ფლორა (ქალღმერთი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[სურათი:William-Adolphe Bouguereau (1825-1905) - Flora And Zephyr (1875).jpg|ფლორა და ზეფირუსი, უილიამ-ადოლფ ბუჟერო (1875)]] რომაულ მითოლოგიაში '''ფლორა''' ყვავილთა და გაზაფხულის [[ქალღმერთი]] იყო. მიუხედავად იმისა, რომ [[რომაული მითოლოგია|რომაულ მითოლოგიაში]] ღვთაებებს შორის იერარქიით საკმაოდ დაბალ საფეხურზე იყო, მისმა სტატუსმა ნაყოფიერების სხვა ქალღმერთთა შორის და მისმა ასოციაციამ გაზაფხულთან მას ყვავილობის ჟამს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა. მისი სახელობის ფესტივალი, [[ფლორალია]], აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში იმართებოდა ცეკვებით, ღვინის სმითა და ყვავილებით და ცხოვრების ციკლის განახლების სიმბოლოდ მიიჩნეოდა. მისი ბერძნული ექვივალენტი იყო [[ხლორისი (ნიმფა)|ხლორისი]]. ფლორა დაქორწინებული იყო [[ფავონიუსი (ღვთაება)|ფავონიუსზე]], ქარის ღმერთზე.
 
ფლორას სახელმა ხელმეორე აღმავლობა ჰპოვა პოსტ-პაგანიზმის ანტიკურ ხანაში [[რენესანსი|რენესანს]] [[ჰუმანიზმი|ჰუმანისტთა]] შორის და ამ დროს გაცილებით უფრო პოპულარული გახდა ვიდრე თვით ძველ რომში.