სეფი I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 35:
ირანის მტრებმა მალევე ისარგებლეს სეფის სისუსტით. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალეთმა იწვნია დამამცირებელი მარცხი [[ირან-ოსმალეთის მეოთხე ომი|ირან-ოსმალეთის 1623-1639 წლებში მიმდინარე ომის]] დასაწყისში, შაჰ აბასის დროს, შაჰ სეფის ტახტზე ასვლიდან ერთი წლის შემდეგ, მათ განაახლეს ომი ირანთან და [[1634]] წელს, მათ უკვე ეკავათ [[ერევანი]], [[ჰამადანი]] და [[თავრიზი]]. [[1638]] წელს ოსმალეთის არმიამ [[მურად IV]]-ის მეთაურობით აიღო [[ბაღდადი]]. ბაღდადის აღებამ ირანი აიძულა ეთხოვა ზავი და [[1639]] წელს დაიდო [[ზუჰაბის ხელშეკრულება]], რომლის მიხედვითაც აბას I-ის მიერ დაკავებული ტერიტორიები კვლავ ოსმალეთის იმპერიის ხელში გადავიდა. ამავე პერიოდში, [[დიდ მოგოლთა იმპერია]]მ იმპერატორ [[შაჰ-ჯაჰანი]]ს სარდლობით [[1635]] წელს დაიპყრო სპარსელების ხელში მყოფი [[ავღანეთი]]ს ნაწილი ქალაქ ყანდაარითურთ.
 
შაჰ სეფი გარდაიცვალა [[1642]] წლის 12 მაისს. გარდაცვალების მიზეზად სახელდება ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება. მის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი უფროსი ვაჟი [[აბას II]]. მისი დანარჩენი 4 ვაჟი დააბრმავეს და ჰარამხანაში გამოკეტეს.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სეფი_I“-დან