ტოტენჰემ ჰოტსპური (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 51:
=== სამოციანებამდე (1882–1960) ===
 
თავდაპირველად „ტოტენჰემი“ მუქი ლურჯი ფორმით თამაშობდა. შემდეგ კლუბის ფორმის ფერები ხშირად იცვლებოდა - იყო ღია ლურჯი მაისური და თეთრი შორტები, წითელი მაისური და ლურჯი შორტები, ასევე სხვადასხვა დროს დომინირებდა ყავისფერი და ყვითელი ფერები, საბოლოოდ კი 1899-1900 აირჩიეს თეთრი მაისურები და მუქი-ლურჯი შორტები, იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდისკლუბის, „პრესტონის“ გავლენით.
 
1888 წელს „ტოტენჰემმა“ საშინაო არენა შეიცვალა, „ტოტენჰემ მერშიდან“ „ნორთუმბერლენდ პარკში“ გადავიდა, რამაც საშუალება მისცა მაყურებელთა რაოდენობის გაზრდისა. 1892 წელს კლუბმა გადაწყვიტა შეერთებოდა სამხრეთ ლიგას, რომელიც „როიალ არსენალის“( (ამჟამინდელი [[არსენალი ლონდონი (საფეხბურთო კლუბი)|„არსენალი“]]) ინიციატივით იყო შექმნილი, თუმცა კლუბმა საკმარისი ხმათა რაოდენობა ვერ მიიღო, (23-დან ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო), რის გამოც „ტოტენჰემს“ 1895 წლამდე მოუწია დაცდა. სამხრეთის ლიგაში კლუბის გაწევრიანებამ გაზარდა მაყურებელთა ინტერესი, რაც დასწრების რაოდენობის ზრდით გამოიხატა - იმ დროისთვის გუნდის თამაშებს სარეკორდოდ მაღალი, 15 000-მდე მაყურებელი ესწრებოდა. 1898 წელს კლუბის პირველი თავმჯდომარე გახდა ჩარლზ რობერტსი და ეს პოსტი შეინარჩუნა 1946 წლამდე.
 
1899 წელს კლუბმა საბოლოოდ იპოვა საშინაო მატჩების გასამართი ადგილი. ეს იყო ყოფილი მარკეტის ტერიტორია, ჰაი როუდის ქუჩის მახლობლად. იმ დროისთვის ინგლისსინგლისის ერთიანი საფეხბურთო ასოციაცია არ ჰქონდაარსებობდა და დაყოფილი იყო რამდენიმე ასოციაციად. ჩრდილოეთში მომხდარი კონფლიქტის გამო საფეხბურთო კლუბ [[ევერტონი (საფეხბურთო კლუბი)|„ევერტონის“]] ფეხბურთელები, [[ჯონ კამერონი]] და [[ჯონ ბელი]] „ტოტენჰემს“ შეუერთდნენ. მათი წყალობით კლუბმა პირველი ტიტული - სამხრეთის ლიგა მოიგო და გახდა პირველი გუნდი საფეხბურთო ლიგის ჩამოყალიბებიდან, რომელმაც ნონ-ლიგიდან მოიგო აღნიშნული თასი. თასი „ტოტენჰემის“ კაპიტანმა, [[ჯეკ ჯოუნსი|ჯეკ ჯოუნსმა]] აღმართა. თასი მორთული იყო ფერადი ლენტებით, ამის ინიციატორი იყო მორტონ კადმანის მეუღლე. ამით ჩაეყარა საფუძველი ინგლისური თასების ლენტებით მორთვას და ეს დღემდე გრძელდება.
 
„ტოტენჰემმა“ 1908-1909 წლებში შეძლო და თავი დააღწია საფეხბურთო ლიგის მეორე დივიზიონიდან და აღზევდა პირველ დივიზიონში (ახლანდელი [[ინგლისის პრემიერლიგა|პრემიერლიგა]]) 1914-1915 წლისთვის, [[პირველი მსოფლიო ომი|პირველი მსოფლიო ომის]] დაწყების გამო საფეხბურთო ლიგა დროებით გაუქმდა, ამ დროისთვის კლუბი ლიგის აუტსაიდერთა შორის იმყოფებოდა.
 
1919 წელს, როდესაც ფეხბურთის მატჩების ჩატარება განახლდა, პირველი დივიზიონის გუნდების რაოდენობა 20-დან 22-მდე გაიზარდა. საფეხბურთო ლიგამ გამოიყო ორი დამატებითი ადგილი, ერთი [[ჩელსი (საფეხბურთო კლუბი)|„ჩელსისთვის]], რომელიც 1914-15 წლებში მე-19 ადგილზე გავიდა და ფეხბურთის არ შეწყვეტის შემთხვევაში პირველი დივიზიონიდან მე-20 ადგილოსან „ტოტენჰემთან“ ერთად გავარდებოდა, მეორე კი „არსენალისთვის“, რომელმაც იმ წელს მეორე დივიზიონში მე-6 ადგილი დაიკავა.
„ტოტენჰემი“ გავარდა მეორე ლიგაში, თუმცა იმავე წელს მოიპოვა დონით მეორე ჩემპიონატის ჩემპიონობა და 1920 წლისთვის კვლავ დაუბრუნდა პირველ დივიზიონს. მომდევნო წელს „სპურზმა“ (1921) მეორეჯერ დაისაკუთრა [[ინგლისის ასოციაციის თასი|ასოციაციის თასი]], ფინალში, [[სტემფორდ ბრიჯი|სტემფორდ ბრიჯზე]] დაამარცხა „ვულვზი“.
 
1992 წლის შემდეგ, როდესაც კლუბმა მეორე ადგილი დაიკავა ჩემპიონატში, [[ლივერპული (საფეხბურთო კლუბი)|„ლივერპულის“]] შემდეგ. „ტოტენჰემს“ დაეწყო დაღმასვლა. ამ დაღმასვლამ პიკს მიაღწია 1928 წელს, როდესაც გუნდი ლიგიდან გავარდა. 1935-1938 წლებში კლუბი ზედიზედ სამჯერ გავიდა ასოციაციის თასის მეოთხედფინალში, თუმცა ეს ეტაპი მისთვის სამივეჯერ გადაულახავი აღმოჩნდა. 1939 წლისთვის (მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში) „სპურზი“ იყო მეეექვსე ადგილზე მეორე დივიზიონში, საფეხბურთო ლიგა კი ომის გამო დროებით კვლავ გაუქმდა.
 
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ფეხბურთისადმი ინტერესი ძალიან გაიზარდა, უკვე ათასობით გულშემატკივარი ესრებოდაესწრებოდა უმნიშნველო მატჩებსაც კი. 1949 წელს კლუბის მწვრთნელად დანიშნეს [[არტურ როუ]]. მის სახელს უკავშირდება ახალი ტაქტიკური სქემის გამოგონება და განვითარება, რომელიც ცნობილია სახელით „უპასე და გაიქეცი“ (ფართოდ გამოიყენება ტერმინით „კედლის გათამაშება“). „ტოტენჰემი“ იყო პირველი გუნდი, რომელმაც ეს ტაქტიკა დანერგა ფეხბურთში. არტურ როუს წყალობით „სპურზი“ 1949-50 წლებში გახდა მეორე ლიგის ჩემპიონი და აღზევდა უმაღლეს ლიგაში. შემდეგ სეზონში უმაღლესი ლიგის მოგებაც შეძლო. ამ დროს გუნდში ირიცხებოდნენ: [[ალფ რემზი]], [[რონი ბარგისი]], [[ტედ დიჩბერნი]], [[ლენ დუქემინი]], [[სონი ვოლტერსი]] და [[ბილ ნიკოლსონი]].
 
მომდევნო წელს კლუბმა შედეგის გამეორება ვერ შეძლო. მათ ჩემპიონატი მეორე ადგილით დაასრულეს, ხოლო ჩემპიონი გახდა [[მანჩესტერ იუნაიტედი|„მანჩესტერ იუნაიტედი„]]. 1952-1953 წლებში კი „ტოტენჰემმა“ მდგომარეობა უფრო გაიუარესა და მხოლოდ მე-10 ადგილს დასჯერდა. კლუბის საფირმო „კედელი“ კი გაქრა. 1954 წელს იმ დროისთვის სარეკორდო თანხად - 30,000 ფუნტად „ტოტენჰემ ჰოტსპურმა“ გადაიბირა კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, [[დენი ბლანჩფლაუერი]]. ამავე წელს „სპურზი“ ასოციაციის თასს ალფ რემზის [[ბლექპული (საფეხბურთო კლუბი)|„ბლექპულისთვის“]] „ნაჩუქარი“ გოლით დაემშვიდობა.
 
1955 წელს, „ტოტენჰემის“ არადამაჯერებელი თამაშის გამო, გუნდის მწვრთნელი, არტურ როუ დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ასევე გადადგომის მიზეზი როუს ჯანმრთელობის გაუარესება იყო. პოსტი ჯიმი ანდერსონმა გადაიბარა. 1955-1956 წლები „დეზებისთვის“ კატასტროფული იყო, კლუბმა ჩემპიონატი მე-18 ადგილზე დაასრულა და 2 ქულით გადარჩა უმაღლესი ლიგიდან გავარდნას. მიუხედავად ნაჩვენები შედეგისა, ჯიმი ანდერსონმა თანამდებობა შეინარჩუნა, რაც როგორც შემდგომში გაირკვა სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა, ვინაიდან კლუბმა მომდევნო წელს (1956–57 წლების სეზონში) მეორე ადგილი დაიკავა - 8 ქულით ჩამორჩა იმ დორისთვისდროისთვის ახალგაზრდულ, „მანჩესტერ იუნაიტედს“. ჯიმი ანდერსონსაც ავადმყოფობის გამო მოუწია თანამდებობის დატოვება, მისი პოსტი [[ბილ ნიკოლსონი|ბილ ნიკოლსონმა]] დაიკავა. სადებიუტო სეზონში მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ლიგაში მე-18 ადგილი დაიკავა, თუმცა შემდგომში ნიკოლსონმა შექმნა ახალი ერა გუნდის ისტორიაში „60-იანების“ და „70-იანების“.
 
=== ნიკოლსონის წლები (1958-1972) ===