აზერბაიჯანელ მოღვაწეთა პანთეონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 37:
[[XIX საუკუნე]]ში სასაფლაოს ტერიტორია საგრძნობლად გაფართოვდა.<ref name="Хундадзе"/> ზემოთ ჩამოთვლილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეების გარდა, სასაფლაოზე დაკრძალულია კულტურის, მეცნიერებისა და პოლიტიკის მოღვაწეები, როგორიცაა გენერალი აბდულა აღა ბაქიხანოვი, მამედ-ჰასან ჰაჯინსკი, მწერალი და პუბლიცისტი გამგიუსარი, მსახიობი და რეჟისორი იბრაჰიმ ისპახანლი, პოეტი მეჰთიკულიჰან ვაფა, დიპლომატი ბეჰბუდ შახტახტინსკი, ისა შახტახტინსკი, ადილა შახტახტინსკაია, მწერალი და პუბლიცისტი ეინალი სულთანოვი, მწერალი და პუბლიცისტი რზაკული ნადჯაფოვი, ჰუსეინ ეფენდი გაიბოვი, ნაზლი ხანუმ მამედკულიზადე, ჰამზათ-ბეკ გაიბოვი, მუზაფარ ნარიმანოვი, ფარაჯ-ბეკ სულთანოვი, მსახიობი მირზალი აბასოვი, აბას კურბანოვი, ენვერ ხუდავერდიევი, მუსტაფა ველიევი, იუსიფ ჰადჯიზადე, ჰუსეინ ბახმანოვი, რზაბალა რზაევი, ასევე ახუნდოვის ოჯახის წევრები, მისი მეუღლე ტუბუ-ხანუმი, ვაჟი ადილ-ბეკი და ქალიშვილი სეირა-ბეგიმი, მისი ძმა და მისი მეუღლის დები, ისევე, როგორც ვაზეხის მეუღლე. დღეს, მათი უმრავლესობის სახელი ამოკვეთილია სასფლაო ქვაზე.
 
[[ფაილი:Said thomb at Muslim cemetery, Tbilisi (Baron de Baye photo) cropped(3).JPGjpg|thumb|170px|თურბე სეიდის საფლავზე, თბილისის მუსლიმურ სასაფლაოზე. [[ჟოზეფ დე ბაი]]ს ფოტო (1900)]]
[[XX საუკუნე]]ში მუსლიმური სასაფლაო დაანგრიეს.<ref name="Хундадзе"/> ლიტერატურული მიმომხიველის, ვაგიფ არზუმანლის ცნობით, რომელმაც 1959 წელს სასაფლაო მოინახულა, იქ არსებული საფლავების უმრავლესობა ეკუთვნოდა აზერბაიჯანელ მოღვაწეებს, იქვე იყო ნახევრად დანგრეული ვაზეჰის თურბეს სახის საფლავიც, ხოლო მის გვერდით რამდენიმე ბავშვთა საფლავიც იყო. 1964-1965 წლებში, დაკრძალულების ნათესავებს გადაეცა ინფორმაცია საფლავების გადატანის შესახებ, რადგან სასაფლაოს ადგილზე დაგეგმილი იყო ბოტანიკური ბაღის მოწყობა. მრავალი წლის შემდეგ, არზუმანლი ჩამოვიდა თბილისში და ქართველი მკვლევარის, ივან ენიკილოპოვის დახმარებით, მან იპოვა და გადაუღო დაახლოებით 100 საფლავის სურათი, მათ შორის გამოავლინა 30-ზე მეტი ცნობილი აზერბაიჯანელი მოღვაწის საფლავიც.<ref name="modern">[http://modern.az/az/news/59135/#gsc.tab=0 Mirzə Şəfi Vazehin Tiflisdəki məzarı niyə yoxa çıxıb?]</ref> 70 წლის ძირძველი თბილისელი ფარიდა აბდულაევას თქმით, სასაფლაოს ტერიტორიაზე ასევე პატარა მეჩეთიც მდებარეობდა, რომელიც 1950 წელს ააფეთქეს. გადარჩა მხოლოდ რამდენიმე ცნობილი პიროვნების საფლავი, ხოლო ეს ტერიტორია დღეს ბოტანიკური ბაღის ნაწილია, რომელსაც ეწოდება „გამოჩენილ აზერბაიჯანელ მოღვაწეთა პანთეონი“. ყველაზე ძველი საფლავი ეკუთვნის პოეტს და მოაზროვნეს, განმანათლებელსა და პედაგოგ [[მირზა შაფი ვაზეჰი]]ს, რომელიც 1852 წლის ნოემბერში გარდაიცვალა.<ref name="Хундадзе">''Гоча Хундадзе.'' [https://www.meydan.tv/ru/site/opinion/18567/ Последнее пристанище выдающихся азербайджанцев Грузии] // Мейдан.тв, 2016.</ref>