მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას გარდაცვალების შემდეგ [[1927]] წლის 26 ივნისს IV საეკლესიო კრებაზე იმ დროს [[ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია|ცხუმ-აფხაზეთის]] მიტროპოლიტი ქრისტეფორე ციცქიშვილი კათოლიკოსად აირჩიეს. მეტად მძიმე, ეკლესიისთვის სავალალო სიტუაციაში მოუწია მას ეკლესიის საჭეთმპყრობლის კვერთხის მიღება. კომუნისტები ძალიან ავიწროვებდნენ სასულიერო პირებს, დევნიდნენ მრევლს.
კათოლიკოს ქრისტეფორეს დროს [[1927]] წლის ნოემბრიდან მოხდა ეკლესიის გადასვლა [[კალენდარი|კალენდრის]] ძველი სტილიდან ახალზე. ამ ნაბიჯით ის ცამეტდღიანი განსხვავება, რომელიც მაშინ იყო და დღესაც არსებობს საერო და საეკლესიო კალენდრებს შორის, მოისპო, ანუ ყოველ დღესასწაულს, მაგ. ახალი წლის აღნიშვნა ჩვენს შემთხვევაში, რომ სხვადასხვა დროს ხდება, მაშინ ერთ დღეს დაემთხვა. [[1923]] წელს კათოლიკოს ამბროსის ნებართვითაც იქნა ეკლესიაში ახალი სტილის კალენდარი შემოღებული. თვითონ პატრიარქი ამბროსიც, როგორც ერთ-ერთ თავის მოხსენებაში კათოლიკოსი ქრისტეფორე აღნიშნავდა, [[1923]]-[[1924]] წლებში ამ სტილის მიხედვით მარხულობდა და იხსნილებდა, თუმცა შემდგომში, [[1925]] წლის მარტიდან, კათოლიკოსის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ეკლესია ისევ კალენდრის ძველ სტილს დაუბრუნდა 1927 წლამდე.
 
ქრისტეფორე III ეწეოდა მეცნიერულ მუშაობასაც. მას ეკუთვნის ბევრი ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის წერილი და გამოკვლევა. მათგან გამოსაყოფია ნაშრომები ძველი ქართული მწერლობის ძეგლის ,,[[ვისრამიანი|ვისრამიანის]]“ ეროვნების შესახებ.
პატრიარქი ჯერ კიდევ ახალგაზრდა აღესრულა 1932 წლის 10 იანვარს, 57 წლისა. წესისამებრ, ისევე, როგორც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომი ყველა პატრიარქი, დაკრძალულ იქნა თბილისში, [[სიონის საკათედრო ტაძარი|სიონის საკათედრო ტაძარში]]. გაზეთში მხოლოდ ერთი პატარა განცხადება იყო, ისეთი, როგორითაც ჩვეულებრივ ერისკაცს აცხადებენ ხოლმე: ,,გარდაიცვალა ქრისტეფორე ციცქიშვილი“. ბევრმა არც კი იცოდა რომ ეს სახელი და გვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნოდა.
 
პატრიარქი ჯერ კიდევ ახალგაზრდა აღესრულა 1932 წლის 10 იანვარს, 57 წლისა. წესისამებრ, ისევე, როგორც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომი ყველა პატრიარქი, დაკრძალულ იქნა თბილისში, [[სიონის საკათედრო ტაძარი|სიონის საკათედრო ტაძარში]]. გაზეთში მხოლოდ ერთი პატარა განცხადება იყო, ისეთი, როგორითაც ჩვეულებრივ ერისკაცს აცხადებენ ხოლმე: ,,გარდაიცვალა„გარდაიცვალა ქრისტეფორე ციცქიშვილი“. ბევრმა არც კი იცოდა რომ ეს სახელი და გვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნოდა.
 
მოგონება დეკანოზ [[ნიკიტა თალაქვაძე|ნიკიტა თალაქვაძის]] დღიურიდან:
{{ციტატა|'''ქრისტეფორე-კათალიკოსის დასაფლავება 14 იანვარს — 1932 წ. ხუთშაბათს.'''
 
დღეს — ძველებურად ახალ-წელიწად დღეს — დაასაფლავეს სიონის ტაძარში, კათოლიკოს კირიონის საფლავის თითქმის გვერდით — კათალიკოსი ქრისტეფორეც. მარჯვნივ — ეს ორი კათალიკოსია დასაფლავებულნი, მარცხნივ კიდევ ლეონიდი და ამბროსი. მწირველი იყო „მოსაყდრე“ კალისტრატე მიტროპოლიტი.}}
 
[[2013]] წლის 20 ივნისს მისი სახელი მიენიჭა იტრიის საშუალო სკოლას და ეწოდა ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლა<ref>[https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1950195 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №73/ნ 2013 წლის 20 ივნისი, ქ. თბილისი, სსიპ - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ იტრიის საჯარო სკოლისათვის „სსიპ - ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლის“ სახელის მინიჭებისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ]</ref>.