ABBA: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ABBA-მდე (1960-იანი წლები): clean up, replaced: კლავიშებიანი საკრავებზე → კლავიშებიან საკრავებზე using AWB
clean up, replaced: ABBA Gold: Greatest Hits → Gold: Greatest Hits (6) using AWB
ხაზი 80:
სახელი ABBA პირველად მითითებულია სტუდიის Metronome (სტოკჰოლმი) ხმისჩამწერი სესიების აღმნიშვნელ ქაღალდზე, რომელიც [[1973]] წლის [[16 ოქტომბერი|16 ოქტომბრით]] თარიღდება. თავდაპირველად ეს სესია შედგა ჯგუფის „Björn, Benny, Agnetha & Frida“ სახელით, მაგრამ მოგვიანებით სახელს ხაზი გადაესვა და დიდი ასოებით იქნა დასმული ABBA.
 
ჯგუფის ოფიციალური ლოგო, რომელშიც გამოიყენება „News Gothic“-ის ტიპის შრიფტი, შექმნილი იქნა რუნე სოდერკვისტის მიერ და პირველად გამოჩნდა სინგლზე „[[Dancing Queen]]“, [[1976]] წლის აგვისტოში, მოგვიანებით კი გამოყენებული იქნა ყველა შემდგომ ალბომსა და სინგლზე. მაგრამ ოფიციალური ლოგოს იდეა დაებადა გერმანელ ფოტოგრაფ ვოლფგანგ ჰაილემანს, სინგლთან დაკავშირებული ფოტოსესიის დროს, რომელიც მოზარდთა ჟურნალისათვის „[[Bravo (ჟურნალი)|Bravo“]] მზადდებოდა. ფოტოსურათზე ჯგუფის ყოველი წევრი დგას საკუთარი სახელის ინიციალით. ფოტოსესიის შემდეგ ჰაილემანმა შეამჩნია, რომ ერთ-ერთს ინიციალი უკუღმა ეკავა. თუმცა, ჯგუფის წევრებს ეს იდეა მოეწონათ. მას შემდეგ, რაც ჯგუფთან კონტრაქტი გააფორმა, ლეიბლმა [[Polygram]] განაგრძო ასეთი პრინციპით შედგენილი სახელის გამოყენება, მაგრამ განსხვავებულ შრიფტებსაც იყენებდა. გარდა ამისა [[1992]] წელს მან ლოგოს სამეფო გვირგვინიც დაამატა - ეს მოხდა კრებულის ''[[ABBA Gold: Greatest Hits]]'' გამოცემისას. მოგვიანებით ლეიბლმა [[Universal Music]] შეიძინა [[Polygram]] და შესაბამისად, ABBA-ს ლეიბლი [[Polar Music International]] და ჯგუფის მუსიკალური კატალოგის მფლობელობა სტოკჰოლმში დაბრუნდა. ამის შემდეგ ორიგინალური ლოგო აღდგენილი იქნა ყველა ოფიციალურ ნაწარმზე.
 
=== გარღვევა (1973–1976) ===
ხაზი 151:
ალბომის შემდეგი სინგლი, „[[Super Trouper (სიმღერა)|Super Trouper“]] ასევე მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის #1 ადგილზე და იქცა ჯგუფის 9-ე და უკანასკნელ ბრიტანულ სინგლად, რომელიც ჩარტის სათავეებში მოექცა. კიდევ ერთი სიმღერა, „[[Lay All Your Love on Me]]“ [[1981]] წელს რამდენიმე ქვეყანაში 12 დიუმიანი სინგლის სახით გამოვიდა და მოხვდა ბილბორდის ცხელ საცეკვაო კლუბურ სიმღერათა ჩარტის სათავეში, ისევე როგორც ბრიტანეთის სინგლების ჩარტის #7 პოზიციაზე. იმ დროისათვის ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ეს იყო 12 დიუმიანი სინგლის ყველაზე დიდი წარმატება.
 
[[1980]] წელს ჯგუფმა ასევე ჩაწერა საკუთარი ჰიტ-სიმღერების ესპანურენოვანი კრებული ''[[Gracias Por La Música (ალბომი)|Gracias Por La Música]]''. ესპანურენოვანი ქვეყნების გარდა იგი იაპონიასა და ავსტრალიაში გამოიცა. ალბომი მნიშვნელოვანი წარმატებით სარგებლობდა სიმღერის „Chiquitita“ ესპანურენოვან ვერსიასთან ერთად, რომელმაც ჯგუფს დიდი წარმატება ლათინურ ამერიკაში მოუტანა. ''ABBA Oro: Grandes Éxitos'', კრებულის ''ABBA Gold: Greatest Hits'' ესპანურენოვანი ანალოგი [[1999]] წელს გამოიცა.
 
=== უკანასკნელი ალბომი და გამოსვლები (1981–1982) ===
ხაზი 224:
ჯგუფის დაშლის წელს საფრანგეთში დაიდგა შოუ ''[[Abbacadabra]]'', რომელშიც ბავშვები ABBA-ს სიმღერებს ასრულებდნენ. ინტერესმა ჯგუფის მუსიკის მიმართ კვლავ იმატა.
 
[[1980-იანი წლები|1980-იან წლებში]] ჯგუფის მუსიკისადმი ინტერესი შედარებით უმნიშვნელო იყო, მაგრამ [[1990]]-იან წლებში, როდესაც ბრიტანულმა სინთპოპ დუეტმა [[Erasure]] საკუთარ [[EP]]-ზე ჯგუფის სიმღერების ქავერ ვერსიები გამოსცა და ამით ჩარტების სათავეში მოხვდა, მსმენელთა ახალი თაობები ABBA-ს შემოქმედებით დაინტერესდნენ. [[1992]] წლის ივნისში ჯგუფი [[U2]] სტოკჰოლმში კონცერტის გასამართად ჩავიდა. ABBA-სადმი პატივისცემის ნიშნად მათ კონცერტზე ბენი ანდერსონთან (სინთეზატორი) და ბიორნ ულვეუსთან (გიტარა) ერთად შეასრულეს „Dancing Queen“. [[1992]] წლის სექტემბერში გამოვიდა ახალი კრებული ''[[ABBA Gold: Greatest Hits]]''. სინგლი „[[Dancing Queen]]“ [[1992]] წლის ზაფხულში დაბრუნდა ბრიტანეთის რადიოეთერში, რამაც ალბომის წარმატებაზე გავლენა იქონია. იმავე წლის აგვისტოში იგი ბრიტანეთის 20-ეულში დაბრუნდა და 16-ე პოზიციაზე მოხვდა.
 
ინტერესმა კოლექტივის მუსიკის მიმართ, რომელიც გამოიწვია ''ABBA Gold: Greatest Hits''-ის გამოცემამ, იმატა ''[[More ABBA Gold: More ABBA Hits]]''-ის ([[1993]]) შემდეგ.
 
[[1994]] წელს ინტერესი გამოიწვია ორმა ავსტრალიურმა, შემდგომში [[საკულტო ფილმი|საკულტო ფილმმა]]. ორივე მათგანი ABBA-თი გატაცებაზე იყო - „[[პრისცილას, უდაბნოს დედოფლის თავგადასავლები]]“ და „[[მიურიელის ქორწილი]]“. იმავე წელს გამოვიდა ''[[Thank You for the Music (ალბომი)|Thank You for the Music]]'', ოთხდისკიანი კრებული, რომელშიც შეტანილი იყო როგორც ჯგუფის ჰიტები, ასევე ალბომების სხვა რჩეული სიმღერები. კრებულის შედგენაში ჯგუფის ოთხივე წევრები მონაწილეობდა. „XX საუკუნის მიწურულს, ABBA-სადმი სიყვარულზე უფრო მეტად უცნაური იყო, თუკი ვინმეს იგი ეზიზღებოდა“ - წერდა 10 წლის შემდეგ ამერიკელი კრიტიკოსი [[ჩაკ კლოსტერმანი]].<ref name="Klosterman quote">{{cite book|last=კლოსტერმანი|first=ჩაკ|title=Eating the Dinosaur|year=2009|publisher=Scribner|location=New York, NY|isbn=9781416544210|page=172|authorlink=Chuck Klosterman}}</ref>
ხაზი 245:
[[ფაილი:ABBA 2008 Av Daniel Åhs.jpg|thumb|350px|ფილმის ''[[Mamma Mia! (ფილმი)|Mamma Mia!]]'' პრემიერა, 2008 წლის 4 ივლისი. ჯგუფის ოთხივე წევრი. მარცხნივ, ბოლოს - ბენი ანდერსონი. მარცხნიდან მეხუთე - აგნეტა ფელტსკუგი, ანი-ფრიდ ლიუნგსტადთან ერთად. მარჯვნიდან მეორე - ბიორნ ულვეუსი.]]
 
კრებული ''[[ABBA Gold: Greatest Hits]]'', რომელიც [[1992]] წელს გამოიცა, [[2008]] წლის [[3 აგვისტო]]ს მეხუთედ დაბრუნდა ბრიტანეთის ჩარტში და პირველ ადგილზე მოხვდა.<ref>{{Cite web|url= http://www.bbc.co.uk/6music/news/20080804_abba.shtml|title= Abba are No. 1|accessdate= 7 აგვისტო 2008|date= 4 აგვისტო 2008|publisher= [[BBC 6 Music]]}}</ref> 2008 წლის 14 აგვისტოს ფილმის ''[[Mamma Mia! (ფილმი)|Mamma Mia!]]'' საუნდტრეკი აშშ „ბილბორდის“ ჩარტის პირველ ადგილზე მოხვდა და იქცა ჯგუფთან დაკავშირებულ პირველ ალბომად, რომელმაც ეს პოზიცია დაიკავა. არსებობის წლებში მათი უმაღლესი მიღწევა ამერიკის ქვეყნების ჩარტებში 14-ე ადგილი იყო.
 
[[2008]] წლის ნოემბერში ჯგუფის რვა სტუდიური ალბომი და მეცხრე დისკი, დამატებითი, იშვიათი სიმღერებით, გამოიცა კრებულის ''[[The Albums]]'' სახით.<ref>http://www.allmusic.com/album/r1453355</ref> იგი მოხვდა რამდენიმე ჩარტში, შვედეთში 4-ე ადგილი დაიკავა და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის საუკეთესო 10-ეულებში შევიდა.
ხაზი 273:
აქტიური კარიერის მანძილზე, [[1972]]-[[1982]] წლებში ჯგუფმა ბილბორდის ცხელი 100-ეულის ჩარტში 14 საუკეთესო 40-ეულში მოხვედრილი სინგლი დააგროვა. აქედან 13 ასევე მოხვდა ჩარტში Cashbox Top 100, 10 - ორივე ჩარტის 20-ეულებში, ოთხი - 10-ეულებში („Dancing Queen“ პირველ პოზიციაზე მოხვდა). „Fernando“ და „SOS“ ბილბორდის ცხელ 100-ეულში ვერ მოხვდნენ, მაგრამ Cashbox-ის („Fernando“) და Record World-ის („SOS“) ჩარტში წარმატება იქონიეს. სინგლებმა „Dancing Queen“ და „Take a Chance on Me“ [[RIAA]]-სგან მიიღეს ოქროს სტატუსი (მილიონზე მეტი გაყიდული ასლების საფუძველზე).
 
ჯგუფის ცხრა ალბომი აშშ-ს ბილბორდის 200-ეულის პირველ 100-ეულში მოხვდა. აქედან შვიდი მოხვდა საუკეთესო 50-ეულში. ოთხი ამ ალბომიდა მოხვდა 20-ეულში - აღსანიშნავია ''ABBA: The Album''-ის 14-ე, უმაღლეს პოზიციაზე მოხვედრა. ხუთმა ალბომმა RIAA-სგან მიიღო ოქროს სერტიფიკატი (500.000-ზე მეტი გაყიდული ასლის ოდენობის საფუძველზე), ხოლო სამმა - პლატინის სტატუსი (მილიონზე მეტი გაყიდული ასლის საფუძველზე). [[1993]] წელს ''ABBA Gold: Greatest Hits'' გამოიცა აშშ-ში და ქვეყნის ტერიტორიაზე შემდგომში შვიდმაგი პლატინის მფლობელი გახდა. იგი ასევე მოხვდა „ბილბორდის“ პოპულარული პოპ კატალოგის ალბომების ჩარტის სათავეში და 11-ე ადგილზე ჩარტში [[Billboard Comprehensive Albums]].
 
== ვიდეო, სარეკლამო კამპანიები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ABBA“-დან