ვაჟა გოგოლაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
რესურსები ინტერნეტში - შეცვლა "ინტერნეტ-რესურსებით", replaced: რესურსები ინტერნეტში → ინტ using AWB
ხაზი 49:
დაიბადა 1927 წლის 19 იანვარს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში. მამა — ბარნაბა გოგოლაძე (პროფესიით ხურო, 1937 წელს გადაასახლეს), დედა — ელისაბედ ჯიბლაძე — მომღერალ-მგალობლები იყვნენ. კარგად მღეროდნენ დებიც — შურა (ბანი) და მარგალიტა (წვრილი, კრიმანჭული). და-ძმებს ჩინებული საოჯახო ტრიო ჰქონდათ (ვაჟა დამწყები ხმა იყო). ოთხწლიანი განათლება გოგოლესუბანში მიიღო, საშუალო — ჩოხატაურის გიმნაზიაში (№1 საშ. სკოლა), რომელიც დაამთავრა 1945 წელს.
1945 წლიდან ვაჟა გოგოლაძე თავის დებთან და ბიძაშვილებთან ერთად საჯაროდ კონცერტებს მართავს. ამავე წლებში მოღვაწეობს დამწყებ მსახიობად და ტექნიკურ რეჟისორად ახლადშექმნილ სახელმწიფო დრამატული თეატრის დასში.
 
1950 წლიდან ჩოხატაურის გუნდში (ხელმძღვანელი ვლადიმერ ბერძენიშვილი) ერთ-ერთ ლოტბარად მიიწვიეს, რადგან თბილისში გაიარა სპეციალური სადირიჟორო კურსები. 1954 წლიდან უკვე თავად ხელმძღვანელობდა ამ გუნდს.
 
1957 წლიდან გადმოვიდა [[თბილისი|თბილისში]], სადაც დაამთავრა სამუსიკო სასწავლებელი გუნდის დირიჟორის სპეციალობით და გაიგზავნა ქალაქ რუსთავში ოლიმპიადისთვის გუნდის მოსამზადებლად.
 
1960-79 წლებში მოღვაწეობდა ქალაქ [[რუსთავი|რუსთავში]], შექმნა 120-კაციანი გუნდი, რომელმაც 1961 წელს თბილისში, რესპუბლიკურ დათვალიერებაზე დაიმსახურა პირველი ადგილი და ფესტივალის პრემია.
 
მომდევნო წლებში მოღვაწეობდა სხვადასხვა საშუალო სკოლაში და რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში.
 
1967 წლის ზაფხულში გურიაში შექმნა მომღერალთა გუნდი, რომელსაც „გურია“ უწოდეს (ანსამბლს მოგვიანებით სახალხო წოდება მიენიჭა). აქედან მოყოლებული, ვაჟა გოგოლაძე „გურიის“ უცვლელი ხელმძღვანელი იყო.
 
მას არაერთხელ ეწვივნენ უცხოელი სპეციალისტები და ქართული ხალხური სიმღერის მოყვარულნი: მორიტა სანი (იაპონია), ფრენკ კეინი (საფრანგეთი), სიუზან ციგლერი (გერმანია), ჰელენ ჩედვიკი (ინგლისი), იოჰან ვესტმანი (შვედეთი), კარლ ლინიკი (ა.შ.შ.), სოსო ჟორდანია და ნინო ციციშვილი (ავსტრალია), უცხოეთში მოღვაწე ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებელი ანსამბლები: ტრიო „მზეშინა“ (პარიზი) და „გორანი“ (ავსტრალია). ფრენკ კეინის მიწვევით იყო პარიზში, ხოლო იოსებ ჟორდანიას მიწვევით — [[ავსტრალია]]ში, ქართული ხალხური სიმღერების შესწავლის მიზნით. ორივე ტურნემ წარმატებით ჩაიარა. „გორანმა“ და სხვა ავსტრალიურმა ანსამბლებმა ისწავლეს და კომპაქტ-დისკზე ჩაწერეს კიდეც მისგან ნასწავლი ქართული ხალხური სიმღერები.
 
ვაჟა გოგოლაძე სხვადასხვა დროს დაჯილდოებულია: შრომის ვეტერანის მედლით, სახალხო განათლების წარჩინებულის მედლით, [[ღირსების ორდენი]]თ, არის კულტურის დამსახურებული მოღვაწე და ჩოხატაურის საპატიო მოქალაქე.
 
==ინტერნეტ-რესურსები ინტერნეტში==
* [http://ardaidardo.ge/biography/1282-vazha-gogoladze.html ვაჟა გოგოლაძე]
 
ხაზი 72:
 
{{DEFAULTSORT:გოგოლაძე, ვაჟა}}
 
[[კატეგორია:დაბადებული 1927]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 2006]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვაჟა_გოგოლაძე“-დან