ალევის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 60:
 
== ხუროთმოძღვრება ==
ეკლესია [[დარბაზული ეკლესია|დარბაზულია]], ერთნავიანი, სწორკუთხა [[საკურთხეველი|საკურთხევლითა]] და [[ტრომპი|ტრომპებზე]] დაყრდნობილი [[კონქი]]თ. სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებზე [[პილასტრი|პილასტრებია]], რომლებსაც ეყრდნობა [[კამარა|კამარული]] გადახურვა. ცენტრალურ დარბაზს ჩრდილო, დასავლეთ და სამხრეთ მხრიდან აქვს მინაშენები, რომლებშიც შესასვლელებია გაჭრილი. მთავარ ეკლესიას აღმოსავლეთის მხრიდან მიშენებული აქვს მეორე ეკლესია, მომრგვალებული საკურთხევლით. ალევის სამება ნაგებია წესიერი, წაგრძელებული ქვის ბლოკებით და აქვს სადა ფასადები.
 
ტაძარს გარს უვლის ფლეთილი ქვით ნაგები ოვალური ფორმის [[გალავანი]], რომელსაც შიგნითა მხრიდან რამოდენიმე ნაგებობა აქვს მიშენებული. სამხრეთის მხარეს მიშენებულია გრძელი ვიწრო ორსართულიანი შენობა. ქვედა სართული მიწაშია, ზედას კარი კი მიწის ზედაპირის დონეზე. შენობას კედლებზე ეტყობა სართულებს შორის გადახურვის ძეგლების ფოსოების კვალი. ქვედა სართულს ჰქონია მიწისქვეშა შესასვლელი, რომელიც [[მწყემსი|მწყემსების]] თქმით ეკლესიაში შედიოდა. შენობა, შესაძლოა, [[სატრაპეზო]]ს წარმოადგენდა. გალავანს გარეთ ირგვლივ ორმოცამდე წვრილი სათავსოს ნაშთია. ალევის სამების კომპლექსი [[მონასტერი|მონასტრის]] შთაბეჭდილებას სტოვებს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალევის_ეკლესია“-დან