Outlook.com: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
replaced: სათაო → სათავო
clean up, replaced: ერთერთი → ერთ-ერთი (2) using AWB
ხაზი 28:
}}
 
'''Outlook.com''' — [[Microsoft]]-ის უფასო, [[Webmail|ვებგვერდზე დაფუძნებული იმეილის]] სერვისი, რომელიც [[საბიერ ბათია|საბიერ ბათიამ]] (Sabeer Bhatia) და [[ჯეკ სმიტი (Outlook.com)|ჯეკ სმითმა]] (Jack Smith) შექმნეს [[კალიფორნია|კალიფორნიის]] ქალაქ [[მაუნთინ-ვიუ (კალიფორნია)|მაუნთინ-ვიუში]] (Mountain View) 1996 წელს Hotmail-ის სახელწოდებით (სტილიზებული როგორც HoTMaiL). ეს არის მსოფლიოში ერთერთიერთ-ერთი პირველი [[Webmail|ვებმეილ]] სერვისი. მისი სათავო ოფისი მდებარეობს [[კალიფორნია|კალიფორნიის]] ქალაქ [[სანივეილი (კალიფორნია)|სანივეილში]] (Sunnyvale). 1997 წელს ის კომპანია Microsoft-მა შეიძინა $400 მილიონ აშშ დოლარად და გაეშვა როგორც MSN Hotmail ([[MSN]] - The Microsoft Network), მოგვიანებით სახელი ისევ გადაერქვა როგორც Windows Live Hotmail, რომელიც უკვე [[Windows Live]]-ის პროდუქტების ნაკრებში იყო შესული. სერვისის ბოლო ვერსია გამოვიდა 2011 წელს. 2011 წლის მონაცემებით, მას საშუალოდ 360 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა. სამომხმარებლო ინტერფეისი კი 36 ენაზე იყო თარგმნილი. 2013 წელს Hotmail-ი შეიცვალა Outlook.com-ით, რომლის ინტერფეისიც ოდნავ წააგავს [[Microsoft Outlook]]-ის ინტერფეისს. Outlook.com-ში ჩაშენებულია [[Metro (სადიზაინო ენა)|Metro სტილის სადიზაინო ენა]]. სერვისი ასევე გულისხმობს ულიმიტო მეხსიერებას, საიტის შექმნაში გამოყენებულია [[Ajax]]-ი, და ვებსაიტში ინტეგრირებულია კალენდარი, [[SkyDrive]]-ი, People-ი და [[Skype]]-ი.
 
==ისტორია==
 
===Hotmail-ის გაშვება===
Hotmail-ი [[საბიერ ბათია|საბიერ ბათიამ]] (Sabeer Bhatia) და [[ჯეკ სმიტი (Hotmail)|ჯეკ სმითმა]] (Jack Smith) შექმნეს, ხოლო ოფიციალურად, როგორც კომერციული პროდუქტი, გაეშვა 1996 წლის 4 ივლისს, აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს, ამით სიმბოლურად გაუსვეს ხაზი იმას რომ ეს პროდუქტი არის [[ინტერნეტ პროვაიდერი|ინტერნეტთან წვდომის პროვაიდერისგან]] "თავისუფალი" და იმას რომ ამ სერვისის მომხმარებლებს შეუძლიათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეამოწმონ ელ-ფოსტა. ის იყო ერთერთიერთ-ერთი პირველი სერვისი [[RocketMail]]-თან ერთად (RocketMail-ი იყო კორპორაცია [[Four11]]-ის ვებმეილ სერვისი. 1997 წელს კი [[Yahoo!|Yahoo! Inc.]]-მა RocketMail-იც და Four11-იც შეიძინა $92 მილიონ აშშ დოლარად და RocketMail-ის სახელწოდება შეცვალა [[Yahoo! Mail]]-ით). სახელწოდება "'''Hotmail'''"-ი დაარქვეს ვებსაიტების შექმნისთვის განკუთვნილ [[ჰიპერტექსტური მარკირების ენა|ჰიპერტექსტური მარკირების ენის]] შემოკლებულ სახელწოდებასთან (HTML) მსგავსების გამო (სიტყვა "Hotmail" ძალიან გავს "HTML"-ს). ამიტომაც იყო სტილიზებული როგორც "'''H'''o'''TM'''ai'''L'''", რაც "'''HTML'''"-თან მსგავსებას უსვამს ხაზს. უფასო პაკეტის მომხმარებლებისთვის მაქსიმალური შესანახი მეხსიერება იყო 2 [[მეგაბაიტი|MB]]-ი. საწყის ეტაპზე, Hotmail-ს მხარს უჭერდა და ეხმარებოდა [[ვენტურული კაპიტალი|ვენტურული კაპიტალის]] (Venture capital) ფირმა: [[Draper Fisher Jurvetson]]-ი. 1997 წლის დეკემბრისთვის, სერვისს უკვე 8.5 მილიონი ხელმომწერი (Subscriber) ჰყავდა. თავდაპირველად Hotmail-ი მუშაობდა საოპერაციო სისტემაზე - [[Solaris]] (იმეილ სერვისებისთვის) და საოპერაციო სისტემაზე - [[FreeBSD]] (ჩართული იყო [[აპაჩეს სერვერი|აპაჩეს სერვერზე]] და იყენებდნენ ვებ სერვისებისთვის) სანამ ნაწილობრივ გარდაიქმნებოდა Microsoft-ის პროდუქტად.
 
===MSN Hotmail===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Outlook.com“-დან