ოვამბო (ხალხი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა Fiqriasidamonize გვერდი „ოვამბო“ გადაიტანა გვერდზე „ოვამბო (ხალხი)“: მრავალი მნიშვნელო...
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Fiqriasidamonize|Fiqriasidamonize]]|2=2017 წლის 15 ივნისი}}
[[File:Ovambo people in Namibia and Angola.png|thumb|ოვამბო ხალხის საცხოვრებელი არეალი]]
ოვამბო (ხალხი), ამბო (თვითსახელწოდება) — ხალხი სამხრეთ [[აფრიკა]]ში. ცხოვრობენ [[ნამიბია|ნამიბიის]] ჩრდილოეთსა და [[ანგოლა|ანგოლის]] სამხრეთში — რეგიონში, რომელიც ცნობილია [[ოვამბოლენდი]]ს სახელით. იყოფა დიდი რაოდენობით სუბეთნიკურ ჯგუფებად. მაგ: ნდონგა, კვანიამა, კვამბი, ჰგანდერა, ნბალანტუ, კვალუდი, კოლონკადი, ეუნდა, მბანდია და სხვ. საერთო რაოდენობა დაახლო. 900 ათასი. მათ შორის, დაახლ. 750 ათასი ცხოვრობს ნამიბიაში და წარმოადგენს ამ ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს. საუბრობენ [[ოშივანდოს ენა]]ზე, რომელიც მოიცავს კვანიამასა და ნდონგას ქვე-ენებს. (ზონა R ბანტუს ჯგუფები ბენუე-კონგოლეზური ოჯახი).
 
ოვამბოები წარმოშობით იყვნენ ცენტრალური აფრიკიდან. ისინი გადასახლდნენ სამხრეთით მდინარეებს [[ოკავანგო]]სა და [[კუნენე]]ს შორის რეგიონში XV-XVI სს. და შექმნეს ადრესახელმწიფოებრივი გაერთიანება. XX ს. დასაწყისში მათ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს კოლონიზატორებს.
 
==ოვამბოს ტომები==
დღისათვის ოვამბოს ოთხი ტომი ცხოვრობს სამხრეთ [[ანგოლა]]ში, [[კუნენე]]ს პროვინციაში. რვა კი ჩრდილოეთ [[ნამიბია]]ში. ტერიტორია, რომელიც ტრადიციულად ცნობილია როგორც [[ოვამბოლენდე]], რამდენიმე ოლქად იყოფა: ომუსატი, ოშიკოტო, ხანგვენა, ოშანა. ოვამბო ხალხის უმრავლესობა აქ ცხოვრობს, ტომების ნაწილი გადასახლდა სამხრეთში, ქვეყნის სხვა ნაწილებში. ოვამბოს რვა ტომიდან კვანიამა ყველაზე დიდი ტომია. სხვა ტომები ატარებენ შემდეგ სახელებს: ნდონგა, კვალუდი, მბალანხუ, კვამბი, ნგანდველა და ორი მცირერიცხოვანი ტომი უნდა და ნკოლანდი.
 
==მიგრაცია==
ოვამბოს მშრომელთა დიდი ნაწილი სამუშაოს ძებნაში გადასახლდა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებში. დღეისათვის მეთევზეთა და სამთო მრეწველობის წარმომადგენელთა მშრომელების ძირითადი ნაწილი სწორედ ოვამბოს ხალხია.
 
==ტომობრივი ორგანიზაცია==
თითოეულ ტომს ჰყავს თავისი ბელადი, რომელიც პასუხისმგებელია თავის ტომზე. ზოგიერთი ტომი უკვე გადავიდა უხუცესთა საბჭოს სისტემაზე ტომთაშიდა საქმეების მოსაგვარებლად. ოვამბოლენდეს ბელადთა ოჯახის წევრები ცნობილი არიან ააკვანეკამბას სახელით და მხოლოდ მას აქვს ბელადობის უფლება, ვინც დაბადებით ოჯახის წევრია.
==რელიგია და ტრადიციები==
ოვამბოტა უმეტესობა დღეისათვის [[ქრისტიანი]]ა ([[ლუთერანი]]). მათ სამშობლოში 1870-ან წლებში ჩამოვიდნენ ფინელი მისიონერები და ადგილობრივი მოსახლეობის უმეტესობა მოინათლა ქრისტიანად. თუმცა შემონახულია ზოგიერთი ძველი ტრადიცია. როგორც მისიონერთა მოღვაწეობის შედეგი, თითქმის მთელი ომაბო დღისათვის ევროპული სამოსით იმოსება და ისმენს დასავლურ სიმღერებას. ისინი ჯერ კიდევ ცეკვავენ ტრადიციულ ცეკვებს, თუმცა ბარაბანის მუსიკაზეა ცეკვები შერწყმული. ქორწინების უმრავლესობა წარმოადგენს ქრისტიანული წესებისა და ოვამბოს ტრდაციების ნაზავს.
==იხილეთ აგრეთვე==
*[[ჰერერო]]
*[[ჰიმბა (ხალხი)]]
*[[ნამა (ხალხი)]]
*[[ორლამ (ხალხი)]]
==რესურსები ინტერნეტში==
*[https://www.ethnologue.com/country/NA/maps ნამიბიის ენათა რუკა]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოვამბო_(ხალხი)“-დან