მონღოლეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 68:
[[XII საუკუნე|XII საუკუნის]] მიწურულისათვის [[თემუჩინი|თემუჩინმა]], რომელიც თავდაპირველად [[ყაჩაღი|ყაჩაღთა]] მეთაური იყო, მოახერხა მონღოლეთის გაერთიანება მანჯურიიდან [[ალთაი]]ს მთებამდე. [[1206]] წელს მან მიიღო [[ჩინგისხანი|ჩინგის ხანის]] ტიტული. ცნობილი იყო თავისი სისასტიკითა და მრისხანებით. დაიპყრო აზიის დიდი ნაწილი და შექმნა [[მონღოლეთის იმპერია]], ყველაზე დიდი მომიჯნავე იმპერია მსოფლიო ისტორიაში. ყაენის მემკივიდრეებმა მისი იმპერია გადაჭიმეს დასავლეთით დღევანდელ [[პოლონეთი|პოლონეთამდე]], აღმოსავლეთით კორეამდე, ჩრდილოეთით ციმბირამდე და სამხრეთით [[ვიეტნამი|ვიეტნამამდე]]. იმპერიის ფართობი იყო 33,000,000 კმ<small>2</small><ref name="EarthRule">http://www.hostkingdom.net/earthrul.html</ref> (მსოფლიო მიწის 22 %), მოსახლეობა 100 მილიონი კაცი.
[[ფაილი:Mongol Empire map.gif|thumbnail|300 px|მონღოლეთის იმპერია]]
ჩინგის ხანის სიკვდილის შემდგომ იმპერია დაიყო ოთხ სახანოდ. ერთ-ერთი მათგანი - დიდი სახანო მოიცავდა დღევანდელ მონღოლეთსა და [[ჩინეთი|ჩინეთს]]. მას მართავდა ჩინგის ხანის შვილიშვილი [[ყუბულაიყუბილაი]] ([[იუანის დინასტია]]). დიდი სახანოს დედაქალაქი იყო დღევანდელი [[პეკინი]], მაგრამ ორი საუკუნის შემდგომ, [[1368]] წელს მონღოლები განდევნეს ჩინეთიდან. [[ჩინეთი]]ს არმიამ დაანგრია და გააცამტვერა უამრავი მონღოლური [[ქალაქი]], მათ შორის მონღოლეთის [[დედაქალაქი]] [[ყარაყორუმი (ქალაქი)|ყარაყორუმი]]. წაიშალა იმ კულტურული პროგრესის ნაკვალევი, რომელსაც მიაღწია მონღოლეთმა იმპერიის დროს. [[1380]] წელს [[კულიკოვოს ბრძოლა|კულიკოვოს ბრძოლით]] დაიწყო რუსეთის განთავისუფლება მონღოლ-თათართა უღლისაგან. [[XIV საუკუნე|XIV საუკუნის]] II ნახევარში მონღოლეთის ბატონობა დაემხო [[ირანი|ირანში]], [[ამიერკავკასია]]სა და [[შუა აზია]]ში.
 
=== იმპერიის შემდგომი პერიოდი ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მონღოლეთი“-დან