოდებით დრინა 93, რომელიც ოზრენის, ტუზლისა და ბიჰაჩის მიმართულებებზე უნდა განხორციელებულიყო. ოპერაციები დაიწყო [[1993]] წლის ნოემბერში და დასრულდა [[1994]] წლის თებერვალში, როდესაც სერბთა რესპუბლიკის არმიამ 120 მმ ნაღმმტყორცნით დაბომბა მარკალეს ბაზარი, რომელიც სარაევოს ცენტრში მდებარეობდა. 68 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 144 დაიჭრა.<ref name="galic" /><ref name="dragomir">[http://www.icty.org/x/cases/dragomir_milosevic/acjug/en/091112.pdf DRAGOMIR MILOŠEVIĆ JUDGEMENT]</ref>. სერბთა რესპუბლიკის არმიის ხელმძღვანელობა გაეროს ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა და შეტევითი ოპერაციები დროებით შეაჩერა.

==ომის ბოლო ეტაპები==
[[1994]] წლის მარტში მათ გორაჟდეს ანკლავის ლიკვიდაცია სცადეს, მაგრამ ხელი მოეცარათ. ხორვატთა ხელმძღვანელობამ გააცნობიერა, რომ სერბებთან შეთანხმებით და ეთნიკური წმენდის კამპანიის გაგრძელებით მას შესაძლოა დაეკარგა დასავლეთის მხარდაჭერა, რაც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ იგი დათანხმდა ბოსნიელებთან მოლაპარაკებებს. [[1994]] წლის [[18 მარტი|18 მარტს]] [[ვაშინგტონი|ვაშინგტონსა]] და [[ვენა]]ში ხელმოწერილი იქნა შეთანხმება ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკასა და ჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკას შორის.<ref>[http://www.usip.org/sites/default/files/file/resources/collections/peace_agreements/washagree_03011994.pdf Washington Agreement]</ref> ამან სერბების მდგომარეობა გაართულა, რადგან ბოსნიის არმიას გაეხსნა მომარაგების ზურგი. 1994 წლის ზაფხულში ბიჰაჩის ალყაში მოქცეულმა ბოსნიელთა [[V კორპუსი (ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმია)|მეხუთე კორპუსმა]] ჩაატარა ოპერაცია ვეფხვი 94, რომლის შედეგადაც სერბთა არმიის კონტრდაზვერვის ოფიცრები ტყვედ ჩავარდნენ, ხოლო სერბების მოკავშირე [[დასავლეთ ბოსნიის ავტონომიური პროვინცია|აბდიჩის ავტონომისტების]] არმიამ მძიმე მარცხი განიცადა. ბიჰაჩის ალყაზე დაწოლის შესასუსტებლად ხორვატებმა და ბოსნიელებმა წამოიწყეს შეტევა სამხრეთიდან კუპრესის მიმართულებით 1994 წლის 20 ოქტომბერს. ვაშინგტონის შეთანხმების შემდეგ ეს პირველი ერთობლივი ოპერაცია იყო. შეტევის მიმდინარეობისას მოკავშირეებმა გაათავისუფლეს კუპრესი 3 ნოემბერს, რომელიც 1992 წლის აპრილიდან სერბების კონტროლქვეშ იყო. მოკავშირეთა კონტროლქვეშ აღმოჩნდა სპლიტ–ლივნო–კუპრეს–ბუგოინოს გზატკეცილი, რაც მებრძოლი მხარეების მომარაგების პრობლემებს ხსნიდა. მეხუთე კორპუსი ბიჰაჩის ალყიდან ასევე ცდილობდა ალყის გარღვევას მოკავშირეთა მიმართულებით.

[[10 ნოემბერი|10 ნოემბერს]] დაიწყო სერბებისა და აბდიჩის მომხრეების კონტრშეტევა მეხუთე კორპუსზე. [[16 ნოემბერი|16 ნოემბერს]] ბრძოლები უკვე ველიკა კლადუშას მისადგომებთან მიმდინარეობდა, ხოლო 27 ნოემბერს სერბთა რესპუბლიკის არმია ბიჰაჩის უსაფრთხო ზონის მესამედს აკონტროლებდა. მათ შესთავაზეს ბოსნიელებს დანებება იმ პირობით, რომ ისინი აბდიჩის მომხრეებს ჩაბარდებოდნენ, მაგრამ ჰამდია კაბილაგიჩმა, ბიჰაჩის მერმა უარი განაცხადა – ეს მასობრივი ჟლეტის დასაწყისი იქნებაო. ბიჰაჩის მცხოვრებლებმა ქალაქის ქუჩები მანქანებითა და ხეებით ჩახერგეს.<ref>[http://www.independent.co.uk/news/bihac-fears-massacre-1439958.html Bihac fears massacre]</ref>

სერბების შეტევა შეჩერდა [[ჯიმი კარტერი]]ს მიერ შეთავაზებული საყოველთაო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით [[1995]] წლის [[1 იანვარი|1 იანვარს]]. ცეცხლი გაზაფხულზე განახლდა და ბიჰაჩის დასახმარებლად ხორვატებმა და ბოსნიელებმა ჩაატარეს ოპერაციები ნახტომი 1 და ნახტომი 2. მათი მიზანი იყო სერბების იძულება რეზერვები ბიჰაჩიდან კუპრესისა და ლივნოსკენ გადმოესროლათ, თუმცა სერბთა რესპუბლიკის არმიის მთავარი შტაბის უფროსმა, რადკო მლადიჩმა, გადაწყვიტა, რომ ბიჰაჩი უფრო მნიშვნელოვანი იყო და ბიჰაჩზე შეტევა არ შეუჩერებია. ამის მიუხედავად სერბებმა ბიჰაჩის აღება ვერ მოახერხეს.<ref>[http://www.hrvatski-vojnik.hr/hrvatski-vojnik/20GOSRH2011/20GOSRH_web.pdf The army which completed the most sacred of all tasks - defending and freeing the Homeland]</ref> სერბები უკუაგდეს ასევე ორაშედანაც.<ref>[http://vojnapovijest.vecernji.hr/broj-16-vp/operacija-osveta-i-pobjeda-hvo-a-907871 Operacija "Osveta" i pobjeda HVO-a]</ref>

===სრებრენიცა===
სრებრენიცა იყო ერთ–ერთი ბოსნიური ანკლავი აღმოსავლეთ ბოსნიაში. მასში იყვნენ შეფარებული მახლობელი სოფლების ბოსნიელი მცხოვრებლებიც. გაეროს მანდატის გამო სერბებს არ შეეძლოთ აქტიურად შეეტიათ სრებრენიცისთვის, თუმცა თავად სრებრენიცაში საშინელი მდგომარეობა იყო – არ იყო საკვები, მედიკამენტები. სერბების მიზანი იყო ალყით უბრძოლველად აეღოთ სრებრენიცა. [[28-ე დივიზია (ბოსნიისა და ჰერცეგოვინის რესპუბლიკის არმია)|ბოსნიელთა დაჯგუფება]] [[ნასერ ორიჩი]]ს სარდლობით ხშირად აწყობდა თავდასხმებს სრებრენიცის გარშემო სერბულ სოფლებზე ნადავლის, ძირითადად საკვების მოტაცების მიზნით. ამგვარი ანკლავების არსებობა სერბთა რესპუბლიკის შიგნით რესპუბლიკის ხელმძღვანელობისთვის მიუღებელი იყო, ამიტომ პრეზიდენტმა კარაჯიჩმა უბრძანა სერბთა რესპუბლიკის არმიას რომ ჟეპის, გორაჟდესა და სრებრენიცის ანკლავების სრული იზოლაცია მოეხდინათ, თვით ანკლავებში შეექმნათ შიშისა და დაუცველობის აუტანელი განცდა, უიმედობა, რაც საბოლოოდ მათი წასვლის მიზეზი უნდა გამხდარიყო.<ref name="unbear1"/><ref name="unbear2"/>

[[9 ივლისი|9 ივლისს]], საერთაშორისო ყურადღების ნაკლებობითა და ანკლავში მყოფ ბოსნიის არმიის ნაწილებში იარაღის მწვავე დეფიციტით შეგულიანებულმა კარაჯიჩმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეკავებინათ [[სრებრენიცა]]. მეორე დღეს ქალაქ სრებრენიციდან დაიწყო ლტოლვილების მასობრივი გადინება, ისინი ძირითადად ანკლავის გაეროს მშვიდობისმყოფელთა ბაზის (პოტოჩარიში სრებრენიცის ახლოს) მიმართულებით წავიდნენ. გაეროს სამშვიდობო ძალების ბატალიონის მეთაურმა ტომ კარემანსმა მოითხოვა საჰაერო დარტყმები სერბთა შესაჩერებლად, ნატოს ორმა თვითმფრინავმა მართლაც მიიტანა იერიში სერბებზე, მაგრამ სერბები დაიმუქრნენ ნატოს მშვიდობისმყოფელებისა და ფრანგი მძევლების დახოცვით. საჰაერო დარტყმები შეჩერდა, სერბებმა სრებრენიცა დაიკავეს.<ref>[http://edition.cnn.com/WORLD/Bosnia/updates/july95/7-11/index4.html Bosnian Serbs overrun U.N. safe haven]</ref>

სერბებმა დაიწყეს დატყვევებული ბოსნიელების გადარჩევა – 13–14 წლის ზემოთ მამაკაცებს ცალკე ატყვევებდნენ პოტოჩარის "თეთრ სახლში".<ref>[http://www.icty.org/x/cases/krstic/trans/en/000726ed.htm ICTY trial: Radislav Krstić, witness account]</ref><ref>[http://www.icty.org/x/cases/krstic/trans/en/000411ed.htm ICTY trial: Radislav Krstić, witness account]</ref><ref>[http://www.icty.org/x/cases/popovic/trans/en/070206ED.htm ICTY trial: Vujadin Popović, witness account]</ref> [[კლადანი|კლადანში]] (სრებრენიცასთან ყველაზე ახლოს მდებარე ბოსნიის არმიის პოზიცია) დისლოცირებული გაეროს სამშვიდობო ძალების ოფიცერი, მაიორი ფრანკენი შენიშნავს, რომ სრებრენიციდან მოსულ ლტოლვილთა კოლონებს ძირითადად ქალები და ბავშვები შეადგენდნენ.<ref name="krstic">[http://www.icty.org/x/cases/krstic/acjug/en/krs-aj040419e.pdf PROSECUTOR v. RADISLAV KRSTI]]</ref>
კლადანისკენ მიმავალ გზაზე ლტოლვილებს მიჰყვებოდნენ სერბთა რესპუბლიკის არმიისა და არარეგულარული ფორმირებების მებრძოლები. ისინი უმისამართოდ ესროდნენ კოლონას, იტაცებდნენ გოგონებსა და ქალებს, რომლებსაც შემდეგ აუპატიურებდნენ და კლავდნენ, ძარცვავდნენ ლტოლვილებს და ა.შ.<ref>[http://www.vandiepen.com/fileadmin/user_upload/Documenten/PDF/Screbrenica/Srebrenica_stukken_Engels/1_Writ_of_summons.pdf DISTRICT COURT, THE HAGUE; Plaintiffs v. State of Netherlands & UN]</ref> მამაკაცების ნაწილი, მათ შორის ანკლავის დამცველები და ადმინისტრაცია ტყიანი მასივებით გაემართა კლადანისა და ჟეპას ანკლავისკენ. გზად მათ სერბთა პატრულები ეძებდნენ და ხოცავდნენ. ასე მოხდა კამენიცას გორაკთან, სანდიჩისთან. 15 ივლისს მათ ბალკოვიცასთან გაარღვიეს სერბების ხაზი და შეუერთდნენ ტუზლასთან არსებულ ბოსნიის არმიის პოზიციებს. ბალკოვიცას კორიდორი დაახლოებით 3 საათის განმავლობაში იყო ღია, შემდეგ კი სერბებმა მოახერხეს პოზიციების დაბრუნება.<ref>[http://trial-ch.org/fileadmin/user_upload/documents/trialwatch/Srebrenica_Report2004.pdf THE EVENTS IN AND AROUND SREBRENICA 10-19 JULY 1995]</ref> დატყვევებულ მამაკაცებს სერბები სასტიკად გაუსწორდნენ. მათ მიტოვებულ შენობებში აგროვებდნენ, სადაც ხელყუმბარებით ხოცავდნენ. დახოცილები გამოჰქონდათ და თხრილებში, ან მდინარე იადარში ყრიდნენ. [[13 ივლისი|13]]–[[18 ივლისი|18 ივლისს]] 8 373 ბოსნიელი იქნა მოკლული სრებრენიცის გარშემო.<ref>[http://www.potocarimc.ba/_ba/liste/nestali_a.php MEMORIJALNI CENTAR POTOČARI SREBRENICA; Liste Žrtava genocida]</ref>

===ქარიშხალი===
[[1995]] წლის ზაფხულში ხორვატებმა გადაწყვიტეს გადამჭრელი ზომები მიეღოთ ხორვატიის ტერიტორიაზე არსებული სეპარატისტული [[სერბთა რესპუბლიკა კრაინა|კრაინის რესპუბლიკის]] წინააღმდეგ. დაიგეგმა ოპერაცია ქარიშხალი, რომლის მიხედვითაც ხორვატულ არმიას მთელი კრაინის ტერიტორია უნდა დაეკავებინა, ხოლო ბოსნიური არმიის მეხუთე კორპუსს აბდიჩის სეპარატისტები უნდა გაენადგურებინა. ოპერაცია დაიწყო [[1995]] წლის [[4 აგვისტო]]ს და 5 დღის შემდეგ ხორვატებისა და ბოსნიელების გამარჯვებით დასრულდა. კრაინის რესპუბლიკა ლიკვიდირებული იქნა, ისევე როგორც სერბთა რესპუბლიკის არმიის მოკავშირე აბდიჩის ფორმირებები. ბიჰაჩის ალყა გაირღვა.<ref>[http://www.coldwar.ru/conflicts/yugoslaviya/flash-and-storm.php Падение Республики Сербская Краина]</ref>

===ნატოს ჩარევა===
სერბების მდგომარეობა საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან დამძიმდა, მათი არმიის მიერ ჩადენილი ქმედებების – გაეროს უსაფრთხო ზონების სტატუსის დარღვევა, [[სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა]], ბოსნიის არასაფრენი სტატუსის დარღვევა, მარკალეს ბაზრის განმეორებითი დაბომბვა – გამო. [[30 აგვისტო]]ს, სერბთა რესპუბლიკის არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამო გაერომ და ნატომ დაიწყეს საჰაერო დარტყმები სერბთა რესპუბლიკის წინააღმდეგ. დარტყმებში 400–მდე თვითმფრინავი მონაწილეობდა. გადასატანი საზენიტო–სარაკეტო კომპლექსით სერბებმა ჩამოაგდეს [[საფრანგეთი|ფრანგული]] Mirage 2000D, ორივე პილოტმა მოასწრო კატაპულტირება და ისინი სერბებმა დაატყვევეს. <ref name= avellaneda>[http://www.independent.co.uk/news/world/shotdown-french-pilots-held-captive-1601799.html Shot-down French pilots 'held captive'] The Independent, 19 September 1995</ref> [[1 სექტემბერი|1 სექტემბერს]] საჰაერო დარტყმები შეწყდა. გაერომ და ნატომ სერბებს წაუყენეს ულტიმატუმი, [[4 სექტემბერი|4 სექტემბრამდე]] დაეწყო მძიმე შეიარაღების სრული გაყვანა სარაევოს გარშემო მაღლობებიდან, მოეხსნათ სარაევოს ბლოკადა და შეეწყვიტათ თავდასხმები გაეროს უსაფრთხო ზონებზე. სერბებმა ულტიმატუმი არ მიიღეს და დარტყმები [[5 სექტემბერი|5 სექტემბერს]] განახლდა. დაბომბვები [[14 სექტემბერი|14 სექტემბრამდე]] მიმდინარეობდა. სერბები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და დათანხმდნენ გაეროს პირობებს, რითაც ოპერაციის აქტიური ფაზა დასრულდა. [[20 სექტემბერი|20 სექტემბერს]] ნატოსა და გაეროს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ სერბების მხრიდან გაეროს პირობების შესრულების გამო აქტიური ჩარევის საჭიროება აღარ არსებობდა და ოპერაცია შეწყვიტა.<ref>[http://planken.org/balkans/chronology/unprofor/1995 The Balkans; Chronology; UNPROFOR]</ref> სერბთა რესპუბლიკის არმიამ კატასტროფული დანაკარგი განიცადა. ამას დაერთო ხორვატებისა და ბოსნიელების საერთო ოპერაცია დასავლეთ ბოსნიასა და ოზრენის შვერილზე. მათი ფორმირებები სერბთა რესპუბლიკის დედაქალაქ [[ბანია-ლუკა]]დან 12 კმ-ში შეაჩერეს. ოქტომბერში გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, დაიწყო მოლაპარაკებები, რაც დეკემბერში დეიტონის შეთანხმებით დასრულდა.

==ომის შემდეგ==
[[ფაილი:Послевоенный_шеврон_ВРС.jpg|200px|thumb|სერბთა რესპუბლიკის არმიის სამკლაური ომის შემდეგ]]
Line 96 ⟶ 125:

==ორგანიზაცია და სტრუქტურა==
'''1-ლი კრაინის კორპუსი''' — ჩამოყალიბდა იუგოსლავიის სახალხო არმიის მეხუთე კორპუსის საფუძველზე. შტაბი – ბანია ლუკა. საარმიო კორპუსებს შორის ყველაზე ძლიერი და კარგად შეიარაღებული იყო. მოქმედებდა ჩრდილო-დასავლეთ ბოსნიაში.<ref name="yugwar">{{წიგნი |ავტორი = Dr N Thomas & K Mikulan |სათაური = The Yugoslav Wars (2). Bosnia, Kosovo and Macedonia 1992—2001 |გამომცემლობა = Osprey publishing |წელი = 2006 |isbn = 1-84176-964-9}}</ref><ref name="dimitrijevic">{{წიგნი |ავტორი = Dimitrijević B. |სათაური = Modernizacija i intervencija: jugoslovenske oklopne jedinice |ადგილი = Beograd |გამომცემლობა = Institut za savremenu istoriju |წელი = 2010 |isbn = 978-86-7403-138-4 }}</ref>

'''2-ე კრაინის კორპუსი''' — იუგოსლავიის სახალხო არმიის მეცხრე და მეათე კორპუსების საფუძველზე შეიქმნა, რომლებიც ხორვატიიდან გამოიყვანეს. შტაბი – დრვარი. მოქმედებდა დასავლეთ ბოსნიაში. 1995 შემოდგომაზე ძალიან მძიმე დანაკარგები განიცადა, მისი სამოქმედო ზონა თითქმის მთლიანად დაიკავეს მოწინააღმდეგეებმა.<ref name="yugwar" />

* '''აღმოსავლეთ2-ე ბოსნიისკრაინის კორპუსი''' — იუგოსლავიის სახალხო არმიის მეჩვიდმეტემეცხრე კორპუსისდა მეათე კორპუსების საფუძველზე შეიქმნა, რომლებიც ხორვატიიდან გამოიყვანეს. შტაბი – ბიელინადრვარი. მოქმედებდა სამხრეთ-აღმოსავლეთდასავლეთ ბოსნიაში.<ref name="bulat">{{წიგნი1995 |ავტორიშემოდგომაზე ძალიან მძიმე დანაკარგები განიცადა, მისი სამოქმედო ზონა თითქმის =მთლიანად Булатовичდაიკავეს Лилянаმოწინააღმდეგეებმა.<ref |სათაური name= Сербский генерал Младич. Судьба защитника Отечества |ადგილი = Москва |გამომცემლობა = ИППК «ИХТИОС» |წელი = 2013 |isbn = 978-5-8402-0348-3}}</ref><br"yugwar" />
* '''სარაევო-რომანიისაღმოსავლეთ ბოსნიის კორპუსი''' — იუგოსლავიის სახალხო არმიის მეოთხემეჩვიდმეტე კორპუსის საფუძველზე შეიქმნა.<ref name="dimitrijevic" /> შტაბი – ლუკავიცაბიელინა. მოქმედებდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ბოსნიაში.<ref name="bulat" />{{წიგნი მოქმედებდა|ავტორი აღმოსავლეთ= ბოსნიაშიБулатович დაЛиляна. სარაევოს|სათაური გარშემო= Сербский генерал Младич.<br Судьба защитника Отечества |ადგილი = Москва |გამომცემლობა = ИППК «ИХТИОС» |წელი = 2013 |isbn = 978-5-8402-0348-3}}</ref>
* '''სარაევო-რომანიის კორპუსი''' — იუგოსლავიის სახალხო არმიის მეოთხე კორპუსის საფუძველზე შეიქმნა.<ref name="dimitrijevic" /> შტაბი – ლუკავიცა.<ref name="bulat" /> მოქმედებდა აღმოსავლეთ ბოსნიაში და სარაევოს გარშემო.
'''დრინის კორპუსი''' — მოქმედებდა დრინის დაბლობზე. შტაბი – ვლასენიცა.<ref name="bulat" />

* '''ჰერცეგოვინისდრინის კორპუსი''' — მოქმედებდა დრინის დაბლობზე. შტაბი – ვლასენიცა.<ref name="bulat" />
* '''ჰერცეგოვინის კორპუსი''' — იუგოსლავიის სახალხო არმიის მეცამეტე კორპუსის საფუძველზე შეიქმნა,<ref name="dimitrijevic" /> რომელიც ხორვატიიდან გამოიყვანეს. შტაბი – ბილეჩა. მოქმედებდა აღმოსავლეთ ჰერცეგოვინაში.<ref name="bulat"/>

===მოხალისეთა და უცხოური ფორმირებები===
ბოსნიის ომში დიდი როლი ითამაშეს სერბულმა არარეგულარულმა, მოხალისეთა ფორმირებებმა, განსაკუთრებით ომის დასაწყისში. სერბთა რესპუბლიკის არმიის მხარდამხარ იბრძოდნენ სერბი რადიკალი ნაციონალისტები [[სერბ მოხალისეთა გვარდია|სერბ მოხალისეთა გვარდიიდან]], [[თეთრი არწივები]]დან, [[მორიელები]]დან და სხვა.

[[ფაილი:Romanov Flag.svg|thumb|200პქ|რუს მონარქისტთა დროშა, რასაც იყენებდნენ რუსი მოხალისეები ბოსნიაში]]
სერბები ასევე იღებდნენ დახმარებას [[სლავები|სლავური]] და [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებლური]] სამყაროდან. [[ბერძნები|ბერძენ]] მოხალისეთა შენაერთმა – ბერძნულმა მოხალისეთა გვარდიამ ასევე მიიღო მონაწილეობა სერბთა რესპუბლიკის არმიის მხარეს, მათ შორის სრებრენიცის ოპერაციაშიც. სრებრენიცაში მათ ბერძნული დროშა აღმართეს ხოცვა-ჟლეტის მიმდინარეობის დროს.<ref>Helena Smith, [http://observer.guardian.co.uk/milosevic/story/0,,868869,00.html Greece faces shame of role in Serb massacre], ''[[The Observer]]'', 5 January 2003</ref>. საერთო ჯამში სერბების მხარეს 4დან 6 ათასამდე მოხალისე იბრძოდა [[რუსეთი]]დან, [[უკრაინა|უკრაინიდან]], [[საბერძნეთი]]დან, [[რუმინეთი]]დან, [[ბულგარეთი]]დან და სხვა.<ref name="yugwar"/>

[[2013]] წელს სერბთა რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ყოფილი [[სსრკ]]-ს ქვეყნებიდან 29 მოხალისის მილოშ ობილიჩის ორდენით დაჯილდოების შესახებ, სიკვდილის შემდგომ.<ref>{{cite web |url=http://www.srpska.ru/article.php?nid=21374&sq=19&crypt= |title=Республика Сербская посмертно наградит русских добровольцев |publisher=Српска.ру}}</ref>.

==სამხედრო დანაშაულები==
სერბთა რესპუბლიკის არმიის მიერ ჩადენილი იქნა ბოსნიის ომის სამხედრო დანაშაულთა დიდი ნაწილი, მათ შორის ისეთი მძიმე დანაშაულები, როგორებიცაა [[სარაევოს ალყა]], [[სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა]], საკონცენტრაციო და გაუპატიურების ბანაკები და ა. შ. [[საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე|ჰააგის ტრიბუნალმა]] მრავალ სერბ სამხედრო მაღალჩინოსანს დასდო ბრალი სამხედრო დანაშაულებში. მათ შორის მთავარი შტაბის უფროსს რადკო მლადიჩს, სარაევო-რომანიის კორპუსის სარდლებს, გენერლებს სტანისლავ გალიჩს და დრაგომირ მილოშევიჩს,<ref>{{cite web |url=http://lenta.ru/news/2007/12/12/milosevic/ |title=Боснийского генерала посадили на 33 года за преступления против человечности |publisher=Лента.РУ}}</ref> ასევე გენერლებს ზდრავკო ტოლიმირს,<ref>{{cite web |url=http://lenta.ru/news/2012/12/12/tolimir/ |title=Соратника Ратко Младича приговорили к пожизненному заключению |publisher=Лента.Ру}}</ref>, რადისლავ კრსტიჩს<ref name="krstic" /> და სხვებს. საერთო ჯამში ჰააგის ტრიბუნალმა სერბთა რესპუბლიკის არმიის 53 სამხედრო მაღალჩინოსანს წაუყენა ბრალი.<ref name="vrs" />.

==სქოლიო==
{{სქოლიო}}

[[კატეგორია: ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ისტორია]]
[[კატეგორია:ბოსნიისა იუგოსლავიისდა ომებიჰერცეგოვინის ისტორია]]
[[კატეგორია:იუგოსლავიის ომები]]