შვედური სამეფო დრამატული თეატრი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ოფიციალური ვებგვერდი → ოფიციალური საიტი using AWB
→‎ისტორია: clean up, replaced: ოზბორნ → ოსბორნ using AWB
ხაზი 7:
 
== ისტორია ==
XIV-XVI სს-ში შვედეთში გავრცელდა სასკოლო თეატრები, XVI საუკუნის დასასრულიდან იმართებოდა წარმოდგენები მეფის სასახლეში. პირველი სასახლის თეატრი გაიხსნა სტოკჰოლმში 1649 წელს, ხოლო პირველი ეროვნული თეატრი იყო უფსალის სტუდენტური თეატრი (1682-91). გუსტავ III-ის დროს შეიქმნა ხალხისათვის ხელმისაწვდომი პირველი თეატრები გეტებორგსა (1779) და სტოკჰოლმში (1788). XIX საუკუნის 70-იან წლებამდე სცენაზე ბატონობდა ფრანგული ვოდევილი, ა. კოცებუნის ფსევდოისტორიული ტრაგედიები და სხვა. 70-იან წლებში კერძო და სახელმწიფო თეატრის რეპერტუარში დამკვიდრდა „ახალი დრამა“ (მ. შ. ჰ. იბსენი და ბ. ბეირნსონი). რეალიზმის განმტკიცება დაკავშირებულია დრამატურგთან და თეატრის თეორეტისკოსთან ა. სტრინდბერგთან, რომელმაც რეჟ. ა. ფალკთან ერთად 1907 წელს სტოკჰოლმში გახსნა ინტიმური თეატრი (არსებობდა 1910 წლამდე). XX საუკუნის I ნახევარში ცნობილი რეჟისორი იყო უ. მულანდერი. 30-იან წლებში თეატრში მოვიდა ა. შებერგი, ხოლო 40-იან წლებში — [[ინგრიდ ბერგმანი|ი . ბერგმანი]]. 50-იან წლებში აღმოცენდა კერძო თეატრები. სახელმწიფო თეატრის სცენაზე ძირითადად დგამდნენ კლასიკასა და საზღვარგარეთის დრამატურგების [[ჟან-პოლ სარტრი|ჟ. პ. სარტრის]], ჟ. ანუის, [[ართურ მილერი|ა. მილერის]], [[ტენესი უილიამსი|ტ. უილიამსის]], ჯ. ოზბორნისოსბორნის პიესებს. 60-იან წლებში პოპულარული გახდა [[ბერტოლდ ბრეხტი|ბ. ბრეხტი]]. ბოლო წლებში შვედურ თეატრში აღმოცენდა ახალი მიმდინარეობა — „თავისუფალი დასები“.
 
1980 წელს ახალი მიმდინარეობის წარმომადგენლებმა სტოკჰოლმში გამართეს თეატრალური ფესტივალი. თანამედროვე შვედური თეატრის ცნობილი მსახიობები არიან ი. ტიტბლადი (გ. 1975), ე. იუსეფსონი, გ. ვოლგრენი, ა. ეკი, ე, დალბეკი, ტ. პავლო, ს. რუდი, პ. ოსკარსონი და სხვა.