ავსტრალია (კონტინენტი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: სიმპსონ → სიმფსონ (3) using AWB
ხაზი 104:
 
==== სუბეკვატორული სარტყელი ====
სუბეკვატორული სარტყელი, რომელიც დამახასიათებელია კონტინენტის ჩრდილოეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილისათვის, გამოირჩევა ტემპერატურის თანაბარი მიმდინარეობით (წლის განმავლობაში ჰაერის საშუალო ტემპერატურაა 23-24  °C) და ნალექების დიდი რაოდენობით (1000 მმ-დან 1500 მმ-მდე, ხოლო ზოგიერთ ადგილებში 2000 მმ-ზე მეტი.). ნალექებს აქ იწვევენ ნოტიო ჩრდილო-დასავლეთი [[მუსონები]], და უმთავრესად ისინი მოდიან ზაფხულში. ზამთარში, წლის მშრალ პერიოდში, მხოლოდ ეპიზოდურად წვიმს. ამ დროს მატერიკის შიდა ნაწილიდან ქრის მშრალი, ცხელი [[ქარი]], რომელიც ზოგჯერ წარმოშობს გვალვებს.
 
==== ტროპიკული სარტყელი ====
ტროპიკული სარტყელში ავსტრალიის კონტინენტზე ყალიბდება კლიმატის ორი ძირითადი ტიპი: ნოტიო ტროპიკული და მშრალი ტროპიკული. ნოტიო ტროპიკული კლიმატი დამახასიათებელია ავსტრალიის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც შედის სამხრეთ-აღმოსავლეთის პასატური ქარების მოქმედების ზონაში. ამ ქარებს [[მატერიკი|მატერიკზე]] მოაქვთ ტენით გაჟღენთილი ჰაერის მასები [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანიდან]]. ამიტომ სანაპირო ვაკე ადგილების და [[დიდი წყალგამყოფი ქედი]]ს აღმოსავლეთის ფერდოების მთელი რაიონი კარგადაა დატენიანებული (საშუალოდ მოდის 1000 მმ-დან 1500 მმ-მდე ნალექი) და აქვს რბილი თბილი კლიმატი ([[სიდნეი]]ს ყველაზე თბილი თვის ტემპერატურა — 22-25  °C-ია, ხოლო ყველაზე ცივი — 11,5-13  °C). წყნარი ოკეანიდან მოტანილი ტენიანი ჰაერის მასები აღწევს დიდ წყალგამყოფ ქედს იქითაც, რომელიც გზაში კარგავს ტენის მნიშვნელოვან რაოდენობას, რის გამოც ნალექი მოდის მხოლოდ ქედის დასავლეთ ფერდოებზე და მთის წინა რაიონში.
 
ძირითადად ტროპიკულ და სუბტროპიკულ განედებზე განლაგებული, სადაც მზის [[რადიაცია]] საკმაოდ დიდია, ავსტრალიის მატერიკი ძლიერ ცხელდება. სანაპირო ზოლის სუსტი დაკლაკნილობისა და უკიდურესი ნაწილების ამოწევის გამო, რომლითაც გარშემორტყმულია მატერიკი, ზღვების ზემოქმედება სუსტად აისახება შიდა ნაწილებზე.
ხაზი 113:
ავსტრალია — დედამიწის ყველაზე მშრალი კონტინენტია, და მისი ბუნების ერთ-ერთი ყველაზე უფრო დამახასიათებელი თვისებაა — [[უდაბნო]]ების ფართედ გავრცელება, რომლებსაც უკავია უზარმაზარი სივრცეები და გადაჭიმულია თითქმის 2,5 ათას კმ-ზე [[ინდოეთის ოკეანე|ინდოეთის ოკეანის]] ნაპირებიდან დიდი წყალგამყოფი ქედის მთის წინა რაიონებამდე.
 
მატერიკის ცენტრალურ და დასავლეთი ნაწილებისთვის დამახასიათებელია ტროპიკული უდაბნოს კლიმატი. ზაფხულში (დეკემბერი — თებერვალი) აქ საშუალო ტემპერატურა მატულობს 30  °C-მდე, ხოლო ზოგჯერ უფრო მაღლა, ზამთარში კი (ივნისი — აგვისტო) ეცემა საშუალოდ 10—15  °C-მდე. ავსტრალიის ყველაზე უფრო ცხელი რაიონია — ჩრდილო-დასავლეთი, სადაც [[დიდი ქვიშიანი უდაბნო|დიდ ქვიშიან უდაბნოში]] ტემპერატურა თითქმის მთელი ზაფხულის განმავლობაში დგას 35  °C დონეზე და უფრო მაღლაც. ზამთრის პერიოდში ის უმნიშვნელოდ ეცემა (დაახლოებით 20—25  °C-მდე). მატერიკის ცენტრში, ქალაქ [[ალის-სპრინგსი]]ს რაიონში, ზაფხულის პერიოდში დღის ტემპერატურა იწევს 45  °C-მდე, ხოლო ღამით ეცემა ნულამდე და უფრო ქვემოთაც (-4-6  °C).
 
ავსტრალიის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებში, ანუ მისი ტერიტორიის დაახლოებით ნახევარში, საშუალოდ მოდის 250—300 მმ ნალექი წელიწადში, ხოლო [[ეირის ტბა|ეირის ტბის]] შემოგარენში — 200 მმ-ზე ნაკლები; მაგრამ ეს უმნიშვნელო ნალექებიც კი მოდის არათანაბრად. ზოგჯერ გადაბმულად რამდენიმე წლის განმავლობაში არ მოდის წვიმები, ხოლო ზოგჯერ ორ-სამ დღეში, ხანდახან კი რამდენიმე საათში მოდის მთელი წლის რაოდენობის ნალექი. წყლის ნაწილს სწრაფად და ღრმად შეიწოვს წყალგამტარი ნიადაგი და მიუღწევადია მცენარეულობისათვის, ხოლო ნაწილი ორთქლდება მზის ცხელი სხივების საშუალებით და ნიადაგის ზედა ფენა თითქმის მშრალი რჩება.
ხაზი 120:
სუბტროპიკული სარტყელის ფარგლებში გამოიყოფა კლიმატის სამი ტიპი: [[ხმელთაშუაზღვის კლიმატი|ხმელთაშუაზღვის]], [[სუბტროპიკული სარტყლები|სუბტროპიკული კონტინენტალური]] და ნოტიო სუბტროპიკული.
 
ხმელთაშუაზღვის კლიმატი დამახასიათებელია ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილისათვის. როგორც დასახელებიდან ჩანს, მატერიკის ამ ნაწილის კლიმატი მსგავსია ევროპული ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნების კლიმატთან (მაგალითად [[ესპანეთი]]ს და [[საფრანგეთი|სამხრეთი საფრანგეთის]]. ზაფხული აქ ცხელია და როგორც წესი მშრალია, ხოლო ზამთარი თბილი და ნოტიო. ხასიათდება ტემპერატურის შედარებით უმნიშვნელო მერყეობით წელიწადის განმავლობაში (იანვარი — 23-27  °C, ივნისი — 12-14  °C) და ნალექების საკმაო რაოდენობით (500 მმ-დან 1000 მმ-მდე).
 
სუბტროპიკული კონტინენტალური კლიმატის ზონა მოიცავს სამხრეთ, რომელიც ახლო იმყოფება მატერიკის ნაწილ [[ავსტრალიის დიდი ყურე|ავსტრალიის დიდ ყურესთან]], მოიცავს ქალაქ [[ადელაიდა]]ს შემოგარენს და გადაჭიმულია შორს აღმოსავლეთისაკენ, შტატ [[ახალი სამხრეთი უელსი]]ს დასავლეთით. ამ კლიმატის ძირითადი მახასიათებლებია — ნალექების მცირე რაოდენობა და ტემპერატურის შედარებით მაღალი წლიური ცვალებადობა.
 
სუბტროპიკული ნოტიო კლიმატის ზონა თავის საზღვრებში მოიცავს [[ვიქტორიას შტატი|ვიქტორიის]] მთელ შტატს და [[ახალი სამხრეთი უელსი]]ს შტატის სამხრეთ-დასავლეთ მთისწინა ნაწილს. მთლიანად მთელი ეს ზონა გამოირჩევა რბილი კლიმატით და ნალექების მნიშვნელოვანი რაოდენობით (500 მმ-დან 600 მმ-მდე), უპირველეს ყოვლისა სანაპირო რაიონებში (ნალექების შეღწევა კონტინენტის სიღრმეში მცირდება). ზაფხულში ტემპერატურა იწევს საშუალოდ 20-24  °C-მდე, მაგრამ ზამთარში საკმაოდ დაბლა ეშვება — 8-10  °C-მდე. მატერიკის ამ ნაწილის კლიმატი სასარგებლოა [[ხილი]]ს, სხვადასხვა [[ბოსტნეული]]ს და საკვები ბალახის მოსაყვანად. თუმცა, მაღალი მოსავლის მოსაყვანად გამოიყენება სარწყავი სისტემები, რადგანაც ზაფხულის პერიოდში ტენი ნიადაგში არასაკმარის რაოდენობას შეიცავს. ამ რაიონებში ამრავლებენ რძის მომტან პირუტყვს და ცხვარს.
 
მატერიკის ბევრ რაიონში ცხელ კლიმატს და უმნიშვნელო და არათანაბარი ნალექების მოსვლას ის შედეგი მოაქვს, რომ მისი ტერიტორიის თითქმის 60 %-ს არა აქვს [[მდინარეული ჩამონადენი]] ოკეანეში და მხოლოდ აქვს დროებითი წყლის დინების კალაპოტის იშვიათი ქსელი. შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ სხვა მატერიკზე არ არის ასეთი სუსტად განვითარებული შიდა წყლების ქსელი, როგორც ავსტრალიაში.
ხაზი 288:
წერითი ავსტრალიური ინგლისური ძირითადად ემორჩილება ბრიტანული ინგლისურის წესებს (მაგალითად, სიტყვების ბოლოს გამოიყენება -our (colour), -re (centre), -ise (modernise), და ასე შემდეგ).
 
წინადადებების წარმოთქმა [[ამერიკული ინგლისური]] ენით მაინც აღწევს ავსტრალიის მოსახლეობაში პოპულარული ტელეპროგრამების საშუალებით, რომლის ტრანსლირებასაც CNN ახორციელებს (მაგალითად, ახალგაზრდობაში პოპულარული სერიალი «სიმპსონებისიმფსონები»). ახალგაზრდობა ბაძავს პოპულარული ტელეგმირების წარმოთქმის სტილს.
 
== ეკონომიკა ==
ხაზი 295:
ავსტრალიის ეკონომიკაში ჭარბობს [[ეკონომიკის მესამე სექტორი|მომსახურების სექტორი]], რომელიც მოიცავს მშპ-ს დაახლოებით 68 %-ს. სამთომომპოვებელი სექტორი შეადგენს მშპ-ს 10 %-ს; ეკონომიკის სექტორები, რომლებიც დაკავშირებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან შეადგენს მშპ-ს 9 %-ს – ჯამურად სამთომომპოვებელი სექტორი შეადგენს მშპ-ს 19 %-ს.<ref>{{cite news|author=Tim Colebatch |url=http://www.smh.com.au/opinion/politics/our-economic-irrationalism-20120312-1uwde.html |title=Economic Irrationalism |work=Sydney Morning Herald |date=24 October 2009 |accessdate=2012-07-25}}</ref> ეკონომიკური ზრდა საკმაოდაა დამოკიდებული სამთომომპოვებელ და სასოფლო სამეურნეო სექტორებზე, რომელთა პროდუქტები უპირველეს ყოვლისა ექსპორტირდება აღმოსავლეთი აზიის ბაზრებზე.<ref>[http://www.dfat.gov.au/media/releases/department/2011/dfat-release-20110817.html Australia’s trade with East Asia, the Americas, and the European Union: 2010 |Australian Government Department of Foreign Affairs and Trade]</ref>
 
[[ავსტრალიის საფონდო ბირჟა]] (Australian Securities Exchange) სიდნეიში — ავსტრალიის და წყნარი ოკეანის სამხრეთი ნაწილის ყველაზე დიდი საფონდო ბირჟაა<ref>http://wfe.if5.com/ReportGen.aspx?year=2012&month=10&currency=usd&type=pdf&idTable=0</ref>, რომელსაც უკავია 9-ე ადგილი მსოფლიოში [[საბაზრო კაპიტალიზაცია|საბაზრო კაპიტალიზაციის]] მიხედვით და შეადგენს 1,4 ტრილიონ დოლარს. <ref>http://www.sfc.hk/web/doc/EN/research/stat/a01.pdf</ref> ავსტრალია სამშობლოა მსოფლიოს მთელი რიგი მსხვილი კომპანიებისა, ისეთების როგორებიცაა: [[BHP Billiton]], [[National Australia Bank]], [[Commonwealth Bank]], [[Rio Tinto]], [[Australia and New Zealand Banking Group|ANZ]], [[Westpac]], [[Telstra]], [[Macquarie Group]], [[Woolworths Limited]] და [[AMP Limited]] — ავსტრალიაში 10 მსხვილი კომპანია.<ref>{{cite news| url=http://www.forbes.com/2007/12/03/australia-bhp-forbes40-biz-cx_ll_1203australia40.html | work=Forbes | title=Australia's 40 Largest Companies | date=3 December 2007}}</ref> [[ავსტრალიური დოლარი]] — ავსტრალიის კავშირის და მისი ტერიტორიების ვალუტაა, [[შობის კუნძული (ავსტრალია)|შობის კუნძულის]], [[ქოქოსის კუნძულები]]ს და [[ნორფოლკი (კუნძული)|ნორფოლკის]] ჩათვლით. ეს ასევე რამდენიმე წყნარი ოკეანის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ოფიციალური ვალუტაა: [[კირიბატი]], [[ნაურუ]] და [[ტუვალუ]].
 
ავსტრალია [[აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობა|აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის]], [[დიდი ოცეული|G20-ის]], [[ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია|ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის]] და [[მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია|მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის]] წევრია. ქვეყანამ ასევე ხელი მოაწერა შეთანხმებებს თავისუფალ ვაჭრობაზე [[სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია]]სთან, [[ჩილე]]სთან, [[ახალი ზელანდია|ახალ ზელანდიასთან]] და [[აშშ]]თან.<ref>{{cite web|url=http://www.austrade.gov.au/Free-Trade-Agreements/default.aspx |title=International agreements on trade and investment |publisher=[[Austrade]] |date= |accessdate=11 September 2011}}</ref> ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას შორის 1983 წელს მიღებულმა ეკონომიკური კავშირების გაუმჯობესების შესახებ სავაჭრო შეთანხმებებმა, რომელიც ეხება იმპორტ-ექსპორტის ოპერაციებზე შეზღუდვის თანდათანობით მოხსნას, შეძლო მნიშვნელოვნად დახმარებოდა ახალი ზელანდიის ეკონომიკასთან ინტეგრაციაში და 2011 წელს მიღებული იქნა ერთიანი ავსტრალაზიური ეკონომიკური ბაზრის ჩამოყალიბების გეგმა 2015 წლისთვის.<ref>{{cite web|url=http://www.austrade.gov.au/ANZCERTA/default.aspx |title=Australia New Zealand Closer Economic Agreement (ANZCERTA) |publisher=Austrade.gov.au |date=1 January 2007 |accessdate=11 September 2011}}</ref>
ხაზი 504:
მსოფლიო აღიარება მოიპოვეს ავსტრალიურმა [[ალტერნატიული როკი|ალტერნატიული]] და [[როკ-მუსიკა|როკ-მუსიკის]] ჯგუფებმა [[Jet]], [[ბი ჯიზი]], [[AC/DC]], [[ნიკ კეივი]], [[Airbourne]], [[INXS]], [[Savage Garden]], [[Silverchair]], [[The Temper Trap]], [[Midnight Oil]], [[The Living End]], [[Pendulum]], [[The Amity Affliction]], [[5 Seconds of Summer]].
 
ავსტრალიური წარმოშობის პოპ-შემსრულებლებს შორის ცნობილია [[კაილი მინოუგი]], [[ნატალი იმბრულია]], [[ოლივია ნიუტონ-ჯონი]], [[კიტ ურბანი]], [[დანი მინოუგი]], [[დარენ ჰეიზი]], [[გაბრიელა ჩილმი]], [[ჯეისონ დონოვანი]], [[ჯიმი ბარნსი]], ასევე ახალგაზრდა შემსრულებელი [[კოდი სიმპსონისიმფსონი]].
 
=== ცეკვა და ბალეტი ===
ხაზი 593:
1920-იანი წლების დასაწყისიდან ავსტრალიის ლიტერატურა ევროპული და ამერიკული ლიტერატურული მიმდინარეობებისათვის უფრო ღია გახდა. ლირიკაში გახსნილობისკენ სწრაფვა დაეტყო ისეთი პოეტების ქმნილებებს, როგორებიცაა კ. მაკენზი, ჯეიმს მაკოლი, ალეკ დერვენტ ჰოუპი, რომლებისთვისაც დამახასიათებელია კომკრეტულად მგრძნობიარე ლექსები რეალურ სამყაროზე. ჯუდიტ რაიტი, ფრენსის უები და ბრიუს დეივი ისწრაფოდნენ პეიზაჟულ-სიმბოლიკური ლირიკისკენ და პიროვნულ პოეზიისკენ. როზმარი დობსონი და რ. დ. ფიცჯერალდი უპირატესობას აძლევდნენ ისტორიულ თემატიკას.
 
50-იან წლებში გამოჩნდა ეგრედ წოდებული მელბურნის უნივერსიტეტის ({{lang-en|Melbourne University Poets}}) პოეზიური სკოლა, რომლის მთავარი წარმომადგენლები იყვნენ ვინსენტ ბაკლი, რონალდ სიმპსონისიმფსონი, კრის უოლეს-კრები, ივენ ჯონსი, ნოელ მაკეინში, ენდრიუ ტეილორი. ამ სკოლის წარმომადგენლები უპირატესობას ანიჭებდნენ რთულ ფორმებს და ინტელექტუალურ [[ალუზია]]ს. XXI საუკუნის დასაწყისის ავსტრალიის პოეზია წარმოდგენილია [[ლესლი ლებკოვიცი]]ს შემოქმედებით.
 
XX საუკუნის ავსტრალიურმა რომანმა გამოსცადა ამერიკული და ევროპული [[ფილოსოფია|ფილოსოფიური]] და ლიტერატურული მიმდინარეობა. რომანების მთავარი თემა იყო ადამიანის შიდა სამყაროს [[ფსიქოლოგია|ფსიქოლოგიური]] აღწერა, ავსტრალიის საზოგადოების საწყისების გამოკვლევა. 20-იანი წლების ტიპიური რომანი იყო გ. რიჩარდსონის «რიჩარდ მაჰოუნის ბედი», რომელშიც წარსულის ინტერესი ერწყმოდა სულიერი მარტოობის თემას. მსგავსი ტენდენციები შეიმჩნევა სხვა პროზაიკოსების ნამუშევრებში: მ. ბოიდი, ბრაიან პენტონი, მარჯორი ბერნარდი, ფლორა ელდერშოუ.