პეტრე I დიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
94.43.163.60-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა გიო ოქრო-ის მიერ რედაქტირებული...
ხაზი 39:
== პირველი ნაბიჯები ==
[[ფაილი:Peter I by Kneller.jpg|thumb|150px|left|ახალგაზრდა პეტრე]]
ახალგაზრდა მეფის პირველ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს [[1695]] წელს მოწყობილი [[აზოვი|აზოვის]] აღების მცდელობა.აზოვის ციხესიმაგრე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგნდა არა მარტო შავ ზღვაზე გასასვლელის ჰქონის გამო, არამედ თათრების თავდასხმებისაგან რუსეთის სამხრეთი რაიონების უშიშროების უზრუნველყოფისkargiუზრუნველყოფის მხრივაც. [[1695]] წლის პირველი [[აზოვის ლაშქრობა]] წარუმატებელი გამოდგა. ფლოტის არყოლის გამო აზოვი ზღვიდან მარაგდებობდა და რუსეთის არმიამ ვერ მოახერხა ციხის აღება. [[1696]] წლის ზამთარში და გაზაფხულზე პეტრემ [[ვორონეჟი|ვორონეჟში]] ორგანიზება გაუკეთა სამდინარო ფლოoeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeტისფლოტის მშენებლობას. მცირე ფლოტილიითა და ახალი სამეთაურო შემადგენლობით პეტრემ გაიმეორა შტურმი აზოვზე და [[1696]] წლის [[19 ივლისი|19 ივლისს]] თურქთა გარნიზონმა იარაღი დაყარა. რამდენიმე დრის შემდეგ აზოვის ზღვის სანაპიროზე საძირკველი ჩაეყარა ქალაქ [[ტაგანროგი|ტაგანროგის]] მშენებლობას.
 
პეტრეს ინიციატივით დაიწყო სავაჭრო გემების მშენებლობის ფართო პროგრამა. ამისათვის მან მიწათმფლობელები გააერთიანა კომპანიებში და დაავალა მათ თითო გემის აშენება. არმიისა და ფლოტი რეორგანიზაციის საქმეში პეტრე ძირითადად უცხოელ სპეციალისტებს ეყრდნობოდა. აზოვის ლაშქრობის დასრულების შემდეგ მან გადაწყვიტა საზღვარგარეთ სასწავლებლად გაეგზავნა თავადაზნაურთა ახალგაზრდა ვაჟები, სულ მალე იგი თვითნაც გაემგზავრა სამოგზაუროდ ევროპაში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პეტრე_I_დიდი“-დან