ლუი-ევგენი კავენიაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ლუი-ევგენი კავენიაკი''' ({{lang-fr|Louis-Eugène Cavaignac}}; დ. [[15 ოქტომბერი]], [[1802]], [[პარიზი]], [[საფრანგეთის პირველი იმპერია|საფრანგეთი]] — გ. [[28 ოქტომბერი]], [[1857]],[[იურნე]], [[საფრანგეთის მეორე იმპერია|საფრანგეთი]]) — [[ფრანგები|ფრანგი]] მარშალი, პოლიტიკოსი, დიპლომატი, [[საფრანგეთი]]ს სახელმწიფო მოღვაწე, [[საფრანგეთის რევოლუცია (1848)|1848 წლის რევოლუციის]] აქტიური მონაწილე და ერთ-ერთი ორგანიზატორი. [[საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი|პრემიერ-მინისტრი]] [[1848]] წელს, იმავე წელს დანიშნული იყო [[ალჟირი]]ს გუბერნატორად და ომის მინისტრად.
 
[[1830]] წელს მსახურობდა [[ლუი-ფილიპ ორლეანელი]]ს ერთგულთა არმიაში. [[1831]] წელს დაითხოვეს ჯარიდან [[რესპუბლიკელი|რესპუბლიკური]] შეხედულებების გამო, მაგრამ [[1832]] წელს გაიწვიეს [[ალჟირი|ალჟირში]] და დანიშნეს აფრიკის ფრონტის მეთაურად. მისი სარდლობით ფრანგებმა ოსმალთა მფლობელობაში მყოფი [[ალჟირი]]ს ოკუპირება მოახერხეს.
 
[[1848]] წლის თებერვალში მონაწილეობა მიიღო [[საფრანგეთის რევოლუცია (1848)|რევოლუციაში]]. იმავე წელს დაიკავა სხვადასხვა თანამდებობები, მათ შორის [[პრემიერ-მინისტრი]]ც. ივნისში სასტიკად ჩაახშო მუშათა აჯანყება, რომლის დროსაც 12,000-მდე ადამიანი დაიღუპა. მალევე მთელ ქვეყანაზე კონტროლის დამყარება განიზრახა, რაც ვერ მოახერხა. [[1848]] წლის [[20 დეკემბერი|20 დეკემბერს]] საფრანგეთში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგად დამყარდა [[საფრანგეთის მეორე რესპუბლიკა]] და პრეზიდენტად არჩეულ იქნა [[ნაპოლეონ III]]. კავენიაკმა ვერ მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება და არჩევნების დღესვე დატოვა პოსტი.