ხოსრო I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 32:
ხოსროს მეფობა მამამისის ([[488]]–[[531]] წწ.) მმართველობის გაგრძელება იყო. მის დროს ცენტრალური ხელისუფლება საგრძნობლად განმტკიცდა, იმპერია დაყო 4 პროვინციად, კუსტებად, რომლებსაც შაჰის მიერ დანიშნული ერთგული მოხელეები, მარზპანები მართავდნენ. ის პირადად ნიშნავდა მოსამართლეებსა და ქურუმებსაც. ხოსროს დროს შეიქმნა კარგად ორგანიზებული მიწისა და სულადობრივი გადასახადების სისტემა, რომლის მიხედვითაც ნატურალური გადასახადი ფულით ჩანაცვლდა. მოხდა არმიის რეორგანიზაცია, სახელმწიფოს ჯარის მეომრებს ჯამაგირსაც კი უხდიდნენ. ხოსრო I-მა სოფლებში დაარსა სამხედრო რაზმები, ე.წ ''დეჰყანები'', რომლებიც არმიის დამხმარე ძალას აყალიბებდნენ საზღვრებზე. ხოსროს ბრძანებით ქ. გუნდეშაბურში დაარსდა [[მედიცინა|მედიცინისია]] და [[ფილოსოფია|ფილოსოფიის]] სკოლა. მის დროს [[ირანი|ირანში]] [[ინდოეთი]]დან გავრცელდა [[ჭადრაკი]].
 
ხოსრომ მოახერხა [[იემენი]]ს დაპყრობა, რომელიც იმ დროს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზების გასაყარი იყო. [[554]] წელს კი საბოლოოდ დაამარცხა ამბოხებული ევფალიტები. ანუშირვანმა გაახშირა საომარი მოქმედებები [[ბიზანტია]]სთან. [[540]] წელს [[ანტიოქია]] აიღო, მაგრამ მათთან წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში საბოლოოდ დამარცხდა. [[532]] და [[562]] წლებში [[იუსტინიანე I]]-თან დადო ე.წ. „საუკუნო ზავები.“ ([[საუკუნო ზავი (532)|532 წლის საუკუნო ზავი]] და [[დარას ზავი]]) 2 იმპერიას შორის დაპირისპირება ყველაზე მეტად, [[ლაზიკა|ლაზიკის]] ტერიტორიაზე გამძაფრდა, [[ეგრისის დიდი ომი|ეგრისის დიდი ომის]] დროს, რომლის შედეგადაც ბიზანტიელებმა მოახერხეს [[საქართველო]]დან სპარსელების განდევნა, რასაც [[572]] წელს მოჰყვა ირანიდან [[სომხეთი]]სა და [[ქართლი]]ს გამოყოფა.
 
ხოსრო I-ის გარდაიცვალა 48 წლიანი მმართველობის შემდეგ, [[579]] წელს, 83 წლის ასაკში. მისი მეფობის პერიოდში [[სასანიანები|სასანიდურმა ირანმა]] მიაღწია განვითარების უმაღლეს მწვერვალებს, რის გამოც ეს პერიოდი ირანის ისტორიის „ოქროს ხანადაა“ ცნობილი. ხოსროს მმართველობის დროს[[ლაზიკა|ლაზიკის]] ტერიტორიაზე მიმდინარეობდა [[ეგრისის დიდი ომი|ომიანობა ეგრისში]].
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხოსრო_I“-დან