იეთიმ გურჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
სიონი => სიონი (ტაძარი)
ხაზი 1:
[[სურათი:yetimgurdji.jpg|thumb|350px|იეთიმ გურჯის ძეგლი თბილისში, [[სიონი (ტაძარი)|სიონთანსიონის ტაძართან]].]]
'''იეთიმ გურჯი''' (ნამდვილი სახელი და გვარი '''იეთიმ იბრაიმის ძე დაბღიშვილი''') (*დ. [[1875]], [[თბილისი]] ― გ. [[15 ივლისი]], [[1940]], იქვე), [[ქართველები|ქართველი]] სახალხო მელექსე და ლოტბარი, ძველი თბილისის აშუღური პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი.
 
[[1905]]-[[1907]] წლებში იეთიმ გურჯი [[ბაქო]]ს [[ნავთობი]]ს სარეწებში მუშაობდა. მონაწილეობდა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მიმართულ დემონსტრაციებში, რისთვისაც 4 წელი პატიმრობაში გაატარა.
 
[[1895]] წლიდან თხზავდა [[ლექსი|ლექსებს]] [[ქართ.|ქართულ]], [[სომხ.|სომხურ]], [[აზერბ.|აზერბაიჯანულ]] ენებზე. პირველი წიგნი - პოემა "ანაბაჯის ლექსი" - [[1909]] წელს გამოვიდა, ლექსთა კრებული "ახალი მგოსანი და სიმღერები" - [[1911]] წელს, "იეთიმის ახალი ლექსები" - [[1913]], "ტანგო" - [[1914]] და სხვა. [[1928]] წელს [[გრიშაშვილი, იოსებ |იოსებ გრიშაშვილმა]], ხოლო [[1958]] წელს [[თევზაძე, ანდრო |ანდრო თევზაძემ]] გამოსცეს პოეტის "რჩეული ლექსები".
 
იეთიმ გურჯის ლექსები უმთავრესად [[სიმღერა|სიმღერების]] სახით ვრცელდებოდა, რომლებსაც თვითონვე ქმნიდა და ასრულებდა. მის პოეზიაში ასახულია ქალაქის მუშების, ხელოსნების, წვრილი ვაჭრებისა და გლეხობის ცხოვრება, ძველთბილისური [[ბოჰემა]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იეთიმ_გურჯი“-დან