ჰიპოფიზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 2:
'''ჰიპოფიზი''' ([[ბერძნული ენა|ბერძნ]]. hypophysis – მორჩი) — [[თავის ტვინი]]ს ქვედა დანამატი (hypophysis cerebri, glandula pituitaria), შინაგანი სეკრეციის ჯირკვალი, რომელიც მდებარეობს [[ჰიპოთალამუსი]]ს ქვეშ, [[თურქული კეხი|თურქულ კეხზე]]. ჰიპოფიზი მომრგვალო-ოვალური ფორმის სხეულია, რომლის სიგრძეა 8-10 მმ, სიგანე 12-15 მმ, მასა საშუალო 0,35-0,65 გ. შედგება წარმოშობით და ფუნქციით მკაფიოდ განსხვავებული 2 ნაწილისგან. წინა წილი ([[ადენოჰიპოფიზი]]) წარმოიქმნება ჩანასახოვანი პირისა და ხაზის ნაკეცისაგან. განვითარების ადრეულ საფეხურზე ჰიპოფიზი გარეგანი სეკრეციის ჯირკვლის როლს ასრულებს. ორგანიზმის მომწიფებასთან ერთად სადინარი იხურება და ჰიპოფიზის წინა წილი წმინდა შინაგანი სეკრეციის ჯირკვლად ყალიბდება. უკანა წილი ([[ნეიროჰიპოფიზი]]) უფრო გვიან ჩნდება და ტვინის მესამე პარკუჭის კედლის გამონაზარდს წარმოადგენს, ანატომიურად ჰიპოთალამუსთანაა დაკავშირებული.
== დანიშნულება ==
Kutuჰიპოფიზისჰიპოფიზის წინა წილი გამოიმუშავებს სომატოტროპულ ანუ ზრდის ჰორმონს, თირეოტროპულ ჰორმონს ([[ფარისებრი ჯირკვალი|ფარისებრი ჯირკვლის]] მიერ ჰორმონების გამოყოფის სტიმულატორი), გონადოტროპულ ჰორმონებს-ფოლიკულომასტიმულირებელ ჰორმონს, მალუტეინიზირებელ ჰორმონს და ლაქტოგენურ ჰორმონს (სასქესო ჯირკვლების შიდასეკრეციული ფუნქციის სტიმულატორები). ჰიპოფიზის წინა წილი გამოყოფს აგრეთვე ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონს (აკტჰ), რომელიც თირკმელზედა ჯირკვლის ქერქული წილის ჰორმონების (კორტიკოიდების) გამოყოფას ასტიმულირებს.
=== ჰიპოფიზის უკანა წილი ===
ჰიპოფიზის უკანა წილი მონაწილეობს [[ნეიროსეკრეცია]]ში - ჰიპოთალამუსის მიერ განსაკუთრებული ჰორმონების - [[ვაზოპრესინი]]სა და [[ოქსიტოცინი]]ს გამომუშავებაში, რომლებიც ჰიპოთალამუსის ნეირონებში წარმოიქმნებიან არააქტიური სახით, გადადიან ჰიპოფიზში და განსაკუთრებული ნივთიერებების, ე.წ. [[რილიზინგ-ფაქტორები]]ს მეშვეობით გადაინაცვლებენ სისხლში. [[ვაზოპრესინი]] ანუ ანტიდიურეზული ჰორმონი თირკმლის დისტალური მილაკების მიერ წყლის უკუშეწოვას არეგულირებს, გარდა ამისა, მასტიმულირებელ გავლენას ახდენს გლუვ კუნთებზე. ჰორმოზი ოქსიტოცინი ძლიერ მასტიმულირებელ გავლენას საშვილოსნოს კედლის კუმშვის უნარზეც ახდენს, ამიტომ მისი გამოყოფა სისხლში ძლიერდება [[ორსულობა|ორსულობის]] ბოლო პერიოდში და მშობიარობის დროს. ჰიპოფიზის უკანა წილის ჰორმონებს ამჟამად სხვა ფუნქციებსაც მიაწერენ, კერძოდ, ვარაუდობენ, რომ ვაზოპრესინი და განსაკუთრებით ოქსიტოცინი ნერვულ მედიატორებს ან მოდულატორებს წარმოადგენენ.
ხაზი 8:
ნაკლებად არის ჩამოყალიბებული (განსაკუთრებით ადამიანში) ჰიპოფიზის შუა წილი; მასში გამომუშავდება [[მელანოფორული ჰორმონი]], რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თვალის სიბნელისადმი ადაპტაციაში.
=== ჰიპოფიზის შემადგენლობა ===
ჰიპოფიზის ყველა ჰორმონი ქიმიურად [[ცილა]] ან [[პეპტიდი]]ა. ზოგადად ჰიპოფიზის ჰორმონები ორგანიზმის სხვა შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების რეგულატორებს წარმოადგენენ. ეს რეგულაცია ორმხრივი უკუკავშირით ხორციელდება. მაგალითად, სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დაკლებისთანავე იწყება თირეოტროპული ჰორმონის უხვი გამოყოფა, რაც იწვევს ფარისებრი ჯირკვლის გაძლიერებულ სეკრეციას და, პირიქით, უკანასკნელის გაძლიერებული სეკრეცია აკავებს ჰიპოფიზის მიერ თირეოტროპული ჰორმონის გამომუშავებას.
 
== ჰიპოფიზი ადამიანისა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰიპოფიზი“-დან