სალადინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 26:
'''სალაჰ ად-დინ იუსუფ იბნ აიუბი''', [[ევროპა]]ში ცნობილი როგორც '''სალადინი''' (დ. [[1137]]/[[1138]] — გ. [[4 მარტი]] [[1193]]) — [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] [[სულთანი]] [[1171]] წლიდან, [[აიუბიდები]]ს დინასტიის დამაარსებელი; წარმოშობით [[ქურთები|ქურთი]]<ref>რევაზ გაჩეჩილაძის, „ახლო აღმოსავლეთი, სივრცე, ხალხი და პოლიტია“. გვ 309</ref>.
 
დაიბადა [[ერაყი]]ს ქალაქ [[ტიკრიტი|ტიკრიტში]] საიდანაც მისი ოჯახი გააძევეს [[მოსული|მოსულში]]. [[1164]]-69[[1169]] წლებში მონაწილეობდა მოსულის მმართველების — [[ზენგიდები]]ს — ლაშქრობაში [[ეგვიპტე]]ში. 1169 წელს დაინიშნა ეგვიპტის [[ვეზირი|ვეზირად]], ხოლო 1171 წელს ხელთ იგდო ერთპიროვნული ძალაუფლება და [[სულთანი|სულთნის]] ტიტული მიიღო. ამ დროიდან იწყება ეგვიპტეში მისი სახელობის ფულის მოჭრაც. 1174-76 წლების დამპყრობლური ომების შედეგად შეიერთა [[სირია]], [[შუამდინარეთი]], [[იემენი]] და შექმნა ვრცელი იმპერია, რომელიც წინ აღუდგა [[ჯვაროსნული ლაშქრობები|ჯვაროსნულ ლაშქრობებს]]. 1187 წლის 3-4 ივლისს სალადინის ჯარებმა დაამარცხეს ჯვაროსნები სოფელ [[ჰატინის ბრძოლა|ჰატინ]]თან ([[პალესტინა]]); იმავე წლის 2 ოქტომბერს აიღეს [[იერუსალიმი]] და ევროპელები განდევნეს სირიისა და პალესტინის დიდი ნაწილიდან. 1191 წელს სალადინი დაუპირისპირდა [[ინგლისის სამეფო|ინგლისის]] მეფის [[რიჩარდ I|რიჩარდ ლომგულის]] ახალ ლაშქრობას; სალადინი დამარცხდა, მაგრამ რიჩარდმა იერუსალიმის აღება ვერ შეძლო. ორი მონარქის ურთიერთობა, რომელიც საბრძოლო დაპირისპირების გარდა რაინდულ ურთიერთპატივისცემაზე იყო აგებული, აირეკლა იმდროინდელ ევროპულ რომანსებში. საბოლოოდ, [[1192]] წელს ზავმა პალესტინაში მუსლიმანებსა და ქრისტიანებს შორის დროებით სიმშვიდე ჩამოაგდო. სალადინი გარდაიცვალა [[დამასკო]]ში, 1193 წლის 4 მარტს.
 
სალადინის პოლიტიკის ძირითადი მიმართულება იყო [[სუნიზმი]]ს გავრცელება, სამხედრო მანქანის განუხრელი ზრდა და „საღმრთო ომი“ — [[ჯიჰადი]]. ამასთანავე, სალადინს პატივს სცემდნენ როგორც ნიჭიერ მხედართმთავარს და ღირსეულ მებრძოლს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სალადინი“-დან