ლილია ბრიკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{subst:L}} {{ინფოდაფა პიროვნება | სიგანე = | სახელი = ლილია ბრიკ...
 
No edit summary
ხაზი 85:
}}
 
'''ლილია ბრიკი''' (დ.30 ოქტომბერი (11 ნოემბერი) ,[[1989]] — გ. 4 აგვისტო [[1978]]) - «რუსული ავანგარდის მუზა», XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიტერატურული სალონის მფლობელი. მან პოეტ [[მაიაკოვსკი|მაიაკოვსკის]] ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა - მას მიეძღვნა პოეტის ყველაზე ცნობილი ლექსები : ,,შარვლიანი ღრუბელი", ,,ფლეიტა-ხერხემალი", ,, ლილიჩკა" და მრავალი სხვა. დაქორწინებული იყო ოსიპ ბრიკზე, ვიტალი პრიმაკოვსა და ვასილი კატანიანზე. ლილიას ცხოვრება დაუკავშირდა უამრავ მწერალსა და ხელოვანს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის : [[სერგეი ნაროვჩატოვი]], [[პაველ კოგანი]], [[მიხაილ კულჩიცკი]], [[მაია პლისეცკაია]], [[როდიონა შედრინა]], [[სერგო ფარაჯანოვი]],[[ანდრეი ვოზნესენკი]], [[მარტიროსა სარიანა]], [[მარკ შაკალი]], [[პაბლო პიკასო]]. [[ვლადიმერ მაიაკოვსკი|მაიაკოვსკის]] გარდაცვალების შემდეგ მისი ნამუშევრების ნახევარზე უფლება მოიპოვა და მოსკოვში მაიაკოვსკის პირველი მუზეუმი გახსნა. [[1950]]-იანი წლებიდან საბჭოთა ცენზურა ცდილობდა მაიაკოვსკის ცხოვრებიდან ლილიას კვალი წაეშალა. [[1978]] წელს ლილიამ ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა.
 
==ბავშვობა==
ხაზი 91:
ოჯახურ წრეში კაგანებს უყვარდათ მუსიკალური საღამოების,შინაური კონცერტებისა და პიესების მოწყობა. მათ სახლში ხშირად იკრიბებოდნენ ლიტერატორები, ხელოვანები და მუსიკოსები.<ref>История в женских портретах.07.Лиля Брик</ref>
ლილიამ და მისმა უმცროსმა დამ ელზამ შინ კარგი განათლება მიიღეს: ბავშვები მცირე ასაკიდანვე საუბრობდნენ რუსულად, გერმანულად და ფრანგულად, უკრავდნენ როიალზე, მონაწილეობას იღებდნენ მშობლების მიერ გამართულ მუსიკალურ და ლიტერატურულ საღამოებში.<ref>Янгфельдт Б. Любовь — это сердце всего: В. В. Маяковский и Л. Ю. Брик Переписка 1915 — 1930. — М.: Книга, 1991. — ISBN 5-212-00601-5.</ref> მიუხედავად იმისა, რომ ლილია მრავალმხრივ ნიჭიერი იყო, მას ყველაფერი მალე ბეზრდებოდა. მასწავლებლებმა ადრევე შენიშნეს მისი ნიჭი მათემატიკაში და ლილიამ მათემატიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა. მეცნიერების მიმართ ინტერესის განელების შემდეგ მათემატიკის კურსები მიატოვა და არქიტექტურულ ინსტიტუტში დაიწყო სწავლა.
 
==პირველი მეუღლე - ოსიპ ბრიკი ==
ლილიას ოჯახის მეზობლად ცხოვრობდა შეძლებული ვაჭრის - მაქსიმ ბრიკის ოჯახი. მის შვილს - ვერა ბრიკს ლილია გიმნაზიიდან იცნობდა.რევოლუციით აღელვებული ახალგაზრდები [[1905]] წელს პატარა წრეში იკრიბებოდნენ და ითხოვდნენ პოლონეთის გათავისუფლებას.ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე ლილიამ ოსიპი გაიცნო - 17 წლის მამაცი ახალგაზრდა ყველა თანატოლის თვალში გმირად ჩანდა. მალე ოსიპი თამამი განცხადებების გამო გიმნაზიიდან გააგდეს. ახალგაზრდები დამეგობრდნენ, შემდეგ კი ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ. ერთ-ერთ ზაფხულს ბრიკების ოჯახი დასასვენებლად გერმანიაში წავიდა, ოსიპს კი სრულიად გადაავიწყდა ლილიასთვის წერილების მიწერა. სასოწარკვეთილმა ლილიამ ციანიდით თვითმკვლელობა გადაწყვიტა, თუმცა ცოტა ხნით ადრე დედამ შეამჩნია ქალიშვილის უცნაური ქცევა და ბოთლი უსაფრთხო ნივთიერებით შეცვალა.
რამდენიმე წლიანი განშორების,სერიოზული რომანებისა და სკანდალის შემდეგ ლილია და ოსიპი შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს მოსკოვში. ოსიპმა ლილიას ცოლობა სთხოვა და წყვილი [[1912]] წლის 26 მარტს დაქორწინდა. ლილია კაგანი ლილია ბრიკი გახდა.<ref>История в женских портретах.07.Лиля Брик</ref>
[[1914]] წელს ოსიპმა პეტერბურგში დაიწყო მუშაობა და წყვილი იმდროინდელ დედაქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. მათი ოროთახიანი ბინა ძალიან პატარა იყო, თუმცა ლილია ცდილობდა მყუდროდ მოერთო სახლი. მალე ეს ბინა რუსული ინტელიგენციის ცენტრად იქცა. აქ გაიცნო ლილიამ [[ვლადიმერ მაიაკოვსკი]] <ref>Янгфельдт Б. Любовь — это сердце всего: В. В. Маяковский и Л. Ю. Брик Переписка 1915 — 1930</ref>
 
==ბრიკი და მაიაკოვსკი==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლილია_ბრიკი“-დან