მარსელო ვიეირა და სილვა ჟუნიორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: ერთერთი → ერთ-ერთი using AWB
ხაზი 46:
== საკლუბო კარიერა ==
==ახალგაზრდული წლები==
მარსელომ ფეხბურთის თამაში 9 წლისამ დაიწყო. 13 წლის ასაკში მისით საფეხბურთო კლუბ, [[ფლუმინენსე (საფეხბურთო კლუბი)|ფლუმინენსეს]] სკაუტები დაინტერესდნენ. ფეხბურთელის ოჯახი ძალიან ხელმომჭირნედ ცხოვრობდა. ამ მიზეზით ერთ ხანს მარსელომ სპორტის ამ სახეობის მიტოვებაც კი გადაწყვიტა, თუმცა [[ფლუმინენსე (საფეხბურთო კლუბი)|ფლუმინენსეს]] მესვეურებმა ეს გადაწყვეტილება გადააფიქრებინეს. ახალგაზრდულ გუნდებში თამაშის შემდეგ, [[2005]] წლის [[13 ნოემბერი|13 ნოემბერს]] ამ კლუბში მისი დებიუტიც შედგა, [[ვასკო და გამა(საფეხბურთო კლუბი)|ვასკო და გამასთან]] შეხვედრაში, მარსელო მეორე ტაიმიდან ჩაერთო მატჩში, თუმცა მისი გუნდი მაინც დამარცხდა, ანგარიშით 2-0.
 
== მადრიდის რეალი ==
მარსელო [[რეალ მადირდი|რეალის]] ფეხბურთელი 2007 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გახდა. აი რა განაცხადა მადრიდელთა პრეზიდენტმა, [[რამონ კალდერონი|რამონ კალდერონმა]] ბრაზილიელის პრეზენტაციაზე: ''"მარსელო ჩვენთვის მნიშვნელოვანი შენაძენია. ის ახალგაზრდა და ენერგიულია და გუნდს უფრო გამოაცოცხლებს. გარდა ამისა, ბრაზილიელი ჩვენი სპორტული გეგმის ნაწილია, რომელიც გუნდის გაახალგაზრდავებას ეხება. ამ ტრანსფერის განხორციელებით ძალიან გახარებულები ვართ, რადგან ფეხბურთელის შეძენა თითქმის ნახევარ [[ევროპა]]ს სურდა."''
 
მარსელოს დებიუტი ახალ კლუბში [[დეპორტივო ლა-კორუნია(საფეხბურთო გუნდი)|დეპორტივოს]] წინააღმდეგ შედგა, [[2007]] წლის [[7 იანვარი|7 იანვარს]]. იმავე წლის [[14 აპრილი|14 აპრილს]] ფეხბურთელმა სამეფო კლუბის ძირითად შემადგენლობაში პირველად იასპარეზა. მას შემდეგ რაც რეალის სათავეში [[ბერნდ შუსტერი]] მოვიდა, ბრაზილიელს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს. მარსელო [[რეალ მადრიდი|რეალის]] ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე და საფეხბურთო ექსპერტების ვარაუდით, გუნდის ერთერთიერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა.
 
== სანაკრებო კარიერა ==
[[ფაილი:Messi olympics-soccer-7.jpg|thumb|300px|მარსელო (მარცხნივ) არგენტინელ [[ლიონელ მესი]]სთან ერთად ოლიმპიურ თამაშებზე.]]
[[2006]] წელს, მარსელომ [[ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ბრაზილიის]] ეროვნულ გუნდში სადებიუტო მატჩი გოლით აღნიშნა. მან [[უელსის ეროვნული საფეხბურთო გუნდი|უელსის ნაკრებს]] გაუტანა შესანიშნავი შორეული გოლი, რომელიც როგორც ამბობენ, მხოლოდ ბრაზილიელი მცველებისთვისაა დამახასიათებელი. ფეხბურთელს ხშირად ადარებენ მის ცნობილ თანამემამულე მცველს, [[რობერტო კარლოსი|რობერტო კარლოსს]].
 
მარსელომ ბრაზილიის ნარკების რიგებში მონაწილეობა მიიღო [[ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2008|2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე]]. სადაც [[დუნგა|კარლოს დუნგას]] თავკაცობით, მან და მისმა თანაგუნდელებმა ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
 
მარსელოს მარცხენა ფეხით ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს. გარდა ამისა, ფეხბურთელი საჯარიმო დარტყმებსაც ასრულებს.
ხაზი 68:
:* '''გამარჯვებული (1):''' 2008
:* '''ფინალში დამარცხებული (1):''' 2007
 
 
{{მადრიდის რეალის შემადგენლობა}}