მატრიცა (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 41:
ფილმში არის [[კიბერპანკი]]სა და ჰაკერული სუბკულტურების ელემენტები, ჟღერს ფილოსოფიური და რელიგიური იდეების განხილვები. მასში ასევე არის სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოების (მაგალითად, „[[ალისა საოცრებათა ქვეყანაში]]“), [[ჰონგ კონგი]]ს მიერ წარმოებადი ფილმების, ვესტერნების, დისტოპიური ლიტერატურისა თუ იაპონური ანიმაციის ელემენტები.
 
==სიუჟეტი==
 
{{სიუჟეტი}}
 
ტრინიტის, ცნობილ ჰაკერს, პოლიცია მიტოვებულ სასტუმროში მიაგნებს. იგი მათ ზეადამიანური თვისებებით ებრძვის, მაგრამ კვლავ მისდევენ - ამჯერად შავკოსტიუმიანი აგენტები. სახურავიდან გადმოხტომის შემდეგ ტრინიტი იღებს ყურმილს სატელეფონო ჯიხურში და ქრება.
 
[[File:TheMatrix.png|thumb|მარცხნივ|200px]]
 
პროგრამისტი თომას ანდერსონი ორმაგ ცხოვრებას ეწევა - იგი აგრეთვე არის ჰაკერი ზედმეტსახელად „ნეო“. ნეო დარწმუნებულია, რომ სამყაროს რაღაც ემართება და ცდილობს, ამოხსნას „მატრიცის“ საიდუმლო, ეძებს რა მის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში. მას მოულოდნელად უკავშირდება ტრინიტი, რომელიც ეუბნება, რომ ვინმე მორფეუსს შეუძლია, აუხსნას მატრიცის მნიშვნელობა. თუმცა, მორფეუსს დაასწრებენ შავკოსტიუმიანები, აგენტ სმითის ხელმძღვანელობით. ისინი ნეოს ოფისში იჭერენ და ცდილობენ, შეუთანხმდნენ, რათა დაეხმაროს, დაიჭირონ მორფეუსი, რომელსაც თავად ტერორისტს უწოდებენ. მას შემდეგ, რაც მის სხეულში სათვალთვალო ხოჭოს ამონტაჟებენ, ნეოს პოულობს ტრინიტი, რომელსაც იგი მორფეუსთან მიჰყავს და გზად ხოჭოს აშორებს. მორფეუსი ნეოს შეხვედრისას სთავაზობს, აირჩიოს ლურჯი ან წითელი აბი, რომელთაგან პირველი დააბრუნებს წინა ცხოვრებაში, ხოლო მეორე - გააცნობს მატრიცის საიდუმლოს. წითლის გადაყლაპვის შემდეგ ნეოს რეალობა იცვლება და იგი ხანგრძლივი პროცესის შემდეგ შიშველი იღვიძებს სითხით სავსე აუზში და ხედავს მრავალ მსგავსს - სისტემაზე სადენებით შეერთებული ადამიანებით. იგი გადაჰყავთ მორფეუსის ხომალდ „ნაბუქოდონოსორზე“.
 
მორფეუსი განმარტავს, რომ [[XXI საუკუნე|XXI საუკუნის]] დასაწყისში [[ხელოვნური ინტელექტი]]ს მქონე მოწყობილობებმა საკუთარი შემქმნელების წინააღმდეგ ომი დაიწყეს. მას შემდეგ, რაც ადამიანებმა ამ მანქანებს შეუწყვიტეს წვდომა მზის ენერგიასთან, მანქანებმა დაიწყეს ადამიანების ბიოელექტროენერგიით კვება. მატრიცა არის გაზიარებული სიმულირება იმ სამყაროსი, რომელიც არსებობდა [[1999]] წელს. ამ სამყაროში ადამიანების აზროვნებას აკონტროლებენ სწორედ მანქანები და ნეო მასში დაბადებიდან ცხოვრობდა. მორფეუსი და მისი გუნდი წარმოადგენენ ამბოხებულთა მცირე ნაწილს - მათი, ვინც შედის მატრიცაში და დამონებული ადამიანების მატრიციდან „გამორთვით“ და გადარჩენით არის დაკავებული. ამბოხებულებს სიმულირებული რეალობის ათვისება საშუალებას აძლევს, გვერდი აუარონ მის ფიზიკურ კანონებს და ზეადამიანური თვისებები გამოიყენონ. მორფეუსი ნეოს აფრთხილებს, რომ მატრიცაში ზიანის მიღების დროს ფიზიკური სხეულიც საფრთხეშია. იგი აგრეთვე უამბობს აგენტების შესახებ. აღმოჩნდება, რომ ისინი წარმოადგენენ მძლავრ დამოუკიდებელ პროგრამებს, რომლებიც სისტემას საფრთხეს უქმნიან. ორთაბრძოლისას ნაჩვენები შედეგის შემდეგ მორფეუსი დარწმუნებულია, რომ ნეო „რჩეულია“ - ის, ვინც ადამიანებს გაათავისუფლებს მანქანების ბატონობისგან.
 
ჯგუფი მატრიცაში შედის და მიდის ორაკულთან, რომელმაც რჩეულის გამოჩენა იწინასწარმეტყველა. იგი ამბობს, რომ ნეო არ არის რჩეული და თავად ნეოს აფრთხილებს, რომ მალე მას მოუწევს საკუთარ და მორფეუსის სიცოცხლეს შორის არჩევანის გაკეთება. მატრიცის დატოვებამდე მათ თავს ესხმიან აგენტები და ტაქტიკური პოლიცია. მორფეუსი მათ თავს დააჭერინებს, რათა ნეო და სხვები გაიქცნენ. თუმცა, მათ უშლის საიფერი, ამბოხებულთა ერთ-ერთი წევრი, რომელმაც მორფეუსს უღალატა მატრიცაში კომფორტული ცხოვრების სანაცვლოდ. საიფერი მატრიციდან თიშავს და რეალობაში კლავს გუნდის რამდენიმე წევრს. იგი იგივეს უპირებს ნეოს და ტრინიტის, მაგრამ მას კლავს ტენკი, გადარჩენილი ამბოხებული.
 
მატრიცაში აგენტები ცდილობენ ზიონში, რეალურ სამყაროში ამბოხებულთა უკანასკნელ დასახლებაში არსებულ კომპიუტერზე წვდომის კოდების მოპოვებას. ტენკი ყველას სთავაზობს მორფეუსის მოკვლას, რათა ინფორმაციამ არ გაჟონოს, მაგრამ ნეო, რომელიც დარწმუნებულია, რომ რჩეული არ არის, გადაწყვიტავს მატრიცაში დაბრუნებას და მორფეუსის ხსნას. მას ტრინიტიც მიჰყვება. მორფეუსის გადარჩენის შემდეგ ნეოს თვითრწმენა უფრო მატულობს. მორფეუსი და ტრინიტი მატრიციდან გადიან, მაგრამ სმითი აჩერებს ნეოს. საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული ნეო სმითს უპირისპირდება და ამარცხებს, მაგრამ აგენტი ცოცხლდება. ნეო გარბის და იმალება სასტუმროში, რომელშიც ფილმის პირველ სცენებში ტრინიტი იმყოფებოდა, მაგრამ მას იქ სმითი პოულობს და ესვრის. რეალურ სამყაროში „დარაჯებად“ ცნობილი მანქანები ესხმიან „ნაბუქოდონოსორს“, ხოლო ტრინიტი მატრიცასთან შეერთებულ ნეოს ეუბნება, რომ ორაკულის წინასწარმეტყველებით, მას უნდა შეყვარებოდა რჩეული და ნეო ვერ მოკვდება, ვინაიდან მას იგი უყვარს. ტრინიტი მას კოცნის და ნეო მატრიცაში გონს მოდის, ამჯერად - მატრიცის მართვის უნარით. იგი მარტივად ამარცხებს სმითს და ხომალდზე ბრუნდება, რათა დაამარცხოს დარაჯები.
 
მოგვიანებით ნაჩვენებია, რომ ნეო რეკავს მატრიცაში და მანქანებს ჰპირდება, რომ მათ მიერ დაპყრობილებს უჩვენებს სამყაროს, რომელშიც ყველაფერია შესაძლებელი. იგი ყურმილს კიდებს და ცაში მიფრინავს.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მატრიცა_(ფილმი)“-დან