ხასინჯუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Siriusi da io-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Abandoner-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
ხაზი 1:
'''ხასინჯუ''' ([[მონღოლური ენა|მონღ.]] ხასი და ინჯუ - საკუთრება ქონება სამფლობელო) — [[ჰულაგუიანები|ილხან]]ის სამფლობელო მიწები მონღოლთა ბატონობის ხანაში ირანში. ამ პერიოდში ირანში ინჯუ და ხასი სინონიმებად იქცა. ინჯუ დაერქვა ილხანისა და მისი ოჯახის წევრთ კუთვნილ მიწას. ხასინჯუს ძირითადად შეადგენდა ადგილობრივი ფეოდალებისგან ჩამორთმეული მიწები მემკვიდრეობით გადადიოდა მამიდან შვილზე და თავისუფლდებოდა სახელმწიფო გადასახადისგან. ხასინჯუს შემოსავალი ილხანთა პირადი საკუთრება იყო გადასახადთა აკრეფის უფლება კი მეტწილად იჯარით გაიცემოდა. ხასინჯუ ნიშნავდა აგრეთვე ცალკეული პირების თავისი სამფლობელოთი ნებაყოფლობით შესვლას მონღოლი ილხანის მფარველობაში. ასეთი პირი გარკვეული პოლიტიკური თავისუფლებით სარგებლობდა. მაგალითად [[1266]] წელს როცა [[სამცხე-საათაბაგო|სამცხ]]ის მთავარი [[სარგის I]] ჯაყელი [[დავით VII ულუ]]ს წინაშე დააბეზღეს და ამის გამო საფრთხე დაემუქრა. მან ილხან [[აბაღა]]ს სთხოვა მფარველობა. სარგისის სამფლობელო [[საქართველო]]ს გამოეყო ილხანის ხასინჯუ გახდა და შესაბამის უწყებას დაექვემდებარა. ამ პერიოდში ხასინჯუს სისტემა ძირს უთხრიდა საქართველოს სახელმწიფო მთლიანობას.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხასინჯუ“-დან